Print

4 ნაწილიანი მინიშნებანი - ნაკვეთი 2

ნორმით მიმდინარე მისტერიული მინიშნებანი


2. ადამიანის ხმით მოლაპარაკე ლომის არსი

ბიბლიურ თხრობაში  - კოდირებული „ლომი“-ს თემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და როგორც წესი, ბოლო ჟამის გასრულებისეული ეტაპის დადგომაზე მიგვანიშნებს... ანუ, სწორედ ამ [ხსენებული] მოსახდენი მოვლენის, მოახლოებისეული ეტაპის, შეცნობისეულ ნიშანს შეიცავს. და აი, როგორ...

ბიბლიაში ვკითხულობთ - „გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენ წინ და გაიაზრე, რასაც ხედავ. ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან; ვიხილე, რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, და უთხრა: ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი“ [3 ეზრა 11,36-38].

იქვე მოცემულია, ამ - „ადამიანის ხმით“ მოლაპარაკე „ლომის“ არსის განმარტება - „ლომი რომ იხილე ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისათვის, რაც მოისმინე, ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს  მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს.

ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“ [3 ეზრა 12,31-34].

ერთის მხრივ, ზემოთ განხილული „სამსჯავროდ“ სახელდებული დროის მონაკვეთის დასრულების შემდგომად „მარადიული მეუფების“ დამყარებაზე თქმულისა, და მეორეს მხრივ ადამიანის ხმით მოლაპარაკე „ლომის“ არსით გადმოცემულის შეჯერებით აშკარაა, რომ აქ - მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტე გაცხადებაზეა მინიშნება...

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ აქ ხსენებული - „ლომი“-ს არსით, ჩვენის აზრით, - ლომის ზოდიაქოში დაწყებული მისტერიული პროცესის თაობაზე უნდა გვენიშნებოდეს.

შეგახსენებთ, რომ - 2012 წელს [კანონმდებლობის უხეში დარღვევით], სწორედ ლომის ზოდიაქოში გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების თარიღი;

2013 წ. 27 ოქტომბერს მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, საბოლოოდ 1-4 ივლისს დაზუსტდა. და, აი:

1. როგორც ითქვა [იხ. გაზეთის წინა ნომრები], საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე ჩვენი განაცხადი ცესკოში შევიდა - 3 ივლისს [ავიღეთ ხელმომწერთა შესაგროვებელი სპეციალური ბლანკი], ანუ - კირჩხიბის ზოდიაქოში;

2. კანონით განსაზღვრულ ხელმომწერთა რაოდენობაზე მეტის დამაფიქსირებელი ბლანკები, ჩესკოს ჩავაბარეთ - 22 ივლისს, ანუ კირჩხიბის ზოდიაქოს ბოლო დღეს;

3. ცესკოს სპეციალურმა კომისიამ ჩვენს მიერ წარდგენილი ხელმოწერების შემოწმება [ჩვენი თანდასწრებით] დაიწყო, ლომის ზოდიაქოში,  - 24 ივლისს, 16.00 სთ-ზე [კომენტარი: 40 ნიშნიან ქართულ ანბანში მე-16 ასო-ნიშანია - „ო“, რომელიც ქარაგმით იძახის - „უფალო“ (იხ. სულხან-საბა], ხოლო 24-ე ასო-ნიშანია - „ქ“, ანუ კოდირებული - „ქ[რისტე]“. მაშასადამე - „16“ და „24“, გვკარნახობს - „უფალო ქ[რისტე]“];

4. ხელმომწერთა სიების შემოწმების შედეგად „შემოწმების აქტი“ ცესკომ გადმოგვცა - 25 ივლისს;

5 ცესკოს თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს მიღებული №35/2013 განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდა მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

ამდენად, კირჩხიბის ზოდიაქოში [კოდირებული - 69] ჩატარებული მოსამზადებელი საქმიანობის შემდეგ, „ადამიანის ხმით მოლაპარაკე „ლომის“, ანუ აქტიური წინასაარჩევნო პროცესი სწორედ - ლომის ზოდიაქოში დაიწყო. 

[მეორე ნაკვეთის დასასრული]