Print

29 სექტემბრის ქრონიკა

„ნიჭიერი“-ს ჩაწერის თაობაზე

ფილარმონიაში 15.00 სთ-ზე მისულებს - მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ჯემალ ჯიქიას, პროგრამა „ნიჭიერი“-ს ხელმძღვანელმა, მათ მიერ წინასწარ გაწერილი შემდეგი გეგმა გაგვაცნო:

მთლიანი ჩაწერა რამოდენიმე ეტაპს მოიცავს, ესენია - სცენაზე გასვლამდე 2 წთ-იანი გასაუბრება; სცენაზე გასვლის წინ პროგრამის ორ წამყვანთან გამართული მცირე დიალოგი; სცენასთან მსხდომი ჟიურის წევრების წინ გამოსვლის 2-3 წთ-იანი დროის მონაკვეთი და დასასრულს, კვლავ პროგრამის კულისებში მყოფ წამყვანებთან გამომშვიდობების ნახევარწუთიანი წანაწერის გაკეთება. 

დადგენილი რეგისტრაციის გრაფიკის მიხედვით, უშუალოდ სცენაზე გასვლის წინ, პროგრამის მონაწილეებს უკვე მინიჭებულ რიგითი ნომრის მაჩვენებელ ნიშანს ამაგრებდნენ.

მიხეილ [გელა] სალუაშვილისთვის განკუთვნილი რიგითი ნომრის მაჩვენებელი - „8348“ აღმოჩნდა. თავად ამ რიცხვის თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

1. კოდი: „8348“, თავი და ბოლო ციფრთა ჯამითა [8 + 8 = 16] და შუაში განთავსებული 34“-ით [რაც თავის მხრივ „სამ-ოთხეზე“ მიგვანიშნებს], ქართული ანბანის მე-16 და 34-ე რიგითი ნომრების მქონე ასო-ნიშნების: „ო“ [რომელიც ქარაგმით იძახის - „უფალო“] და „ჴ“ [„ხარ] -ის არსობრივი მხარის გათვალისწინებით, უფლისმიერი ნების გადმოსაცემად აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მისულებს, გვაუწყებდა:

ა) „16 [ო = 16] ხარ [ჴ = 34]“; და 

ბ) „ხარ“ [ჴ = 34] „უფალო“ [ო = 16].

კოდირებული 16-ის კიდევ ერთხელ დაფიქსირება კარგად გვენიშნა, თუმცა ამის თაობაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ;

2. მეორეს მხრივ, კოდირებული - „8348“-ის ჯამური მაჩვენებელი: „8 + 3 + 4 + 8 = 23“, ზუსტად ემთხვევა, არამარტო 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არცევნებში მონაწილე კანდიდატების საერთო რაოდენობას, არამედ ხსენებული ჟიურის იმ წამყვანი წევრის გვარისმიერ [„ფარულავა“] მინიშნებას, რომელთანაც დიალოგის ფონზე წარიმართა კიდეც ჩემი სცენაზე გამოსვლის 3 წუთიანი მონაკვეთი.

დიახ, გვარ: „ფარულავა“-ში შე-ფარ-ული კოდ ფარ-ულავა“-ს პირველი წევრი - ფარ“-ი, ქართულ ანბანში ამ ასო-ნიშნის რიგითი ნომრის მიხედვით, კვლავ 23-ზე გვანიშნებდა. 

სცენაზე გამოსვლისას, მოკლე წარდგენის შემდეგ, განვაცხადე:

„საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა... მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!

დარბაზში მსხდომნი, რომლებიც, ძირითადად,  გასართობად იყვნენ მოსულნი ერთგვარი, აგრესიით შეხვდნენ ამ სიტყვებს... ჟიურის ერთ-ერთ წევრს [გეგა ფალავანდიშვილს] კითხვის პასუხად განვუცხადე, რომ მათთან ჩემი წარდგომის მიზანი არა ე.წ. მეორე ტურში გასვლა, არამედ საქართველოს მისიის თაობაზე განაცხადის გაკეთება გახლდათ.

მთელი დარბაზი თითქოსდა ყალყზე შედგა - სანახაობის მომლოდინეთ ჩემი მოსმენის ძალა აღარ შესწევდათ. მეც, ჩავთვალე რა ჩემი მათ წინაშე შემდგომი დაყოვნება უაზროდ, მართებული არჩევანის გაკეთება ვუსურვე და - სცენა დავტოვე.

იმავე საღამოს, სოციალურ ქსელ - „ფეისბუქში“, ასეთი სახის მიმართვა გავავრცელეთ:

მიხეილ [გელასალუაშვილი:

მადლობა / "რუსთავი -2"- პროგრამა "ნიჭიერი"  -   

შემოქმედებით  კოლექტივსრომელმაც შესაძლებლობა მომცა 

[მათი ტრიბუნიდან მიმეწვდინა ხმა მათთვის ვინც "ელის"... და

განმეცხადებინა შემდეგი:

საქართველოსა და ქართველებს,ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს 

დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის 

ბოლო ჟამის დადგომა:  

მაშვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ

ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!“

2013 . 29 სექტემბერი“.