მისტერია - ყველაფერში პირველი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე
განკარგულება №35/2013
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის
პრეზიდენტობის კანდიდატად
მიხეილ სალუაშვილის
რეგისტრაციაში გატარების შესახებ
ქ. თბილისი 2013 წლის 26 ივლისი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-100 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:
მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდეს მიხეილ სალუაშვილი.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ხარატიშვილი
მინაწერი:
დღეისათვის მიხეილ სალუაშვილი გახლავთ - 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატი.
ბიბლიური მინიშნების გაცნობამდე, უნდა გავიხსენოთ, რომ, მისტერიული ფორმით, დღევანდელი ჩვენი საქმიანობა - ძე კაცისას არსობრივი მხარის მატარებელია, რაც მინიშნებათა აცხადებაში უნდა დაგვიდასტურდეს.
ამ მცირე შეხსენების შემდეგ, უკვე გასაგები იქნება პავლე მოციქულის პირით ჩვენდა გასაგონად ნათქვამი - „ყოველივე ეს ნიმუშად მოიწია მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა დასასრულს“ [1 კორ. 10,11].
ეხლა კი ვნახოთ, თუ რა გვეკარნახება მოციქულის პირით მათთა გასაგონად - „რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა დასასრულს“ – „... იგია უწინარეს ყოვლისა, და ყველაფერი დამკვიდრდა მასში. იგია სხეულის, ეკლესიის თავი; იგია საწყისი, ყველა მოკვდავზე უწინარეს დაბადებული, რათა ყველაფერში პირველობდეს“ [კოლ. 1,18].
ამდენად, ანალოგიურად თქმულისა, ჩვენი, როგორც - ძე კაცისას არსობრივი მხრის მომცველი ჯგუფის საქმიანობა, სწორედ ამ - „ყველაფერში პირველობის“ ნიშნით უნდა იყოს წარმართული. და მართლაც, როგორც ითქვა:
- ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, მათ შორის ვინც ამომრჩეველთა ხელმომწერი ბლანკების აღების თხოვნით მიმართა ცესკოს ;
- ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, მათ შორის ვინც ამომრჩეველთა ხელმომწერების საჭირო რაოდენობა წარუდგინა ცესკოს [აქ -. 22 ივლისის განცხადება];
- ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, მათ შორის ვინც ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც 2013 წლის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატი [აქ - ცესკოს 24/25 - 26 ივლისის გადაწყვეტილებები].
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი