Print

4 ნაწილიანი მინიშნებანი - ნაკვეთი 1

ნორმით მიმდინარე მისტერიული მინიშნებანი

 

1. წინათქმა, ანუ სამსჯავროს არსი

ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ.სააკაშვილის მმართველობითი ეტაპის დასასრული, როგორც ადრეც აღგვინიშნავს ორი ეტაპისაგან შედგება. კერძოდ, კოდირებული 3,5 წლიანი [აქ 2011-2012 წლების გასაყარი] მონაკვეთის მიწურულიდან დაწყებული პროცესების თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

„... ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო. შემდეგ [ე.ი. ამ - 3,5 წლის ბოლოს] დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება. აქ არის ამ სიტყვების დასასრული...“ [დან. 7,25-28].

ამდენად, აქ - რამოდენიმე ეტაპია გამოყოფილი. ესენია:

- „ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო“, ანუ - 3,5 წელი, რომელიც 2011 წ. ოქტომბერ-დეკემბრითა და 2012 წლის თებერვალ-მარტითა შემოფარგლული [იხ. გაზეთის წინა ნომრები];

- ამის შემდგომად, თურმე - „დაჯდება სამსჯავრო“ [აქ მხილებისეულ ეტაპზეა მინიშნება]; რომელიც

- ორი პირობითი ეტაპისაგან შედგება. კერძოდ, ჯერ უნდა მოხდეს ის, რაც შემდეგი ფრაზითაა გადმოცემული - „წაართმევს მას [აქ - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ - მ. სააკაშვილს] ხელმწიფებას“, რაც 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მიგვანიშნებს;

- ხოლო შემდგომად ამისა, ანუ 2012 წ. 1/25 ოქტომბრიდან, იწყება ეტაპი, რომლის კოდირებული შინაარსია: „რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“, და, ჩვენის აზრით, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახდენზე მიგვანიშნებს;

- აი, ეს ყველაფერი უსწრებს წინ იმ მოვლენას, რომლის თაობაზეც ხსენებული ბიბლიური ტექსტი არაორაზროვნად გვითითებს - „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება“.

[პირველი ნაკვეთის დასასრული]