Print

2013 წ. 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის - დღევანდელი და ბიბლიური ქრონიკები

მხოლოდ

ბოლო ჟამის მდინარებაში

გარკვეული [შემზადებული] მკითხველისათვის 


20 სექტემბრის 13.00 სთ-ზე დაწყებული სასამართლო სხდომა ჯამში 20 წთ-მდე გაგრძელდა. ჩვენს წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე მიღებული დადგენილება, სასამართლოს კურიერმა საღამოს 19.00 სთ-ზე გადმოგვცა, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ: 

 

დადგენილება

საქართველოს სახელით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის

წარმოების შეწყვეტი შესახებ

საქმე N 4/6483-13

20 სექტემბერი 2013 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი: ანა მეშველიანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური.

წარმომაგენელი გიგა ჩანქსელიანი, სალომე ქიმერიძე

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი - მიხეილ (გელა) სალუაშვილი...

გამოარკვია:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურიდან შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიმართ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

2. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სახლმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2013 წლის 18 სექტემბერს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000164 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტზე, კერძოდ, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა არ შეასრულა „მოქალაქეტა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321-ე და 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტის 22.07.2013 წლის №147137 ბრძანების მოთხოვნები და არ წარმოადგინა 3 კვირიანი დეკლარაციები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლის განმარტება:

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მოითხოვეს სამართალდარღვევის ოქმზე წარმოების შეწყვეტა, სამართალდარღვევის არ არსებობის გამო, ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმის სუბიექტს კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი აქვს სამ კვირიანი დეკლარაციები. შესაბამისად მიხეილ (გელა) სალუაშვილს არ დაურღვევია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321-ე და 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინინასებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 22 ივლისის N 147/37 ბარძანების მოთხოვნები.

4. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი მიხეილ (გელა) სალუაშვილი დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების შუამდგომლობას სამართალდარღვევის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

5. წერილობითი მტკიცებულებები:

 5.1 2013 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 000164.

5.2. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ახსნა განმარტება.

 

6. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს და გამოარკვია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, ვინაიდან მას დადგენილ ვადაში წარდგენილი აქვს შესაბამისი დეკლარაციები... აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ახსნა განმარტებით...

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N4/6483-13 სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსების 2082-ე, 232-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე მუხლებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  341-ე მუხლით

დაადგინა:

1. შეწყდეს მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიმართ 2013 წლის 18 სექტემბრის N 000164 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ ასებობის გამო;

2. მიღებული დადგენილება 72 საათის განმავლობაში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში...

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი.

 

ბილიური მინიშნებები, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს

ბოლო ჟამის ცნობიერებასთან ზიარებული მკითხველისათვის ცნობილია, რომ ამ დროში მიმდინარე პროცესები მისტერიული ფორმით დაკავშირებულია - ძე კაცისას არსობრივ მხარესთან.

შესაბამისად, 2013 წლის 18 სექტემბრის - ოთხშაბათ დღეს, 29 სექტემბრის - ხუთშაბათსა და 20 სექტემბრის - პარასკევ დღეს განვითარებული მოვლენები, მისტერიულად უნდა უკავშირდებოდეს სახარებაში დაფიქსირებულ იმ პროცესებს, რომლებიც -ოთხშაბათ დღეს: მაცხოვრის გაცემის[ანუ - აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლოში გადაცემული სარჩელი];ხუთშაბათ დღეს: „საიდუმლო სერობასა“ და „შეპყრობას“ [ანუ - ე.წ. კონფერენცია, ინტერვიუ და სასამართლოს უწყების გადმოცემა]; და პარასკევ დღეს გამართულ პილატეს „სასამართლოსთან“ მიმართებაშია მოცემული[მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი, სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი].

სახარების მიხედვით, პარასკევ დღეს გაჟღერებული პილატეს სიტყვები ასეთია - „...გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში“ [იოანე 18,38].

რაღაც ამდაგვარივე მოხდა 2013 წ. 20 სექტემბრის პარასკევ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე - მოსამართლემ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თავად ამ სასამართლო სხდომას, მიზეზთა გამო, ჩვენი ლასკარის წევრებიდან მხოლოდ სამნი ვესწრებოდით - მიხეილ [გელა] სალუაშვილი [ე.წ. „ბრალდებული“], ეთერ ჩხეტია და ჯემალ ჯიქია.

საუბრის გაგრძელებამდე ერთიც გვინდა აღვნიშნოთ. პავლე მოციქულის მიხედვით, მაცხოვარზე ასე გვეუწყება - „იგივე ზრახვანი გქონდეთ, როგორც ქრისტე იესუს, რომელსაც, როგორც ღმრთის ხატს, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღმრთის სწორად ყოფნა“ [ფილიპ. 2,5-6].

მაცხოვრის, როგორც - „ღმრთის ხატად“ წარმოჩენისეულ არსზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ამჟამად მხოლოდ ერთს დავამატებთ:

ბოლო ჟამში მაცხოვრის ჯვარცმა, მისი პირდაპირი მნიშვნელობით, არ ხდება, ანუ - აღდგომისეული ეტაპი არ გადის სიკვდილისეულ გზაზე. ანუ, ბოლო ჟამში ძე კაცისა, როგორც ღმრთის „ხატი“ - „არ დაზიანდება“ .

 და აი, ღმერთის ამ განგებულების ამოცნობისეული ნიშანიც:

- ჩვენი სასამართლო სხდომის მოსამართლის სახელი და გვარი ასე ჟღერს - „ხატია არდაზიშვილი“, რაც იგავურად გვაუწყებს, სწორედ იმას, რომ - „ხატი“ არ [უნდა] დაზიანდეს“. გამოტანილი განაჩენიც ამაზე უნდა გვითითებდეს;

- სხდომის მდივნის სახელი და გვარი: „ანა მეშველიანი“, კოდირებულად გვაუწყებს: საწყისის [ანი] მშველელად [მეშველი ანი]მოვლინებულზე.

წლის მე-9 თვის განხილული სამი დღისა და კონკრეტულად მე-20 დღის თაობაზე, ბიბლიური მინიშნება ასეთია - შეიკრიბნენ იერუსალიმში [თბილისის კოდი] ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში [აქ - 18,19,20] [ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს“ -ო [2 ეზრა 9,5].

და ბოლოს, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს, გთავაზობთ თავადაც ჩაერთოთ იმ პროცესის განვითარების სავარაუდო ანალიზში, რასაც პილატეს მიერ წარმოთქმული ზემოთხსენებული სიტყვების შემდგომად მოსახდენი ჰქვია.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი