Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეთოთხმეტე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეთოთხმეტე ნაწილი

[10 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონიდაფარულნიშემოქმედისანი

ჟამთაუკანასკნელთასაცნაურიქმნეს

(სულხან-საბაორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის

დროითი საკითხისათვის

[მეორე ნაკვეთი]

 

 პრეზიდენტის „კეთილი ნება“,

თუ შექმნილი რეალობით გამოწვეული იძულება

დღეს მომქმედი კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობის ფორმირების ერთპიროვნული ინიციატორი - პრეზიდენტია.

მოდით შევეცადოთ გავერკვეთ იმ ქვედინებებში, რამაც მ. სააკაშვილი აიძულა - უარი ეთქვა მისთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების გამოყენებაზე.

კონსტიტუციით, ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, ანუ მისადმი - „...პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა..“ [მუხლი 80,3], რაც მინიმუმ - 76 დეპუტატის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის თანახმად, უფლება აქვს მისთვის სასურველი სამთავრობო გუნდი წარუდგინოს პარლამენტს. ბუნებრივია, რომ მხარდაჭერისათვის საჭირო რაოდენობის სადეპუტატო მანდატის არქონის გამო, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მ. სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულად შედგენილ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

ასეთ შემთხვევაში, როგორც ითქვა, კონსტიტუცია შემდეგ პროცედურას ითვალისწინებს

- „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5].

პარლამენტისთვის სამთავრობო გუნდის სამჯერადი წარდგენის პროცედურა, მომქმედი საკონსტიტუციო ვადების თანახმად:

მინიმუმ - 3-ჯერ [5-11], ანუ: 15-33; ხოლო

მაქსიმუმ - 3-ჯერ 27, ანუ: 81 დღიან მონაკვეთს მოიცავს.

კონსტიტუციის თანახმად კი, როგორც ვიცით - „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში“ [მუხლი 511, ა; დ].

ამდენად, მ. სააკაშვილი, ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიან გადაბარების პროცედურას, არა საკუთარი კეთილი ნების გამო თანხმდება [დათანხმდა], არამედ ამის გაკეთებას მას საკონსტიტუციო ნორმა აიძულებს.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ახალი პარლამენტის არჩევის დროს - 2012 წ. 1 ოქტომბერს, და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს - 2013 წ. ოქტომბერს, მაშინ გამოდის, რომ - მ. სააკაშვილს, მისთვის არასასურველი შემადგენლობის პარლამენტის დათხოვნა შეუძლია მხოლოდ:

2012 წ. 1 ოქტომბრიდან 6 თვის შემდეგ, და

2013 წ. ოქტომბრიდან  6 თვით ადრე,

ანუ მხოლოდ - 2013 წლის აპრილის თვეში.

მ. სააკაშვილი სწორედ ამის გამო გახდა იძულებული დათანხმებოდა მისთვის არასასურველი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბებას, ანუ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.


პროცესების სავარაუდო განვითარების

მონახაზი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს მომქმედი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი - დემოკრატი მმართველის ნიღბით აღიჭურვა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის გეგმას - „დიდსულოვნად“ დათანხმდა.

საკონსტიტუციო ვადების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი სამთავრობო გუნდი, 2013 წლის იანვრამდე, პარლამენტის დიდი მხარდაჭერის პირობებში, უპრობლემოდ მოახერხებს წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის დათხოვნას - ბიუჯეტის პროექტის არ მიღების საბაბით, ვერ შეძლებს.

მისთვის სასურველი პოლიტიკური მდგომარეობის შექმნის მიზნით, მ. სააკაშვილსა და მის გუნდს შემდეგი გზა რჩებათ:

1. ხელი შეუწყონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ახალი სამთავრობო გუნდის ფორმირება [რაც უკვე განახორციელეს კიდეც];

2. მაქსიმალურად გამოავლინონ მთავრობის სავარაუდო შეცდომები, და საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით მოახერხონ მთავრობისთვის სახელის გატეხვა [გაიხსენეთ ახლად არჩეული პარლამენტის პირველსავე სხდომიდან მოყოლებული დღემდე „ნაცების“ მხრიდან წამოსული ბრალდებები];

3. პარლამენტის დათხოვნისათვის ხელსაყრელი - 2013 წლის აპრილის თვემდე მაქსიმუმ - 81 დღით ადრე, საბოლოოდ შეამზადონ ნიადაგი, მათთვის არასასურველი მთავრობის გადაყენებისათვის.

პარლამენტის დათხოვნა შეიძლება მოხდეს 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის ამოწურვის, ანუ - 2013 წ. 1 აპრილის შემდეგ, ვიდრე - 30 აპრილამდელი დროის ნებისმიერ დღეს.

პარლამენტის დათხოვნის წინაპირობათა შექმნისათვის საჭირო, ზემოთ გამოთვლილი 81 დღიანი მიჯნის - აპრილის თვის 1-30 რიცხვებიდან უკუათვლით, ვიღებთ:

 2013 წ, 9 იანვრიდან - 8 თებერვლამდე დროის მონაკვეთს.

 

შესაბამისად, თუკი მ. სააკაშვილი და მისი გუნდი მათ ხელთ დაგროვილ „მამხილებელ“ მასალას საკმარისად ჩათვლის, მაშინ - საქართველოში, მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას [დადგომას], როგორც მინიმუმ - 2013 წლის იანვარ-თებერვლის თვის გასაყარზე შეიძლება [უნდა] ველოდოთ.

ასეთ შემთხვევაში მ. სააკაშვილი, მისთვის იმ მომენტისათვის სასურველი ნებისმიერი მიზეზით, საკუთარი ინიციატივით გადააყენებს მთავრობას [მუხლი 73,1-ბ], და იმოქმედებს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით.


იმ შემთხვევაში, თუკი ბ. ივანიშვილი და მისი გუნდი „არასაკმარის“ შეცდომებს დაუშვებს, მაშინ, დროის მოგების მიზნით, მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივად ამუშავდება მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო მინიმალური საკონსტიტუციო ვადები, კერძოდ:

მ. სააკაშვილი უმოკლეს დროში [მაგ. 1 დღეში] შეარჩევს პრემიერ-მინისტრის მისთვის სასურველ კანდიდატურას;

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან უმოკლეს დროში [მაგ. 1 დღეში] შეათახმებს სამთავრობო გუნდს;

პრეზიდენტი უმოკლეს დროში [მაგ. 1 დღეში] წარუდგენს პარლამენტს მთავრობის ახალ გუნდს;

დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, პარლამენტი სავარაუდო: 1-7 დღიან ვადას გამოიყენებს, და ბუნებრივია რომ არ დაამტკიცებს მისთვის არასასურველ მთავრობას.

ყოველივე ამას, სავარაუდოდ: 4-10 დღე დასჭირდება.

ახალი მთავრობის წარდგენის პირველი პროცედურის დამთავრების შემდეგ, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, ასე განმეორდება კიდევ მინიმუმ ორჯერ, და საბოლოოდ, სავარაუდო: 12-30 დღიანი დაპირისპირების „დამთავრებიდან“, მ. სააკაშვილი - იხელმძღვანელებს კონსტიტუციური მოთხოვნების სრული დაცვით, კერძოდ:

– „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5].

ამდენად, აქ მოცემული 5 + 5 = 10 დღიანი მონაკვეთის გათვალისწინებით [რაც შეიძლება: 1 + 1 = 2 დღემდეც დავიდეს], მ. სააკაშვილს, მისთვის არასასურველი მთავრობის სავარაუდო გადაყენებიდან:

მინიმუმ - 14, და

მაქსიმუმ - 40 დღის შემდეგ,

კონსტიტუციური მოთხოვნების სრული დაცვით შეეძლება - დაითხოვოს პარლამენტი.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წ. 1-30 აპრილიდან უკუათვლით, პარლამენტის დათხოვნის წინაპირობათა შემზადებისათვის საჭირო მინიმალური -14, და მაქსიმალური - 40 დღიანი მიჯნების გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მხრიდან ბ. ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო გუნდის დათხოვნას შეიძლება ველოდოთ:

- მინიმალური 14 დღიანი დროის გათვალისწინებით:

2013 წ. 17 მარტიდან - 16 აპრილამდე; ხოლო

- მაქსიმალური 40 დღიანი დროის გათვალისწინებით:

2013 წ. 9 თებერვლიდან - 21 მარტამდე.

 

მაშასადამე, თუ შევაჯერებთ აღნიშნულს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მ. სააკაშვილი, მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების გამოკვეთის შემდეგ, ბ. ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ სამთავრობო გუნდის დათხოვნისა და ახალი - დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ნაბიჯებს

- 1. ან: 2013 წ. 9 იანვრიდან - 8 თებერვლამდე,

- 2. ანდა: 2013 წ. 9 თებერვლიდან 16 აპრილამდელ დროით მონაკვეთში გადადგავს.

დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისა და პარლამენტის დათხოვნის შემდეგ, მ. სააკაშვილი, დაეყრდნობა რა კონსტიტუციის 50-ე მუხლის 21 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, 2013 წლის ოქტომბერში ერთდროულად დანიშნავს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.

 არჩევნებამდე დარჩენილი დროის მანძილზე [მაქსიმუმ იანვრიდან და მინიმუმ აპრილის თვიდან ათვლით], „ნაცებს“ ეყოლებათ:

 

1. პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი;

 

2. მათთვის სასურველი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;

 

3. მათთვის სასურველი დროებითი მთავრობა;

 

4. დათხოვნილი საკანონმდებლო ორგანო;

 

5. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით, პრეზიდენტს უფლება აქვს [ექნება]:

 

- „რ) პარლამენტის დათხოვნიდან ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლებამოსილია საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე გამოსცეს კანონის ძალის მქონე აქტი – დეკრეტი, რომელიც ძალას კარგავს, თუ ახლადარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას“ [მუხლი 73,1-რ];

ამ დროის მანძილზე „ნაცები“ ყველაფერს გააკეთებენ 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად.


წერილის ამ მონაკვეთის დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ ორი მიმართვა:

 

პირველი მიმართვა

[29 ოქტომბერი]

 საქართველოს  პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილს!

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით - ჯერ კიდევ არის დრო!

 

ბატონო მიხეილ!

ბატონო ბიძინა!

გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, უფლებამოსილნი ვართ გაუწყოთ, რომ დღეს ჩვენ ყველანი - ბოლო ჟამში ვცხოვრობთ, რომელი დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აბსოლუტური უმრავლესობა - საქართველოში მომხდარი პროცესების აცხადებით სრულდება.

თავად ბოლო ჟამი მთავრდება - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მობრძანებით. ამ დიადი წამის დადგომამდე ყველანი ჩვენ-ჩვენ მისიას ვასრულებთ, სწორედ ამიტომ, ვალდებულნი ვართ განგიცხადოთ, რომ - თქვენ, ორივე,  ბიბლიური პერსონაჟები ბრძანდებით:

 

ბატონო მიხეილ!

- თქვენ ხართ ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის [იგივე ჰეროდე ანტიპას] არსის მატარებელი;


ბატონო ბიძინა!

- თქვენ ხართ იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი.

 

2012 წ. 1-25 ოქტომბრის შემდგომად დაწყებული თქვენი ერთობლივი გზასავალი, თავადაა უდიდესი ნიშანი - ბოლო ჟამის დროთა მდინარების მოახლოებული დასასრულისა, რამეთუ ბიბლია გვაუწყებს - "... ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან”-ო [3 ეზრა 12,21].

დანართი: წერილი - „გაფრთხილდით - ჯერ კიდევ არის დრო”

[მკითხველებმა იხ. მე-11 და მე-12 ნაწილი]

 

მეორე მიმართვა

[5 ნოემბერი]

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!

[მეორე ნაწილი]

ბატონო ბიძინა!

2012 წ. 29 ოქტომბრის მომართვის შემდგომად, გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, წარმოგიდგენთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებულ პოლიტიკურ ანალიზს - საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით მოსალოდნელი ქმედებების თაობაზე.

დანართი:

წერილი - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის”

[მკითხველებმა იხ. მე-13 და მე-14 ნაწილი]

 

ყოველივე აღნიშნულის ფონზე, მოდით ვნახოთ დღევანდელ საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით - არის თუ არა შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი.

აღნიშნულის თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს 12 ნოემბერს ვისაუბროთ.