Print

4 ნაწილიანი მინიშნებანი - ნაკვეთი 4

ნორმით მიმდინარე მისტერიული მინიშნებანი


4. წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის

დაწყების დღე - 26 ივლისი

 

2013 წლის 24-26 ივლისს ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბაზაზე, 26 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ფრონტ ნიუსის“ პრეს-კლუბში [აწყურის ქ. 41] ჩატარებულ ბრიფინგზე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა - ჯემალ ჯიქიამ, საქართველოს ამომრჩევლების გასაგონად, წაიკითხა პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბიოგრაფია.

თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა არჩევნებამდე დარჩენილ 3 თვეში, ანუ - 12 კვირაში დაგეგმილ საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლებისადმი წარდგენის განრიგზე, რომელიც  - კვირაში თითო საკითხის განხილვას ითვალისწინებს.

ამას გარდა, გაჟღერდა - ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი, ორი საპრეზიდენტო განკარგულების პროექტის შინაარსი [იხ. გაზეთის წინა ნომერი].

აღნიშნული ბრიფინგის ვიდეო ჩანაწერი 26 და 27 ივლისს სამჯერ გავიდა საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხზე. მცირე რეპორტაჟი გადაიცა ტ/კ მე-9 ეთერში...

ამჯერად, აი რაზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.

 

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის [აქიაშვილი] ლოცვა-კურთხევით გამოსულ კრებულში - „წმიდა ანგელოსთა გამოცხადება და სასწაულები“ [თბილისი, 2004 წ.], კერძოდ განხილულია ანგელოზთა სახელთან დაკავშირებული „დღესასწაულები და მსახურებანი“ [იხ. გვ.22-24]. კრებულში ვკითხულობთ:

„...ანგელოზთადმი მიძღვნილი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული არის მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა ზეციურ უხორცოთა ძალთა კრება, რომელსაც ეკლესია დღესასწაულობს 8 [21] ნოემბერს.

დღის სვინაქსარი გვაუწყებს, თუ როგორ აღიმაღლა თავი [გაამპარტავნდა] მთიებმა [ეშმაკი] და საყდარს დაიდგა: „მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო“ [ესაია 14,14], მაგრამ იმავე წამს იქნა განშორებული ანგელოზებრივ ხარისხს და მოაკლდა ზეციურ დიდებას, და თან გაიყოლა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა დასი.

მაშინ, ამ საშინელი დაცემით გამოწვეული ქაოსის შემდგომ, ღვთაებრივი მოშურნეობით აღვსებულმა მთავარანგელოზმა მიქაელმა შეაგროვა ანგელოზთა მრავალრიცხოვნება და შესძახა: „გულისხმა ვყოთ!“ [ანუ „ყურადრებით ვიყოთ“], ხმამაღლა გალობით ადიდა უფალი და მასთან ერთად ადიდეს უფალი სხვა ანგელოზებმაც. ანგელოზთა ამ კრებულს ეწოდა „კრება“, ანუ თანხმობა ანდა კავშირი.

მეორე დღესასწაულია მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულის გახსენება, რომელიც მოხდა ხონაში [კოლასში]. იგი 6 [19] სექტემბერს აღინიშნება.

11 [24] იანვარს აღესრულება ათასობით წმიდა ანგელოზთა კრება; ხოლო 26 მარტს [8 აპრილს], ხარების მომდევნო დღეს, მთავარანგელოზ გაბრიელის კრება. 11 [24] ივნისს იდღესასწაულება აგრეთვე მთავარანგელოზ გაბრიელის კრება ადინში.

და ბოლოს, 13 [26] ივლისს არის ხსენება მთავარანგელოზ გაბრიელის სხვა კრებისა, რომლის მიზეზი და შინაარსი ჩვენთვის უცნობია...“ [იხ. იქვე, გვ. 22-23].

 

ამდენად, საეკლესიო განაწესში, ანგელოზთა სხვა კრებისაგან განსხვავებით, უცნობია, უფლის კეთილი მაცნის გაბრიელ მთავარანგელოზის კრების 26 ივლისს ჩატარების „მიზეზი და შინაარსი“.

ბოლო ჟამის თვალთახედვით ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენ 2005 წლის 28 სექტემბრით დათარიღებულ კრებულში - „კვირიკობისთვე და ქრისტეშობისთვე, ანუ კვირია და ქრისტე, ივლი-სი თთუეი იგი შობისაი“ [№5 საყვირ(ალ)ი] ვწერდით.

ამჯერად კი, 2013 წლის 26 ივლისს ჩატარებული ბრიფინგის დროისა და შინაარსიდან გამომდინარე, ვგონებთ ადვილად გასაგები უნდა იყოს, 26 ივლისს აღსანიშნი, უფლის კეთილი მაცნის მთავარანგელოზ გაბრიელის კრების მისტერიული „მიზეზი და შინაარსი“.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი