Print

უახლოესი დროითი მიჯნების საკითხისათვის

მოლოდინის 16 წელი, ანუ მათთვის ვინც - ელის


„ამიტომ თქვენც მზად იყავით,

ვინაიდან, როცა არ ელით,

სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა“

(ლუკა 12,40)


 მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

გასაანალიზებლად გთავაზობთ რამოდენიმე დროით მინიშნებას, რომელთა თაობაზეც, დაინტერესებულ მკითხველს უკვე აქვს ზოგადი წარმოდგენა...

[სტატიაში მითითებული გაზეთის ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ამავე ელექტრონულ გვერდზე]

მაშ, ასე:

 

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელ „ლაზარეს ინსტიტუტს“ თავისი საქმიანობის ათვლის სამი თარიღი აქვს

- 1) 1996 წ. 15 დეკემბერი,

- 2) 1997 წ. 4-7 იანვარი და

- 1997 წ. 8 თებერვალი.

ამ დროიდან მოყოლებული, ჩვენს მიერ ღიად გაცხადებულმა იმ ე.წ. მოლოდინის ეტაპმა აიღო სათავე, რომელიც - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებით მთავრდება.

როგორც ვიცით, ქართული ანბანის მე-16 ასო-ნიშანი „ო“, ქარაგმით ამბობს - „უფალო“ [სულხან-საბა]. და აი, უკვე აღნიშნული თარიღებიდან ათვლით, ჩვენი წილი „მოლოდინის ეტაპის“ 16 წლიანი მონაკვეთის გასრულების ჟამიც მოგვიახლოვდა, რომელიც, შესაბამისად:

- 2012 წ. 15 დეკემბერს,

- 2013 წლის 4-7 იანვარსა და

- 2013 წ. 8 თებერვალს დასრულდება.

 

იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ს  მიხედვით - 2012 წელი, ერთ-ერთი კუთხით, თავისი ზოგადობაში გააზრებით [1918 წლიდან ათვლით], როგორ ითქვა, „ოთხმეოც და ათოთხმეტი“, ანუ „სასწაულად ესე აქუს“ არსის მატარებელია [იხ. გაზ. №23 (816), გვ. 2-4];

 

„მაიას ტომის კალენდართან“ მიმართებაში, როგორც უკვე ვწერდით, ერთის მხრივ - 2013 წ. 21/23 დეკემბერი, და მეორეს მხრივ -  2013 წ. 16 თებერვალია  გამოკვეთილი  (იხ. გაზ. № 22 (815), გვ. 5);

 

იქვე აღვნიშნავდით, რომ - „...ზოგადად, მაიას ტომისა და, საერთოდ, მეზოამერიკული კოსმოლოგია მთლიანად დაფუძნებულია ციკლურ განვითარებაზე. გარდა გრძელი კალენდრის დიდი ციკლისა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია „დიადი თარიღები" - სამყაროს კოსმიური სურათი დროის მოვლენებთან და ქმნილების საფეხურებთან განვითარების შესახებ. ეს არის - ცხრა ქვედა სამყაროსა და ცამეტი ზეცის ურთიერთობა...“ [იხ. გაზ. № 22 (815), გვ. 8).

აქ მოცემული კოდირებული - 9, და - 13, ჩვენს რეალობასთან ასე „კავშირდება“:

მე-9 წელი სწორედ - ოცდამეერთე საუკუნის მე-13 წელს სრულდება; კერძოდ:

- ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მ. სააკაშვილს თავისი მმართველობის 9 წლიანი მიჯნა - 2003 წ. 23 ნოემბრისა და 2004 წ. 4-25 იანვრიდან ათვლით, შესაბამისად - 2012 წ. 23 ნოემბერსა და 2013 წ. 4-25 იანვარს ეწურება;

 

აღნიშნული 9 წლიანი დროითი მიჯნა - 2003 წ. 23 ნოემბრიდან ათვლით (24, 25...) 2013 წ. 4 იანვარს რომ მთავრდება, ჯამში - 3330 დღისაგან შედგება, რის თაობაზეც ბიბლიური მინიშნება ასე გვეხმიანება - „ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!“-ო [იხ. დან. 12,12];

ამასთანავე, „მაიას ტომისეულ“ მინიშნებათა მიხედვით, ჩვენ - „... ახლა  მეხუთე  მზის  ბოლოში ვიმყოფებით, მაგრამ არა მხოლოდ მეხუთე ციკლი მთავრდება, არამედ მთლიანი დიადი ციკლი...“ [იხ. გაზ. № 22 (815), გვ. 9);

კოდირებული - „მეხუთე მზე“, ერთგვარად, რაღაც 5-ზე უნდა გვითითებდეს, და აქაც ჩვენს რეალობაზე უნდა იყოს მინიშნება:

როგორც ვიცით, მ. სააკაშვილს, 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, თავისი საპრეზიდენტო ვადის 5 წლიანი მონაკვეთი - 2013 წ. 5-20 იანვარს უმთავრდება.

 

 

დასასრულს, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ აღნიშნულ დროის მონაკვეთს, ბიბლიის მიხედვით - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“-ს სახელდება აქვს, მაშინ, ვგონებთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრება, რომ თითოეული ზემოთ მოცემული თარიღი, თავისებურად გამოყოფს (გვითითებს) ხსენებულ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ დროში განსავითარებელი მოვლენების - ქვედა მიჯნას, და რომ „მთავარი პროცესები“ სწორედ მათზე გავლით უნდა იღებდეს სათავეს.

 

ბოლო ჟამის დასასრული, ეს ხომ:

- მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა,

ანუ მისი უფალ იესუ ქრისტედ საყოველთაო გაცხადებაა...

 

ამასთანავე, როგორც არაერთგზის გვითქვამს - „...ბიბლიისეული მინიშნება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აფიქსირებს, რომ:

 

„... ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე [აქ - მეორედ შობით მოსული ძე კაცისა], ან ისინი, ვინც მას [აქ - ბოლო ჟამში] ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“ (3 ეზრა 13,52);

 

- „ხოლო [აქ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების] ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24,36);

 

- „... არ არის თქვენი საქმე [აქ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების] დღეთა და წელთა [აქ - წინასწარ] ცოდნა, რომელიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით“ (საქ. 1,7).

 

აღნიშნული გაფრთხილება მკაცრად გვითითებს, რომ - ვერავინ შეძლებს მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადების წამის წინასწარ გამოთვლა-გამოცნობას. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მცდელობა საძიებელი ჟამის კონკრეტული დროის დადგენისა არა თუ კრახისკენაა მიმართული, არამედ - ამ კუთხით მაძიებელი, ბიბლიისეული ცნობიერების მოწინააღმდეგეთა შორის „იბევებს“ ადგილს, რასაც არავის არ ვუსურვებთ, რამეთუ არც ერთ მოკვდავს არ  ხელეწიფება შეიძინოს (შეიმეცნოს) იმ – „...დღეთა და წელთა ცოდნა, რომელიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით...“ [იხ. გაზ. № 22 (815), გვ. 4-5].

 

ამ, ასე ნანატრი, მაგრამ - შეუცნობი წამის დადგომას კი, სწორედ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ გზასავალის, უკვე ხსენებული დროითი ნიშნების „გავლის“ შემდგომად მოსახდენი გვაშორებს?!

 

თითოეული ეს მიჯნათაგანი, ალბათ თავისებურად (ღიად ან ფარულად) დაგვიფიქსირებს (გამოკვეთს), მომზირალი (ფხიზელი) თვალ-ყურის მქონებელთათვის შესაცნობ პროცესებს.

 

წინ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ ეტაპის დარჩენილი გზასავალი გვიძევს, რომლის შესახებაც საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, თავის დროზე „გავაგრძელებთ“.

 

„ამბობს, ვინც მოწმობს ამას: ჰო, მოვალ მალე! ამინ!

ჰო მოდი, უფალო იესუ! მადლი უფლის ჩვენის იესუ ქრისტესი ყველა თქვენგანთან. ამენ!“ [გამოცხ. 22,20-21].