Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეთხუთმეტე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეთხუთმეტე ნაწილი

[12 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონიდაფარულნიშემოქმედისანი

ჟამთაუკანასკნელთასაცნაურიქმნეს

(სულხან-საბაორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის

დროითი საკითხისათვის

[მესამე ნაკვეთი]

 

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის

 

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში დამკვიდრებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მოგვიანებით [2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წლის 11 მარტს] განხორციელებული - [ანტიკონსტიტუციური] საკონსტიტუციო ცვლილებებით, საკონსტიტუციო ნორმათა ურთიერთწინააღმდეგობის რეალური საფუძველი შექმნა. კერძოდ:

- ერთის მხრივ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია, მკაცრად განსაზღვრავს, რომ: "..საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“  [მუხლი 70,1];

- მეორეს მხრივ, 2006 წ. 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ

- „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის  ოქტომბერში...“   [მუხლი 70,9].

კონსტიტუციური ჩანაწერი მართალია არეგულირებს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას

- „...პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“  [მუხლი 76,3],

მაგრამ, ვერ პასუხობს კითხვას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას საკითხი, თუკი ამ გზით არჩეული პრეზიდენტისთვის, თანამდებობაზე 5 წლიანი ყოფნის ვადა [მუხლი 70,1], კონსტიტუციაში დაფიქსირებულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისათვის დადგენილ [მუხლი 70,9] - ოქტომბრის თვემდე ამოიწურება.

აღწერილი საგანგებო მდგომარეობის გამო, შესაძლებელი ხდება, რომ პრეზიდენტს, 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კიდევ: 1-დან 9 თვემდე ეკავოს თანამდებობა, რაც მისი მხრიდან, შემდეგი კონსტიტუციური ნორმის დარღვევას გამოიწვევს  

- „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“  [მუხლი 5,3].

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ამჟამად საქმე.

2004 წლის 4 იანვრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, მიზეზთა გამო, 2007 წლის ნოემბრის თვეში, იძულებული შეიქმნა დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო.

კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები - 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა; ხოლო 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მ. სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება - 2008 წლის 20 იანვრიდან შევიდა ძალაში.

კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის თანახმად, მ. სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, 2013 წ. 5-20 იანვარს ეწურება; ხოლო

თუ გავითვალისწინებთ - კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნებს

[პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება 

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“],

მაშინ გამოდის რომ მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დრო კიდევ 9 თვით უხანგრძლივდება.

ასეთ შემთხვევაში, უკვე ადგილი ექნება კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის დარღვევას, რაც, თავის მხრივ, კონსტიტუციის მუხლი 75,2-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით, პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი ხდება.

 

არსებობს თუ არა კონსტიტუციური გამოსავალი ?!

 მოდით ვნახოთ, არსებობს თუ არა კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი.

თავიდანვე მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ყოველი ვადაგადაცილებული დღე - ანტიკონსტიტუციურია, ანუ - დაუშვებელია.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრის პირველივე დღიდან, იქმნება სიტუაცია, რომლის ძალითაც მ. სააკაშვილს აღარ ექნება - კანონიერად, თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შემდეგი მოთხოვნაა გათვალისწინებული:

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან 

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში 

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე..“  [მუხლი 76,1].

მოდით, აქ დაფიქსირებული ორივე შემთხვევა განვიხილოთ:

- აშკარაა, რომ 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წ. 5-20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება

- „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 5-20 იანვრის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის  მდგომარეობა.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1] სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ - 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება; რაც პარლამენტს, მ. სააკაშვილის

- „...იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება“-ს  [მუხლი 63,1]  აძლევს.

მაშ სადაა გამოსავალი?

 

საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები გადაწყვეტილება

 კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლებით გათვალისწინებული - იმპიჩმენტის წესით სარგებლობის უფლების არ [ვერ] გამოყენების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, უნდა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება - „მ. სააკაშვილისთვის  2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

 

პროექტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება; და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან -  „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების  განხორციელების  შეუძლებლობის...“  შემთხვევასთან,  ვადგენთ:


1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“  შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს;

4. მიღებული გადაწყვეტილება ამოქმედდეს - 2013 წ. 20 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დ. უსუფაშვილი,

2012 წ. ნოემბერი

 

 

„კანონი“, „ორგანული კანონი“ თუ

"კონსტიტუციური შეთანხმება"

 კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს - „კანინის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე.

 კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება,  თუ  მას  მხარს  დაუჭერს  არლამენტის  სიითი შემადგენლობის  ნახევარზე  მეტი...“  [მუხლი 66,1-2].

შესაბამისად, პარლამენტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება - „პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი“-თ, რაც - 90 სადეპუტატო ხმის ტოლია.

 

როდის უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება

კონსტიტუციის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის, შემდეგი მოთხოვნებია გათვალისწინებული:

- „1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

2. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.

3. თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონპროექტისათვის დადგენილია კონსტიტუციის 66-ე მუხლით. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

4. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონი ან ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმა მეხუთედმა. კონსტიტუციის შესწორება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა.

5. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი,  მას  ხელს  აწერს  და  აქვეყნებს პარლამენტის  თავმჯდომარე“  [მუხლი 68,1-5].


როგორც ითქვა, კონსტიტუციურ მოთხოვნათა მკაცრად დაცვის მიზნით, მიღებული გადაწყვეტილება - 2013 წლის 20 იანვარს უნდა შევიდეს ძალაში. აქედან გამომდინარე, მოდით განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება.

კონსტიტუციის მუხლი 61,1-ის თანახმად

- „საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს...“,

რაც, ჩვენს სინამდვილეში - 2012 წ. 21 დეკემბერზე მოდის.

მაშასადამე, საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა - 2012 წ. 21 დეკემბერია. თუმცა, აქ არის ერთი წინააღმდეგობა.

როგორ ითქვა, კონსტიტუციის მოთხოვნა, მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ასეთია: „1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. 2. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს“ [მუხლი 68,1-2].

თუ დავუშვებთ, რომ მ. სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღებ ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ხელს არ მოაწერს, მაშინ პარლამენტს მისი განხილვა, მორიგ - საგაზაფხულო სესიაზე მოუწევს, რომელიც - „...იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს...“ [მუხლი 61,1].

მისაღები გადაწყვეტილების 2013 წ. 20 იანვარს ძალაში შესვლის მიზნით, პარლამენტის - რიგგარეშე სესიის მოწვევა გახდება აუცილებელი, რომლის მოწვევის უფლება, ასეა განსაზღვრული - „საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, დეპუტატთა არანაკლებ მეოთხედის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში იწვევს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეუდგეს მუშაობას“ [მუხლი 61,2].

შესაძლო პოლიტიკური კრიზისის დაძლევისათვის საჭიროა, რომ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დროულად შესვლისათვის საჭირო ყველა პროცედურა, მაქსიმუმ - 2012 წ. 21 დეკემბრამდე დასრულდეს.

აქედან გამომდინარე, ზედა ზღვარიდან ქვევით მომდინარე, შემდეგი დროითი მიჯნები იკვეთება:

1. კონსტიტუციური მოთხოვნით - „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], ანუ ეს უნდა მოხდეს - 2012 წ. 21 დეკემბრამდე;

2. კონსტიტუციური მოთხოვნით - „თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონპროექტისათვის დადგენილია კონსტიტუციის 66-ე მუხლით. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. “ [მუხლი 68,3], ანუ ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ - 2012 წ. 14 დეკემბერს, რისთვისაც საჭირო გახდება 90 სადეპუტატო ხმის მობილიზება;

3. კონსტიტუციური მოთხოვნით - „პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს [მუხლი 68,2], რომელი ვადაც - 2012 წ. 4 დეკემბერზე მოდის;

  4. კონსტიტუციური მოთხოვნით - „პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს“ [მუხლი 68,1], შესაბამისად, ხსენებული 7 დღის საწყისი დრო, მინიმუმ - 2012 წ. 27 ნოემბერია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ ვადებს შორის შესაძლო რამოდენიმედღიან შეფერხებას, საბოლოოდ შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ გადაწყვეტილება - „მ. სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უნდა იქნეს მაქსიმუმ - 2012 წ. 21-23 ნოემბრამდე.

გამოთვლილი თარიღიდან ათვლით, მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დროითი მიჯნები, ასე განისაზღვრება:


- გადაწყვეტილებას კენჭი უნდა ეყაროს 2012 წ. 21-23 ნოემბერს;

- მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 7 დღის ვადაში, ანუ - 2012 წ. 28-30 ნოემბერს;

-  საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სავარაუდოდ, დაწუნებული გადაწყვეტილება, პარლამენტს დაუბრუნდება 10 დღის ვადაში, ანუ 2012 წ. 8-10 დეკემბრამდე;

- საქართველოს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების პირვანდელ რედაქციას, 90 სადეპუტატო ხმით, კენჭი ეყრება - 2012 წ. 14 დეკემბრამდე, და ხელმოსაწერად იმავე დღეს გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს;

- კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე - - „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], ანუ მაქსიმუმ 2012 წ. 21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება, ხოლო ამოქმედდება - 2013 წლის 20 იანვრიდან.


ყოველივე ზემოთქმულის შემთხვევაში, 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] - საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

 

წინამდებარე წერილის დასასრულს გთავაზობთ 2012 წ. 12 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილის სახელზე, სამთავრობო კანცელარიაში ჩაბარებულ მიმართვას:

 

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!

[მესამე ნაწილი]

ბატონო ბიძინა!

2012 წ. 29 ოქტომბრისა [ჩაბ. № 5292] და 5 ნოემბრის [ჩაბ. № 6595] მომართვის შემდგომად, გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, წარმოგიდგენთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებულ პოლიტიკურ ანალიზს - საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავების თაობაზე.

დანართი:

წერილი - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის”, 4 გვ.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ნოემბერი,

[წერილის ჩაბარების №7875]


აღნიშნული წერილების დასკვნით ნაწილს , თუ ღმერთი ინებებს შემოგთავაზებთ 17 ნოემბერს.