Print

2013 წლის 24 ივლისის მისტერია

2013 წლის 24 ივლისის

მისტერიული მინიშნებანი

24 ივლისს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების, ცესკოში მიმდინარე, შემოწმების დროს დაგვიკავშირდნენ ტ/კ „ინფო-9“-ის კორესპონდენტები და მათ მიერ დაგეგმილი ახალი რუბრიკისათვის „სტუმრად პრეზიდენტობის კანდიდატთან“, ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეს.

ცესკოს შენობასთან მოსულმა ორმა ტელეოპერატორმა დიდხანს არჩია ინტერვიუს ჩაწერისათვის შესაფერისი ადგილი, და ბოლოს მე და კორესპონდენტს [მერიკო კარტოზიას] - იქვე განთავსებული სკვერის ერთ-ერთი ხის ძირას „მიგვიჩინეს“ ადგილი. ინტერვიუ, რუბრიკისათვის განკუთვნილი 20-25 წუთის ნაცვლად - 50 წუთამდე გაგრძელდა [საბოლოოდ - „ინფო 9“-ს გვერდზე 26 ივლისს განთავსებული ჩანაწერი - 20 წთ. 29 წმ.-ის ხანგრძლივობისაა].

წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შემოწმებისა და ინტერვიუს ჩაწერის დღე - 24 ივლისი, საეკლესიო ახალი წლის - სექტემბრიდან ათვლით, მე-11 თვის 24-ე დღე გახლდათ. აი, რას ვკითხულობთ ბიბლიაში ამ დღესთან მიმართებაში

- „მეთერთმეტე თვის, ანუ შებატი თვის, ოცდამეოთხე დღეს [აქ - 24 ივლისს] იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერაქიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა.

ვიხილე ღამით [ინტერვიუს ჩაწერა საღამოს ექვსიდან შვიდი საათის ფარგლებში მიმდინარეობდა] და აჰა, მხედარი წითელ ცხენზე [კოდია] და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში [ინტერვიუს ჩაწერის ადგილი], მის უკან კი ცხენებია - წითლები, ზერგადები და თეთრები [აქ - ტ/კ-ის წარმომადგენელთა რიცხვზე, ანუ სამ თანამშრომელზეა მინიშნება]... ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა [ინტერვიუ, როგორც ითქვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა]...“ [ზაქ. 1,7-8;10].

 

მოცემული ბიბლიური ფრაგმენტის ძველქართული ტექსტი, ე.წ. „მცხეთური ხელნაწერი“, კიდევ უფრო აკონკრეტებს მოსახდენის წელს, და, აი როგორ.

 

მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვრევა, როგორც ვიცით 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დაიწყო, საიდანაც ათვლით მიმდინარე 2013 წ. - მე-2 წელი გახლავთ.

ეხლა გავეცნოთ ხსენებულ ძველქართულ ტექსტს - „მეოთხესა და მეოცესა [აქ - 24] მეათერთმეტისა თთვისასა [ე,ი, 24 ივლისი], ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა [აქ - 2012 წლის 1 ოქტომბერს მომხდარიდან მე-2, ანუ - 2013 წ.] დარიოსის ზე, იქმნა სიტყვა უფლისაი ზაქარიას მიმართ...“ [ზაქ. 1,7]. 

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ყველაფერი წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიემართება.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

პრეზიდენტობის კანდიდატი
"სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე"-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი