Print

"ორი ხის ნაჭერი"-ს - მისტერია

„ორი ხის ნაჭერის“ მისტერია გრძელდება

 

სათაურში აღნიშნულის თაობაზე წმიდა წერილში ვკითხულობთ:

- „იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე - იუდასათვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათთვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე - იოსებისთვის [ეფრემის შტო] და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათთვის. ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი შენს ხელში“ [ეზეკ. 37,15-17].

 ბიბლიაში მითითებულის მისტერიული ასრულების პირველი ეტაპის შესახებ, ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელში მომხდარის ფონზე ვწერდით. კერძოდ, საუბარია, ერთის მხრივ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-სა და მეორეს მხრივ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ შერწყმაზე, რომლის შედეგადაც „მიღებულ ახალ ერთეულს“ – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ეწოდა.

პირობითი მეორე ეტაპი, ჩვენის აზრით, მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში განხორციელებულ იმ ნაბიჯს უნდა ასახავდეს, რომელსაც ქვემოთ წარმოდგენილი „მემორანდუმის“ შინაარსი მოიცავს.

 

 

ურთიერთ თანამშრომლობის

  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-სა

და

„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტს“

შორის

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ერთის მხრივ და  „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“ მეორეს მხრივ:

- ვადასტურებთ რა საქართველოში შექმნილი - ტერიტორიული, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეული რეალობის მთელ სიმძიმეს;

- ვცდილობთ რა, ღმერთის ნებით, ხელი შევუწყოთ, არსებული რეალობის აუცი-ლებლობით ნაკარნახევი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარსამართი ძირითა-დი საყრდენი ძალის ფორმირებას;

- ვგმობთ რა ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნის მისაღწე-ვად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუა-ლებებით;

- ვეყრდნობით რა საერთო მიზნებისა და მათი განხორციელების გზათა თაობაზე შეხედულებათა თანხვედრას;

 

ვდებთ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს და უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენი:

1. სამოქმედო საფუძველია:

- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;

- საქართველოში 1992 წლიდან არსებული ფაქტობრივი უკანონო სახელისუფლო სისტემის სამართლებრივი მიუღებლობა;

2. სამოქმედო მიზანია:

- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;

- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლია-ნობისა და კანონიერების აღდგენა;

- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება.

3. პრიორიტეტული პრინციპებია:

- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელ-მწიფოდ გამოცხადება;

- კავკასიის ურთულეს რეგიონში მშვიდობის მყარი გარანტიის შექმნა - დამკვიდრება.

მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები ვკისრულობთ ვალდებულებას მოვახდინოთ ჩვენი საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოვდივართ, როგორც -  ერთი ორგანიზაციური სტრუქტურა.

ამასთანავე, თითოეული ჩვენთაგანი თავისუფალნი ვართ ჩვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის საერთო მუშაობასთან.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაშია:

- ხელმოწერის დღიდან, ვიდრე

- მისი ხელმომწერი მხარის მიერ, მასში ასახულ ურთიერთანამშრომლობის ვალდებულებებზე უარის დაფიქსირებამდე.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე                                                მიხეილ (გელა) სალუაშვილი

„სრულიად საქართველოს

ეროვნული ხსნის კომიტეტი“ - 

თავმჯდომარე                                                                                      ვალერი მჭედელაძე

 

თბილისი

შედგენის თარიღი - 2013 წლის 11 აგვისტო

ხელმოწერის თარიღი - 2013 წ. 2 სექტემბერი