Print

2013 წ. 21-27 სექტემბრის ქრონიკები

21 – 27 სექტემბრის ქრონიკები,

ანუ - საპრეზიდენტო მარათონი

21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს, საზოგადოებრივი რადიოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 17.30 სთ-დან, გადაცემაში - „გენდერი და პოლიტიკა“, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ [გელასალუაშვილთან [წამყვანი - ლელა კურდღელაშვილი]. ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობით წარმართულმა თემატიკის გაშლის ზოგადმა ხასიათმა, საშუალება არ მოგვცა, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი, ამ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული თვალსაზრისი გაგვეშალა.

მთავრობამ, ბიუჯეტთან დაკავშირებული ქვეყნის მთავარი ეკონომიკური თვალთახედვის წინასწარი მონახაზი, კანონის მიხედვით, პარლამენტში 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს. ამიტომაც გადაწყდა, რომ ქალთა უფლებებისა და მასთან დაკავშირებული დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების თაობაზე ჩვენეული პოზიცია - პრემიერ მინისტრისათვის, საპრეზიდენტო არჩევნებამდე წარგვედგინა, რათა მასში გადმოცემული საკითხის სათანადო გადაჭრის მექანიზმი დროულად ასახულიყო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში [იხ. 2013 წ. 23 სექტემბრის მიმართვა ბ. ივანიშვილს].

2013 წ. 23 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა - საქართველოში - პოლიტიკური სპექტრის ურთიერთ თანამშრომლობის ახალი მექანიზმის დეტალები“კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის  თანამშრომლობის გაუმჯობესებისეული საკითხები.

ბრიფინგის სრული ჩანაწერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დრეს გადაიცა [22 სთ. 39 წთ.].

23 სექტემბერს, 16.00 სთ-ზე, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ავთანდილ იოსელიანი, ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, ბატონ რეზო ჩხეიძეს სახლში ვესტუმრეთ. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ზოგადი მონახაზის გაცნობამ, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი მხრიდან გამოითქვა  სურვილი, რომ თუ მოხერხდებოდა აღნიშნული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსაც მიწოდებოდა. ამდაგვარ შესაძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განვუცხადეთ და დავემშვიდობეთ.

23 სექტემბრის 18.30 სთ-ზე, იგივე შემადგენლობით დავესწარით - სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარე - „ომის ვეტერანთა“ მე-2 საგანგებო კონფერენციას. მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს ვეტერანთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს საჩუქრად გადასცა - „300 არაგველის“ ხატი და მოიწვია ისინი, მეორე დღეს დაგეგმილ პარაკლისზე დასასწრებად.

ამ დღეს მომხდარის ბიბლიური მინიშნების თაობაზე კი, აი რა გვინდა აღვნიშნოთ.

 

უფლის ტაძრის დაფუძნება“, ანუ 218 წლის წინანდელი მოვლენის

ბოლო ჟამისმიერი გამოძახილი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა:

„1795 კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად

დაიწეროს მათი ხატიტროპარ-კონდაკიცხოვრება და საგალობლები

მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი

ეთხოვოს თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებითიზრუნოს კრწანისის ველისროგორც თავდადების ადგილისსათანადო მოწყობაზე"...

და აი, მას შემდეგ ყოველი წლის 11 (ახალი სტილით 24)  სექტემბერს  ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795).

300 არაგველების ხატის შექმნის იდეას, რომელიც ბურდულების გვარში დაიბადა, მთელი საარაგვო - მთიულების, გუდამაყრელების, ხევსურების შთამომავლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ხატი წელიწადნახევრის განმავლობაში იქმნებოდა.

2010 წლის 24 სექტემბერს, 300 არაგველის ხსენების დღეს, ხატმწერ შოთა ცინცაძის მიერ დაწერილი ხატი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, დიდმა მეუფემ ილია მეორემ.

1795 წ. 11 [24] სექტემბერს გამართული კრწანისის ომიდან 218-ე წელს [კოდირებულად, რიცხვი - „218“, გვითითებს - მეორედ მოსვლის ჟამზე], და ხატის კურთხევიდან მე-3 წელს, 2013 წ. 24 სექტემბერს, კრწანისის წმნიკოლოზის ეკლესიაშიწმ. 300 არაგველის ხსენების დღესთან დაკავშირებითწირვა გაიმართა.

წირვის შემდეგ კრწანისის ველზეპარაკლისი გადაიხადეს - პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ [ჭუაძე] და თიანეთისა და ფშავ-სევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა [იორამაშვილი].

აღნიშნულ პროცესში მონაწილეთა შორის იყვნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრები - ლასკარის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე მევლუდ მამადაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის თავმჯდომარე ლევან ჩოხელი.

პრაკლისის გადახდამდე მცირე საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და იქვე მყოფ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან ჩაჩუას შორის.

ბიბლიური ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, ლევან ჩაჩუას გაუკეთდა შეთავაზება  - გაეთავისებინა მიმდინარე პროცესის არსი, და უარი ეთქვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე.

ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ბოლო ჟამისეული დროის მდინარებაში 2013 წლის მე-9 თვის 24-ე დღესა, და მის შემდგომად განსავითარებელი მოვლენების არსობრივი მხარის გასაგებად, ბიბლიაში დაცული ორი ასეთი მინიშნება გვინდა შეგახსენოთ:

1. „დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან [24 სექტემბერი], იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით“ [ანგია 2,18].

და კიდევ.

როგორც ხედავთ, 1795 წ. 11 [24] სექტემბერს გამართული კრწანისის ომიდან 218-ე წლის, ანუ 2013 წლის 24 სექტემბერს მომხდარის ბიბლიური კოდირებული მინიშნება, ასევე უკავშირდება რიცხვ - „218“-ს, რამეთუ იგი სწორედ ანგიას წინასწარმეტყველების მე-2 თავის მე-18 მუხლშია წარმოდგენილი;


2. „რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცასა და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყველა ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი...

მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს [აქ -2013 წ. 24 სექტემბერს], დარიოსის მეორე წელს [აქ - 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მე-2, ანუ 2013 წელი], იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიმართ [იხ. ზემოთ თქმული]...

მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს [აქ - 2013 წ. 24 სექტემბერი], ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას გამგებელს: შევარყევ ცასა და მიწას“ [ანგ. 2,6-7;10;20-21].

მე-9 თვის 24-ე დღეს მომხდარი მეორე მოვლენის, ანუ კოდირებული - „ცისა და მიწის შერყევაზე“ მოცემული მინიშნების აცხადების დასტურად, ამ დღეს გავრცელებულ ასეთ ინფორმაციას გთავაზობთ: 2013 წ. 24 სექტემბერს, პაკისტანში, კერძოდ ბელუჯისტანის პროვინციაში 7,7 ბალის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა... 

ზემოთქმულზე დაყრდნობით, დიახაც შეგვიძლია განვაცხდოთ, რომ ჩვენ - მეორედ მოსვლისეული ჟამის - „უფლის ტაძრის დაფუძნებისეული“ ეტაპი გადავლახეთ. მაშ, მივადევნოთ თვალი ამის შემდგომად განვითარებულ მოვლენებს...

 

ქრონიკების გამოძახილი

25 სექტემბერს, 11.00 სთ-ზე, მცხეთაში, კოალიცია „ერთსულოვნებით“ ეგიდით პირველი გასვლითი შეკრება გაიმართა. 2013 წ. 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში „ფოტორეგისტრაციის“ დანერგვის მიზნით, მოსახლეობათან გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ ანდღულაძემ, დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მეთოდის დანერგვა-განხორციელების მექანიზმზე.

გასვლით სხდომაში მონაწილეობა მიიღეს- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრებმა - ლასკარის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ მევლუდ მამადაშვილმა, ლასკარის საორგანიზაციო მდივანმა ეთერ ჩხეტიამ, ლასკარის საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ და შიდა ქართლის რეგიონის თავმჯდომარემ ლევან ჩოხელმა.

25 სექტემბერსვე, 19.00 სთ-ზე, ტ/კ „ტაბულას“ გადაცემა - „მძიმე კაცი“-ს წამყვანის დავით კოვზირიძის ინიციატივით, 3 ოქტომბერს [ხუთშაბათი], 22.45 სთ-ზე ღია ეთერში გასვლის მიზნით, განხორციელდა 20 წთ-იანი გადაცემის ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ [გელა] სალუაშვილთან.

ტ/კ „ტაბულა“-ს წარმომადგენლების [თამარ ჩორგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, ირაკლი მაღრაძე და სხვა] წინაშე გამართულ 15-20 წთ-იან საუბარში მონაწილე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, მათი მხრიდან, ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით დასმულ რამოდენიმე კითხვას გასცეს პასუხი.

27 სექტემბერს, 11.00 სთ-ზე, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის თვმჯდომარე ვალერი მჭედელაძესა და აღმოსავლეთის რეგიონალური რგოლის კოორდინატორ ბესარიონ ლაცაბიძესთან „ლასკარში“ გამართული შეხვედრისას გადაწყდა - წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ყრილობის 2013 წ. 24 ოქტომბერს გამართვა.

27 სექტემბერს, სდასუ-ს საკონფერენციო დარბაზში გამართულ „ფაზისის“ მეცნიერებათა აკადემიის ღია სხდომაზე, საპრეზიდენტო პროგრამით განსაზღვრული თემატიკის მოკლედ მიმოხილვის პარალელურად, პრეზიდენტობის კანდიდატი, ტექნიკური დოქტორი, პროფესორი - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „ფაზისის“ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად იქნა არჩეული.