Print

4 ნაწილიანი მინიშნებანი - ნაკვეთი 3

ნორმით მიმდინარე მისტერიული მინიშნებანი


3. „ყველაფერში პირველობის“ არსის თაობაზე

ჩვენი მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა რათა რაც შეიძლება ადრე მოგვეხერხებინა საარჩევნო პროცესის დაწყება. როგორც მკითხველმა უკვე იცის, ჯერ კიდევ  2013 წლის 18 მაისს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი ჩართვის გადაწყვეტილება.

და აი, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდგომად, კერძოდ 3 ივლისს, ცესკოში შევიტანეთ შესაბამისი განაცხადი და საბოლოო დარეგისტრირებისათვის საჭირო მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვებისათვის საჭირო ბლანკი ავიღეთ.

ხელმომწერთა მინიმალური ზღვარის [26 530 ხელმოწერა, ამომრჩეველთა - 0,75 %] გადალახვის შემდგომად, 22 ივლისს, ცესკოს წარვუდგინეთ - 29 160 ამომრჩევლის ხელმომწერის დამაფიქსირებელი მასალები [იხ. გაზეთის წინა ნომერი].

ცესკოს სპეციალურმა კომისიამ, ჩვენის თანდასწრებით, ამომრჩეველთა წარდგენილი ხელმომწერის შემცველი ბლანკების შემოწმება - 24 ივლისს 16.00 სთ-ზე დაიწყო, და - 2 056 ხელმოწერაში დაფიქსირებული ხარვეზის შემდეგ, საბოლოოდ - 27 104 ხელმოწერის ბაზაზე, 25 ივლისს, პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად ჩემი დარეგისტრირებისათვის საჭირო „აქტი“ გადმოგვცა.

26 ივლისს, ცესკოს თავმჯდომარის №35/2013 განკარგულებით მიხეილ [გელა] სალუაშვილი გახდა - 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დარეგისტრირებული პირველი პრეზიდენტობის კანდიდატი.

როგორც გაირკვა, პრეზიდენტობის მსურველ სხვა კანდიდატთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის, არა მარტო ჩვენი - 3 ივლისისა და 22 ივლისის განცხადებები იყო რიგით - პირველი, არამედ, 24-26 ივლისს განვითარებული პროცესების შედეგად, ჩვენ აღმოვჩნდით პირველი - ოფიციალურად დარეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. 2013 წლის 30 ივლისს გაცემული პრეზიდენტობის კანდიდატის მოწმობა - №1, 31 ივლისს ჩაგვბარდა. 

 ბიბლიური მინიშნების გაცნობამდე, უნდა გავიხსენოთ, რომ, მისტერიული ფორმით, დღევანდელი ჩვენი საქმიანობა - ძე კაცისას არსობრივი მხარის მატარებელია, რაც მინიშნებათა აცხადებაში უნდა დაგვიდასტურდეს.

ამ მცირე შეხსენების შემდეგ, უკვე გასაგები იქნება პავლე მოციქულის პირით ჩვენდა გასაგონად ნათქვამი - „ყოველივე ეს ნიმუშად მოიწია მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა დასასრულს“ [1 კორ. 10,11].

ეხლა კი ვნახოთ, თუ რა გვეკარნახება მოციქულის პირით მათთა გასაგონად - „რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა დასასრულს“ – „... იგია უწინარეს ყოვლისა, და ყველაფერი დამკვიდრდა მასში. იგია სხეულის, ეკლესიის თავი; იგია საწყისი, ყველა მოკვდავზე უწინარეს დაბადებული, რათა ყველაფერში პირველობდეს“ [კოლ. 1,18].

ამდენად, ანალოგიურად თქმულისა, ჩვენი, როგორც - ძე კაცისას არსობრივი მხრის მომცველი ჯგუფის საქმიანობა, სწორედ ამ - „ყველაფერში პირველობის“ ნიშნით უნდა იყოს წარმართული. და მართლაც, როგორც ითქვა:

- ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, მათ შორის ვინც ამომრჩეველთა ხელმომწერი ბლანკების აღების თხოვნით მიმართა ცესკოს ;

- ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, მათ შორის ვინც ამომრჩეველთა ხელმომწერების საჭირო რაოდენობა წარუდგინა ცესკოს [აქ -. 22 ივლისის განცხადება];

- ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, მათ შორის ვინც  ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც 2013 წლის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატი [აქ - ცესკოს 24-26 ივლისის გადაწყვეტილება]. 


[მესამე ნაკვეთის დასასრული]