Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეცამეტე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეცამეტე ნაწილი

[9 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონიდაფარულნიშემოქმედისანი

ჟამთაუკანასკნელთასაცნაურიქმნეს

(სულხან-საბაორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის

დროითი საკითხისათვის

[პირველი ნაკვეთი]

 

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მყოფი - „ნაციონალური მოძრაობა“, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა ღიად დაეფიქსირებინა თავისი მარცხი და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მზაობა.

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ცხრაწლიანი მმართველობითი სტილისათვის, ერთგვარად „შეუფერებელი“ საქციელი, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, შეფასდა, როგორც - საქართველოში დამკვიდრებული დემოკრატიული გარემოს დამადასტურებელი ფაქტი.

არჩევნების დამთავრებისა და წინასწარი [სავარაუდო] შედეგების დაფიქსირებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში, მ. სააკაშვილმა „მშვიდი“ სახით აღიარა საკუთარი გუნდის მარცხი, და, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტმა, გამარჯვებული ძალისადმი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პირობა დადო.

ამ დღიდან  მოყოლებული „პოზიციიდან“ ოპოზიციაში გადასული მ. სააკაშვილი და მისი გუნდი, ყოველ ხელსაყრელ მომენტში ხაზს უსვამს, მათი მხრიდან - კონსტიტუციურ მოთხოვნათა უპირობოდ დაცვის მზაობას.

არადა, სახეზე გვაქვს აშკარად გამოხატული ორხელისუფლებიანობა - მთავრობას აკომპლექტებს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, თუმცა, მათდამი ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს, კონსტიტუციის მიხედვით, სრული ბერკეტები აქვს - „კანონის“ ფარგლებში, მისთვის სასარგებლოდ შეცვალოს პოლიტიკური მდგომარეობა.

ქვემოთ გადმოცემული თხრობა, ძირითადად მომქმედ კონსტიტუციაზე დაყრდნობით გვინდა ავაგოთ, რათა გავერკვეთ იმ მოსალოდნელი სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედების ნიუანსებში, რასაც მ. სააკაშვილი და მისი გუნდი აპირებს.

მოდით, საუბარი - მთავრობის ფორმირების წესის განხილვით განვაგრძოთ.

 

მთავრობის ფორმირებისათვის გამოყოფილი ვადები

საქართველოში დღეს მომქმედი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს - „...მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე“ [მუხლი 78,1].

მთავრობის ფორმირებაში მთავარი როლი აქვს პრეზიდენტს. იგი - „...ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრის – მინისტრის დანიშვნაზე“ [მუხლი 73,1-ბ]; და კიდევ

- „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე“ [მუხლი 80,1].

პარლამენტს - უფლება აქვს მოუსმინოს ახლადჩამოყალიბებულ სამთავრობო გუნდს და დაამტკიცოს, ან არ დაამტკიცოს იგი.


მოდით ვნახოთ, კონსტიტუციის მიხედვით,

რა მაქსიმალური ვადებია გამოყოფილი მთავრობის

საბოლოო ფორმირებისათვის

- „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მთავრობის წევრების კანდიდატურებს. ამ პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად“ [მუხლი 80,2].

ამდენად, ახალი მთავრობის ფორმირებისა და მისი პარლამენტში წარდგენისათვის პრეზიდენტს მაქსიმუმ - ოცდღიანი ვადის გამოყენების უფლება აქვს.

ამის შემდგომად - „პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობისგამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში...“ [მუხლი 80,3].

მაშასადამე, მთლიანობაში,ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირებას შეიძლება დასჭირდეს მაქსიმუმ - 30 დღე [7 + 10 + 3 + 7 + 3].

 

ბუნებრივია, რომ შესაბამისი გარემოებებისა გამო [პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ნება], მთავრობის საბოლოო ფორმირება შეიძლება უფრო მოკლე ვადაშიც განხოეციელდეს. ასე მაგალითად:

პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შეიძლება ერთ დღეში შეარჩიოს;

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან - ერთ დღეში შეათანხმოს;

პრეზიდენტმა ახალი სამთავრობო გუნდი პარლამენტს - ერთ დღეში წარუდგინოს;

მიზეზთა გამო, პარლამენტმა ახალი სამთავრობო გუნდისადმი საკუთარი [დადებითი] დამოკიდებულება: 1-7 დღის ვადაში შეიძლება გამოხატოს;

მთავრობის წევრები, პარლამენტის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებიდან - ერთ დღეში შეიძლება დაინიშნონ.

ასეთ შემთხვევაში, ახალი სამთავრობო გუნდის საბოლოო ფორმირების საკითხი შეიძლება:

1 + 1 + 1 + [1-7] + 1 = 5 – 11  დღეში გაირკვეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომქმედი საკონსტიტუციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი

- მინიმუმ: 5-11, ხოლო

-  მაქსიმუმ: 27 [30] დღეში შეიძლება გაირკვეს.

 

პოლიტიკური კრიზისის შესაძლო გამოწვევის მიზეზი

საქართველოში მომქმედი კონსტიტუციის თანახმად - „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

ბ) პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; 

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში“ [მუხლი 511, ა-დ].

მეორეს მხრივ, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა შეიძლება ორი ძირითადი მიზეზით მოხდეს:

1. „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5]; 

2. „1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. 511 მუხლის „ა“ _ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს ამ გარემოებების ამოწურვიდან 15 დღეში...

4. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტებზე. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 81,1; 4].

 

ამდენად, პრეზიდენტის მიერ, პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს:

1. ახალი მთავრობის, ან

2. „სახელმწიფო  ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ დაუმტკიცებლობის საბაბით.

 

სამთავრობო გუნდის მიმართ პრეზიდენტისა და პარლამენტის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, კონსტიტუცია მათ ასეთ უფლებებს განუსაზღვრავს:

საქართველოს პრეზიდენტი - „...უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები“ [მუხლი 73,1-გ].

საქართველოს - „პარლამენტი უფლებამოსილია დადგენილებით აღძრას მთავრობისთვის უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდგომი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია“ [მუხლი 81,2].

ამდენად, ახალი სამთავრობო გუნდის ბედის გადაწყვეტა ცალსახადაა დამოკიდებული: ერთის მხრივ - საქართველოს პრეზიდენტისა და მეორეს მხრივ - პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის, ანუ მინიმუმ 90 დეპუტატის ნებაზე.

 

როგორც ითქვა, ბიბლიური მინიშნების თანახმად, 2012 წ. 25 ოქტომბრის შემდგომად დაწყებული მდგომარეობა - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ სამეფოს არსისმიერი მხარითაა დახასიათებული, რასაც დღევანდელი ტერმინოლოგიით - „პოლიტიკური კრიზისი“ ჰქვია.

 

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით ვნახოთ, თუ რომელ ვადებშია მოსალოდნელი ხელოვნურად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის დადგომა.

აღნიშნულის თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს 10 ნოემბერს ვისაუბროთ.