Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეთექვსმეტე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეთექვსმეტე ნაწილი

[17 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი

ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს

(სულხან-საბა ორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

„სამსჯავროსეული“ ეტაპის

დროითი საკითხისათვის

ბიბლიური ნიშნების თანახმად ანტიქრისტეს არსობრივი მხარის გამგრძელებელ ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ პიროვნებასთან მიმართებაში გამოკვეთილი 3,5 წლის ათვლა, როგორც არაერთგზის აღინიშნა - 2008 წლის აპრილ-ივნისისა [აქ - ნ. ბურჯანაძის ჩამოცილება] და 2008 წ. აგვისტო-სექტემბრიდან [აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „სხვათა ხელში გადასვლა“] მოყოლებული, ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერსა, და მეორეს მხრივ - 2012 წლის თებერვალ-მარტის გასაყარზე დამთავრდა.

 ბიბლიაში ვკითხულობთ:

- „უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს. განიზრახავს [აქ - ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილი] მათთვის დროთა [ყველაფერი - 2003 წ. -დან იწყებაო] და რჯულის [რელიგიის შესახებ ე.წ. კანონი] შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი [აქ - 3,5 წ.]. შემდეგ [ანუ 2011-2012 წ.წ. ოქტომბერ-მარტისეული მიჯნიდან] დაჯდება სამსჯავრო...“ [დან. 7,25-26].

თავად ამ „სამსჯავროს“ არსის გახსნამდე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დროითი მიჯნის მიმანიშნებელი პროცესი, პირდაპირ კავშირში უნდა იყოს, უკვე განხილულ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის ე.წ. „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლასთან.

როგორც აღინიშნა - „ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენა და მისი „თავისკვეთა“, ერთ-ერთი ბოლო ნიშანია მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებამდე... „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენის ეტაპს თავისი, ე.წ. - ქვედა და ზედა მიჯნები აქვს...“ .

ჩვენმა მკითხველმა უკვე ისიც იცის, რომ ამ „სამოქმედო ასპარეზის“:

- „ქვედა მიჯნა“ იწყება 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, და მთავრდება კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო სუბიექტად [ბლოკად] დარეგისტრირებით - 2012 წლის 16 აგვისტო [განკარგულება № 41/2012] ;

- „ზედა მიჯნის“ დროითი მონაკვეთი კი, საპარლამენტო არჩევნების თარიღის, პარლამენტის პირველი სხდომისა და მათ მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების, ანუ 2012 წ. 1-25 ოქტომბრისეულ ეტაპს მოიცავს.

იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლის უკვე გამოთვლილი თარიღები, ეს, იგივე, ხსენებული - „სამსჯავროსეული“ ეტაპის დასაწყისის გამომკვეთია, რომელიც:

იმავე 2011 წ. 5-7 ოქტომბრიდან ათვლით 2012 წ. 1-25 ოქტომბრისეულ დროს მოიცავს.

 

ბიბლიური ნიშნების შედარებისათვის

ყოველივე  ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ერთგვარად შევაჯამოთ ის, რაც იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლისეულ, თითქმის ერთწლიან დროით მონაკვეთში მოხდა. მათი პირობითი თანამიმდევრობა კი ასეთია:

 

- „შუა ხანის მოახლოებისთანავე [2012 წ. აგვისტო] ოთხი მეფე [საპარლამენტო არჩევნებში უფასო სარეკლამო საეთერო დროით მოსარგებლე ოთხი პ/გ] შემორჩება იმ დრომდე [აქ - 2012 წ. 1-19 ოქტომბერი, ანუ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე], როცა დაიწყებს მოახლოებას მისი [აქ - უფალ იესუ ქრისტეს გამოჩინების] ჟამი, რათა [ბოლო ჟამად სახელდებული დროითი მონაკვეთი] დასრულდეს. ორნი კი [აქ - დაწესებული მინიმალური საარჩევნო ბარიერის გადამლახავი ორი პ/გ] დასასრულამდე დარჩებიან“ (3 ეზრა 12,21).

როგორც ვხედავთ, ჩვენი დღევანდელობის ბიბლიური ახსნის მიხედვით გვეუწყება, რომ:

ა) „შუა ხანი“ მოახლოვდა [უკვე ასრულდა], და ესაა 2012 წ. აგვისტო-ოქტომბრის განვლილი მონაკვეთი;

ბ) „ორის“ გამოკვეთა იურიდიულად 2012 წ. 19-25 ოქტომბერს მომხდარით დაფიქსირდა, შესაბამისად - „დასასრულის დასაწყისი“, სწორედ - 2012 წ. 25 ოქტომბერია;

 

- „იმ დანარჩევ ორს კი [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] მახვილი [მხილება] შეჭამს. ერთის [მ. სააკაშვილის] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძეს] შეჭამს [2008 წ. აპრილ-ივნისი], თუმცა ისიც [მ. სააკაშვილი] მახვილით [მხილება-არჩევნები] დაეცემა უკანასკნელ ხანებში“ (3 ეზრა 12,27-28).

2012 წ. საპარლამენტო შედეგებიდან გამომდინარე, 2012 წ. 1-25 ოქტომბერში მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის დამარცხების გაფორმებით, ვგებულობთ რომ, ბიბლიური მინიშნებით, ამას „უკანასკნელი ხანის“ დადგომა ჰქვია;

 

- „როცა ლომი [2012 წ. 2 აგვისტოდან, ანუ ლომის ზოდიაქოში დაწყებული წინასაარჩევნო 60 დღიანი დროიდან დაწყებული „მხილება“] არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: აჰა, თავი [მ. სააკაშვილი], რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ (3 ეზრა 12,1-2].

ბიბლიური „სამი თავიდან“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე], 2008 წ. აპრილ-ივნისიდან „მარტოდ“ დარჩენილი მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის 2012 წ. 1-25 ოქტომბერში „დამარცხების დაკანონებას“, ბიბლია მის [მათ] „გაუჩინარებას“ არქმევს;

 

- და ბოლოს, დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, ხსენებულ „სამოქმედო ასპარეზზე“ იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის გამოჩენის ტოლფასი „სამსჯავროს“ არსობრივი მხარე „გვიმჟღავნებს“, რომ - „შემდეგ [აქ - 2011-2012 წ.წ. ოქტომბერ - მარტიდან] დაჯდება სამსჯავრო [2012 წ. 1-25 ოქტომბერი] და წაართმევს მას [მ. სააკაშვილს] ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,26).

 

მაშასადამე, თავად „სამსჯავროს“ ეტაპის დაწყებას, თურმე - ორი პირობითი მონაკვეთი აქვს:

ა) „სამსჯავროს“ ე.წ. დასაწყისი [რომელიც პირობითად: 2011 წ. 5-7 ოქტომბრიდან - 2012 წ. 1-25 ოქტომბრამდე „გრძელდება“]. როგორც ვხედავთ ამ დროში მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის იურიდიულად დაფიქსირებულ დამარცხებას, ბიბლია „წაართმევს მას ხელმწიფებას“ არქმევს.

ბ) „სამსჯავროს“ ე.წ. დასაწყისის ზედა მიჯნიდან, ანუ 2012 წ. 25 ოქტომბრიდან [ბ. ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევა და მისი სამთავრობო გუნდის დამტკიცება] დაწყებული პროცესის „საბოლოო შედეგი“ – „...რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“, იმ დიადი წამის მოახლოებაზე იუწყება, რასაც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მოსვლა ჰქვია, როდესაც

- „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო [აქ - სასუფევლისეულ ძეთა სამკვიდრებელი] იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.

აქ არის ამ სიტყვების დასასრული...“ (დან. 7,27-28).

 

„დაჭერა“ და „თავისკვეთა“, ანუ

„ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ დროში მოსახდენი

ბიბლიური ნიშნების თანახმად, ჩვენს თვალწინ, 2012 წ. 1-25 ოქტომბრიდან დაიწყო - „დასასრული“ (3 ეზრა 12,21), იგივე - „უკანასკნელი ხანი“ (3 ეზრა 12,28), რასაც:

ერთის მხრივ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის ე.წ. „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლა; ხოლო

მეორეს მხრივ - „სამსჯავროს“ ეტაპი ჰქვია.

როგორც უკვე აღინიშნა, აქედან მოყოლებით მოსახდენი პროცესები, ბიბლიური შეფასებით, მიმდინარეობს:

დროითი თვალსაზრისით - „ხანმოკლე“, ხოლო

შინაარსის მიხედვით - „შფოთით აღსავსე“ გარემოში,

რამეთუ - „... ხანმოკლე და შფოთით აღსავსე იყო მათი მეფობა“ (3 ეზრა 12,2}.

 

ხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოიკვეთა, რომ მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ (3 ეზრა 12,30), დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის აპრილ [მაქსიმუმ - ოქტომბრამდელ] მონაკვეთს მოიცავს.

 

ჩვენის აზრით, სწორედ ამ დროში უნდა ველოდოთ იმ პროცესების განვითარებას, რასაც ბიბლიური მინიშნებით:

ერთის მხრივ - „ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ...“ (3 ეზრა 12,2), და

მეორეს მხრივ - იოანე ნათლისმცემლის „დაჭერა“ და „თავისკვეთა“ ჰქვია.

 

თუმცა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და თუ ღმერთი ინებებს მას მომავალში შევეხებით.

 

ჩვენი წინამდებარე თხრობა კი

ასეთი მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა [აქ - საქართველო], რომელსაც დაუდგა ჟამი [„ჟ“ = 18], როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება [კოდია], სანამ ის [აქ -მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტე] არ მოვა [გაცხადება], ვის ხელშიც არის სამართალი [კოდია], რომ მას ჩავაბარო [მამამ მთელი სამსჯავრო ძეს მისცა] (ეზეკ. 21,30-32).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!