Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეთერთმეტე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეთერთმეტე ნაწილი

[7 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონიდაფარულნიშემოქმედისანი

ჟამთაუკანასკნელთასაცნაურიქმნეს

(სულხან-საბაორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

ბოლო ჟამის დროთა მდინარების თაობაზე ბიბლიაში არსებული მინიშნებების აცხადება, როგორც წესი, რამოდენიმე გამოვლინებით ხდება, კერძოდ მაცხოვარი გვაუწყებს - „მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება“-ო [მათე 24,40].

 

2011 წლის ოქტომბრიდან - 2012 წლის ოქტომბრამდე

იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი - ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენიდან, ანუ 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი მზადება - თვისობრივად ახალ გარემოში წარიმართა.

ბ. ივანიშვილმა თავიდანვე „დაახარისხა“ საქართველოს სინამდვილეში დამკვიდრებული პოლიტიკური სუბიექტები.

ამ კუთხით, 2011-2012 წლებში წარმართული კრისტალიზაციის პროცესის შედეგად, სხვა პარტიათა ფონზე, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ასოცირებული - რვა გამორჩეული პ/გ დაფიქსირდა. ესენია:

1. მ. სააკაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);

2. ბ. ივანიშვილი (კოალიცია „ქართული ოცნება“);

3. გ. თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა);

4. შ. ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია);

5. ჯ. ბაღათურია (ქართული დასი);

6. ბ.ქარდავა [გ. ჩახვაძე] (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია);

7. დ. გამყრელიძე (ახალი მემერჯვენეები) და

8. კ. კუკავა (თავისუფალი საქართველო).

ამ, ე.წ. „რვიანის“ სახით გამოკვეთილი პ/გ-დან ორი - „ედპ“ და „ახალი მემერჯვენეები“, თავისი პოლიტიკური სახისა გამო, ერთგვარად - გარიყულის როლში ფიქსირდებოდნენ.

განსახილველ კუთხესთან მისადაგებული, ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი ბიბლიური მინიშნება ასე იკითხება

- „... აღზევდება სამეფოში რვა მეფე [იხ. ზემოთქმული], რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები (2011-2012) წარმავალი. ორი მათგანი დაიღუპება“ {3 ეზრა 12,20-21].

პირობითი გადარჩევის პროცეესს, დარჩენილ „ექვსეულში“ შემავალი ორი პ/გ და მათი ლიდერი - ჯ. ბაღათურია და კ. კუკავა „ემსხვერპლა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად 2012 წლის 1 ოქტომბრის გამოცხადების შემდეგ(1/08 – 2012 წ,), ცესკომ, მხოლოდ ოთხ პ/გ მიანიჭა უფასო საეთერო რეკლამის გამოყენების უფლება.

აი, რას ვკითხულობთ ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაში - „კვალიფიციურისაარჩევნო  სუბიექტების  ჩამონათვალიუფასო საეთერო სარეკლამო დროსთან  მიმართებაში -საქართველოსპარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრისარჩევნებისთვის, „საქართველოსსაარჩევნოკოდექსისაქართველოსორგანულიკანონის 51-მუხლისმიზნებისათვისკვალიფიციურსაარჩევნოსუბიექტთაჩამონათვალი:

1.შალვანათელაშვილი - საქართველოსლეიბორისტულიპარტია;

2.„ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა - მეტისარგებელიხალხს;

3.გიორგითარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიულიგაერთიანება;

4.ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება.

საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ძალთა ამდაგვარი გადანაწილების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 16 პოლიტიკური სუბიექტიდან, მხოლოდ ამ ოთხმა პ/გ შესძლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 1%-ზე მეტი ხმების მოპოვება. კერძოდ:

1. .„ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება: 1 181 862 ხმა, 54,97%;

2. .„ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა - მეტისარგებელიხალხს: 867 432 ხმა, 40,34%;

3.გიორგითარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიულიგაერთიანება: 43 805, 2,04%;

4. შალვანათელაშვილი - საქართველოსლეიბორისტულიპარტია: 26 621 ხმა, 1,24%.

ამათგან, დაწესებული 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა, მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა. საბოლოოდ, 2012 წლის 19 ოქტომბერს ცესკოს მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმით, 150 საპარლამენტო მანდატი ასე გადანაწილდა:

1. .„ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება – 85 მანდატი,

2. .„ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა - მეტისარგებელიხალხს – 65 მანდატი.

ზემოთქმულის მსგავსად, განსახილველ კუთხესთან მისადაგებული ბიბლიური მინიშნება, ასეთ ორიენტირს განგვისაზღვრავს:

„შუა ხანის  (2012 წ. აგვისტო) მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21].

მაშასადამე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენების ანალიზი, შესაძლებლობას იძლევა ბიბლიაში წინასწარნაუწყები დროითი ეტაპების ზოგადი კონტურები გამოვსახოთ:

- 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ოთხი პოლიტიკური სუბიექტის [„მეფის“] გამოკვეთით, ბიბლიური „შუა ხანის“ მოახლოებაზე მიგვენიშნა;

- ხსენებული „ოთხი მეფის“ [საარჩევნო სუბიექტის] ასეთ გამორჩეულ რეჟიმში მოღვაწეობა: 2012 წლის სექტემბრიდან ათვლით 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების დღემდე გაგრძელდა.

 

აღნიშნულთან მიმართებაში, ხსენებული ბიბლიური მინიშნება  [3 ეზრა 12,21] ასე შეიძლება განიმარტოს:

1. კოდირებული - „იმ დრომდე“, უნდა გამოკვეთდეს 2012 წლის 1 ოქტომბერს;

2. მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი უფალ იესუ ქრისტეს რანგში გაცხადების მომლოდინეთ, გვიკონკრეტდება, რომ ეს - „იმ დრომდე“, ანუ 2012 წლის 1 ოქტომბერი, არის დროითი მიჯნის ის ზედა ზღვარი - „როცა დაიწყებს მოახლოებას მისი [უფალ იესუ ქრისტეს გამოჩენის] ჟამი, რათა [ბოლო ჟამად სახელდებული დრო] დასრულდეს“;

3. 2012 წლის 19 ოქტომბერს ცესკოს მიერ მიღებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმისა და 2012 წლის 21 ოქტომბერს გამართული 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შედეგად, ორი საარჩევნო სუბიექტის [1. .„ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება და 2. .„ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა - მეტისარგებელიხალხს] მიერ მოპოვებული საპარლამენტო უფლებამოსილების მიღების დადასტურებით, ე.წ. „დასასრულის“ დასაწყისი დაგვიფიქსირდა.

მეორეს მხრივ, 2012 წლის 25 ოქტომბერს ახლადარჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებით, აღმასრულებელ სახელისუფლო შტოში, ერთმანეთთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ორი პირი გამოიკვეთა:

1. საქართველოს პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი და

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბ. ივანიშვილი.

ამდენად, ერთის მხრივ 2012 წლის 19-21 ოქტომბერს, და მეორეს მხრივ 2012 წლის 25 ოქტომბერს მომხდარით, ჩვენს თვალწინ ის დროითი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ბიბლია ასე გამოკვეთს

- „ორნი კი [აქ - მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი, თავისი „გუნდებით“] დასასრულამდე დარჩებიან“.

 

„თავი გაუჩინარდას“ ასრულების საკითხისათვის

საუბარი, ბიბლიური მინიშნებით გვინდა განვაგრძოთ

- „ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი და სამთავიანი (1)... ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა (7): ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავ-თავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ (8). ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისათვის იყოს შემონახული“ [3 ეზრა 11,1; 7-9].  

ამჟამად ჩვენთვის საინტერესო „სამი თავის“ ისტორია, როგორც ვიცით, 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ იღებს სათავეს. მათ თაობაზე, ბიბლიაში არსებული ზოგადი მონათხრობი ასეთია:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე)...“ [3 ეზრა 12,22-23].

2005 წ. 3 თებერვალს, ამ „სამეულს“ - ზ. ჟვანია გამოაკლდა. ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „...აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33]; აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“ [3 ეზრა 12,26].

„დუეტში“ დარჩენილთა თაობაზე ასე გვეუწყება

- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

მიზეზთა გამო, ნ. ბურჯანაძემ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, და შესაბამისად, 2008 წლის 6 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე, მის მაგივრად საქართველოს ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ დ. ბაქრაძე აირჩიეს. წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს

- „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

აღნიშნული დროიდან მოყოლებული 3,5 წლის [იხ. დან. 7,25] შემდეგ, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნებისა, და - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენას, 2012 წლის 2 აგვისტოდან ათვლით, ჩვენს მიერ უკვე განხილული, „ლომისეული“ ეტაპის დაწყება მოჰყვა [იხ. გაზ. № 39 (832), 15.09.2012 წ.].

2012 წლის 2 აგვისტოდან, ანუ „ლომის ზოდიაქოში“ დაწყებული ე.წ. „უსამართლობაში მხილების“ ეტაპის მიმდინარეობასთან მიმართებაში, ბიბლია, ხსენებული „სამი თავიდან“ - ეულად დარჩენილი „თავის“ [მ. სააკაშვილის] შემდგომი ბედის თაობაზე ასე გვაუწყებს

- „როცა (2012 წ. 2 აგვისტოდან ათვლით) ლომი არწივს ამ (მხილებისეულ) სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: აჰა, თავი (აქ - მ. სააკაშვილი), რომელიც (აქ - ეულად) დარჩენილიყო, გაუჩინარდა... [3 ეზრა 12,1-2].

როგორც ითქვა, ბიბლიური „სამი თავიდან“ [3 ეზრა 12,22] დუეტში დარჩენილთაგან ერთ-ერთი, კერძოდ - ნ. ბურჯანაძე, მ. სააკაშვილმა, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით ჩამოიცილა გზიდან; ხოლო

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, თავად მ. სააკაშვილი გახდა იძულებული ეღიარებინა არჩევნებში მისი პოლიტიკური გუნდის მარცხი და ძალაუფლების „მშვიდობიანად გადაცემას“ დათანხმებოდა.

ამდენად, ნ. ბურჯანაძეცა და მ. სააკაშვილიც - ერთი და იმავე მიზეზით, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით „დამარცხდნენ“. აი, როგორ იუწყება აღნიშნულზე ბიბლია

- „იმ დანარჩენ ორს კი (მ. სააკაშვილსა და ნ. ბურჯანაძეს) მახვილი (აქ - მხილება) შეჭამს (დაამარცხებს). ერთის (მ. სააკაშვილის) მახვილი მეორეს (ნ. ბურჯანაძეს) შეჭამს (აქ - 2008 წ. 21 მაისი - 6 ივნისის შედეგი), თუმცა ისიც (აქ - მ. სააკაშვილი) მახვილით (ანუ მხილებით) დაეცემა (დამარცხდება) უკანასკნელ ხანებში-ო [3 ეზრა 12,27-28].

მაშასადამე, ბიბლიური „სამი თავიდან“, 2008 წლიდან ათვლით ეულად დარჩენილი „თავის“ - მ. სააკაშვილის ბედის თაობაზე, ბიბლია ორ მინიშნებას იძლევა:

1. „როცა ლომი [2012 წ. 2 აგვისტოდან ათვლით] არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა [კოდია], ვიხილე: აჰა, თავი  [მ. სააკაშვილი], რომელიც [2008 წლიდან ეულად] დარჩენილიყო, გაუჩინარდა [აქ - არჩევნებში დამარცხდა]“ (3 ეზრა 12,1-2); და

2. „... ისიც [აქ - მ. სააკაშვილი] მახვილით [მხილებით] დაეცემა [დამარცხდება] უკანასკნელ ხანებში“-ო (3 ეზრა 12,26).

ამდენად, 2012 წ. 1-25 ოქტომბრის დროით მონაკვეთში განვითარებული მოვლენების - ბიბლიურ წყაროსთან შეჯერება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის - „უკანასკნელმა ხანმა“.

ჩვენ შემდგომ თხრობას, თუ ღმერთი ინებებს, 8 ნოემბერს  სწორედ ამ მონაკვეთზე საუბრით გვინდა განვაგრძოთ.