Print

საპრეზიდენტო კამპანიის ქრონიკები 30.09 - 4.10 - 2013 წ.

30 სექტემბრისა და 1-4 ოქტომბრის მოვლენათა მოკლე ანონსი

2013 წ. 30 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28], მიხეილ [გელა] სალუაშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუქა: საქართველოში - დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმის დეტალები კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში ქალთა უფლებების ის უნიკალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმ საკითხის მოგვარებას, რასაც - „დედა დაუბრუნდეს ოჯახს“ ჰქვია [იხ. გაზეთის წინა ნომერი].

30 ოქტომბერსვე პრეზიდენტის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის სპეციალური მიმართვები ჩაბარდათ - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტს, სადაც - მეცნიერების, პედაგოგებისა და სტუდენტების წინაშე საპრეზიდენტო პროგრამის წარმოჩენის სურვილი იყო გამოთქმული.

მიზეზთა გამო ყველა დასახელებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა შეთავაზებულ ფორმატში ჩვენი მათ წინაშე წარდგომის თაობაზე.

1 ოქტომბერს ტ/კ „ტაბულა“ს პირდაპირ ეთერში გადაიცა რამოდენიმე დღის წინათ გაკეთებული ჩანაწერი, რუბრიკაში  - „მძიმე კაცი“. მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თითქმის 20 წუთის მანძილზე პასუხობდა წამყვან დავით კოვზირიძის  [ე.წ. მძიმე კაცის] შეკითხვებს. ეს ჩანაწერი მომდევნო დღეებში რამოდენიმეჯერ განმეორდა.

ოქტომბრის თვის 1-2 და 4 რიცხვებში იმავე პრეს-კლუბში სამი ბრიფინგი ჩატარდა, რომლებიც დაეთმო - საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალებს. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები [რეინკარნაციის არსი, მაცხოვრის მეორედაც შობით მოსვლა, საქართველოს მისტერიული როლი და ა.შ.].

3 ოქტომბერს, სახლში მოსულმა ტ/კ „აჭარა“-ს გადამღებმა ჯგუფმა, პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მცირე ვიდეო ჩანახატი გააკეთა, რომელიც იმავე დღეს, მათი ტელევიზიის ეთერით გადაიცა [იხ. 20 სთ. და 45 წუთიდან].

3 ოქტომბერს, 12.00 სთ-ზე, სასტუმრო „აჭარა“-ს საპრესკონფერენციო დარბაზში, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია, ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით შექმნილი ახალი ელ. გვერდის - „პრეზიდენტი.გე“-ს ოფიციალურ წარდგინებას დაესწრნენ.

3 ოქტომბერსვე, 16.30 სთ-ზე ლასკარში გვეწვია 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ეუთო“-ს სადამკვირვებლო ჯგუფის ორკაციანი დელეგაცია - პიტერ დეივისა [ინგლისი] და რიჩარდ მირინოვის [აზერბაიჯანი] შემადგენლობით.

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, ორი საათის მანძილზე, თარჯიმანის მეშვეობით, დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მონახაზი; უპასუხეს მათ კითხვებს.

4 ოქტომბერს, მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] გვაუწყა პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ჩიხლაძის ინიციატივა მათთან სტუმრობის თაობაზე. წინასწარი შეთანხმების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მათ ცენტრალურ ოფისს ვეწვიეთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და მამა ელიზბარი [დიაკონიძე].

ერთ საათიანი საუბრის მანძილზე შევთანხმდით, სავარაუდოდ 2013 წ. 10 ოქტომბრისათვის ერთობლივი ბრიფინგის გამართვის თაობაზე.