2013 წ. 27 ოქტომბრის მისტერია
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ:
„მეორე თვის ოცდამეშვიდე დღე“
2013 წლის 1 ივლისს მიღებული განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უკანონოდ მყოფმა მ. სააკაშვილმა, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად - 31 ოქტომბერი დაასახელა.
ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ 2013 წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ბიბლიურ მინიშნებებში კი - 31 ოქტომბრის დღე არსად არაა აღნიშნული. აშკარად „გაუგებარი“ მდგომარეობა შეიქმნა.
გარდა ამისა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით - „...ცალსახადაა განსაზღვრული, რომ - „გარდასაპრეზიდენტოარჩევნებისა“, ყველა სხვა - „მორიგიარჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი... შეიძლებაჩატარდესკვირისნებისმიერდღეს. კენჭისყრისდღეუქმედღეა“.
მაშასადამე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - კანონით განსაზღვრულ დასვენების დღეებში: შაბათ ან კვირა დღეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე - საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც:
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - 2013 წლის ოქტომბრის [შემდეგ უქმე დღეეში] - 5, 6, 12, 13, 19, 20, 26, 27 რიცხვებში...“ [იხ. გაზ. №26(871), 6.07.2013, გვ.7].
ამდენად, როგორც დღეს მოქმედი კანონის, ასევე წინასწარმჭვრეტი ბიბლიის მიხედვით - 31 ოქტომბერს არჩევნები არ შეიძლებოდა რომ ჩატარებულიყო.
ვიხელმძღვანელეთ რა ზემოთქმულით, 2013 წ. 2 ივლისს ღია მიმართვა გავუგზავნეთ ცესკოს [ჩაბ. №1/8853], სადაც ვითხოვდით დაეყენებინათ საკითხი არჩევნების, კანონით განსაზღვრულ დღეს [შაბათს ან კვირას] ჩატარების თაობაზე [იხ. გაზ. №26(871), 6.07.2013, გვ.7-8].
მიზეზთა გამო, 2013 წლის 4 ივლისის განკარგულებით მ. სააკაშვილმა შეცვალა მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად - 2013 წლის 27 ოქტომბერი, კვირა დღე გამოაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ახალი წლის ათვლა - სექტემბრის თვიდან იწყება; საიდანაც ათვლით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი - 27 ოქტომბერი, ახალი წლის მეორე თვის 27-ე დღე გამოდის.
აღნიშნულის თაობაზე ბიბლიური მინიშნება ასეთი სახის ინფორმაციას შეიცავს - „მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან...“ [დაბ. 8,12-15].
აქვე მკითხელს გვინდა შევახსენოთ, რომ - ოქტომბრის თვე, საერო კალენდრის მიხედვით - მეათე თვეა. საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თარიღისეული მინიშნება ასევე ბიბლიურ წარღვნასთან დაკავშირებით გადმოცემულ ტექსტია დაცული - „თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს [1 ოქტომბერი] გამოჩნდა მთათა მწვერვალები“ [დაბ. 8,5].
ამდენად, საქართველოში ჩატარებულ - ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში, ბიბლიური მინიშნებები - წარღვნისეულ თარიღებთან კავშირდება. თავისთავად, წარღვნის შემდგომად - დედამიწაზე სრულიად ახალი გარემოს ათვლა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ძნელი აღარ უნდა იყოს - 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობის გააზრება.
ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ახლოვდება მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი!
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი