Print

2013 წ. 4 იანვარი - ბიბლიური მიჯნა, ანუ - "ნეტარია ვინც ელის და მიაღწევს..."

მისტერია ნორმით სრულდება,

ანუ - „ნეტარია,ვინც ელის და მიაღწევს...“

 

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში დასაფიქსირებელ მიჯნებს შორის, გამორჩეული ადგილი უკავია:

 ერთის მხრივ, 1992 წელს განვითარებულ პროცესებს - „ცხებულის“ [დან. 9,26], იგივე - „პირველი მეფის“ [დან. 8,21], ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან იძულებით ჩამოცილებისა და მის მაგივრად „პირქუში და იგავთა მცოდნე მეფის“ [დან. 8,23], იგივე „მეოთხე მხეცის (მეფის)“ [დან. 7,17], ანუ ედ. შევარდნაძის ქვეყნის სათავეში მოსვლას;

და, მეორეს მხრივ, ედ. შევარდნაძის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან „იძულებით“ გადადგომასა და მის მაგივრად მისი „ერთ-ერთი მთავართაგანის“ [დან. 11,5], ანუ მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას განვითარებულ იმ მოვლენებს, რომლებიც - 2003 წლის 23 ნოემბრიდან (ედ. შევარდნაძის გადადგომიდან), ვიდრე - 2004 წლის 4 იანვრის (მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების) დროითი მიჯნიდან იღებენ სათავეს.

ბიბლიურ მინიშნებათა თანახმად „მეოთხე მხეცის (მეფის)“ „ერთ-ერთი მთავართაგანის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროითი მიჯნები, უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს იმას, რასაც ასე ნანატრი - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით აღჭურვილი გაცხადება ჰქვია.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით დანიელის წინასწარმეტყველების შემდეგი მონაკვეთი გავიხსენოთ:

„... ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.

მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა. ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!“-ო [დან. 12,8-12].

აქ მოცემული - „2090“-ისა და „3330“-ის დღეების თაობაზე, სამების პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ, გაზეთის სხვადასხვა ნომრებში დაფიქსირებულის ფონზე, აი, რისი თქმა გვინდა.

„მეოთხე მხეცის (მეფის)“, იგივე „პირქუში და იგავთა მცოდნე მეფის“, ანუ ედ. შევარდნაძის „გადადგომიდან“ – 2003 წლის 23 ნოემბრიდან ათვლით (24, 25 ...), ზემოთქმული - „2090“-ე დღე გახლავთ - 2009 წლის 13 აგვისტო; რომელი თარიღიც - 2008 წლის 7/8-12/13 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად, ბიბლიური - „დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა“-ს [დან. 11,4] ასრულების წლისთავი გახლავთ.

რაც შეეხება საძიებელ „3330“ დღიან მიჯნას, იგი - 2013 წლის 4 იანვრის თარიღითაა შემოფარგლული; რომელიც, მეორეს მხრივ, „მეოთხე მხეცის (მეფის)“ ე.წ. შემცვლელის, იგივე „ერთ-ერთი მისი მთავართაგანის“ [დან 11,5], ანუ მ. სააკაშვილის მიერ 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მე-9 წლისთავთანაა თანხვედრილი.

მაშ, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს: ჩვენს რეალობაში გამოკვეთილი დროითი მიჯნა - „...ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!“, კონკრეტულ თარიღზე - 2013 წლის 4 იანვარზე მიგვანიშნებს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!