Print

"ჯვარს აცვი იგი...", ანუ...

„...მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ:

ჯვარს ეცვას!“ [მათე 27,23]

 

წინასაპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და მათ პროექტში მონაწილეობა შემოგვთავაზეს.

ტელევიზიაში მისულებმა, მათ შემოთავაზებაზე თანხმობა იმ პირობით განვაცხადეთ, თუკი ეს პროექტი ხელს შეუწყობდა, არა - ჩემი, როგორც - პრეზიდენტობის კანდიდატის პიროვნული გამორჩეული ნიჭის წარმოჩენას, არამედ საშუალება მომეცემოდა ჩვენი ქვეყნის იმ დიდ როლზე მელაპარაკა, რასაც - საქართველოს სულიერი მისია ჰქვია.

ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერში“ მონაწილეთა წინასწარი ჩაწერები სამი დღის მანძილზე - 28, 29 და 30 სექტემბერს მიმდინარეობდა. როგორც უკვე ვწერდით, მათივე გადაწყვეტილებით „ფილარმონიაში“ დაგეგმილ ჩაწერაზე მისვლა - 29 სექტემბერს შემოგვთავაზეს. ჩემთვის განკუთვნილი ე.წ. ნომრის - „8348“ თაობაზე, კერძოდ ვწერდით:

- „...მეორეს მხრივ, კოდირებული - „8348“-ის ჯამური მაჩვენებელი: „8 + 3 + 4 + 8 = 23“, ზუსტად ემთხვევა, არამარტო 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საერთო რაოდენობას, არამედ ხსენებული ჟიურის იმ წამყვანი წევრის გვარისმიერ [„ფარულავა“] მინიშნებას, რომელთანაც დიალოგის ფონზე წარიმართა კიდეც ჩემი სცენაზე გამოსვლის 3 წუთიანი მონაკვეთი.

დიახ, გვარ: „ფარულავა“-ში შე-ფარ-ული კოდ „ფარ-ულავა“-ს პირველი წევრი - „ფარ“-ი, ქართულ ანბანში ამ ასო-ნიშნის რიგითი ნომრის მიხედვით, კვლავ 23-ზე გვანიშნებდა. 

სცენაზე გამოსვლისას, მოკლე წარდგენის შემდეგ, განვაცხადე - „საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა... მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!

დარბაზში მსხდომნი, რომლებიც, ძირითადად,  გასართობად იყვნენ მოსულნი ერთგვარი, აგრესიით შეხვდნენ ამ სიტყვებს... ჟიურის ერთ-ერთ წევრს [გეგა ფალავანდიშვილს] კითხვის პასუხად განვუცხადე, რომ მათთან ჩემი წარდგომის მიზანი არა ე.წ. მეორე ტურში გასვლა, არამედ საქართველოს მისიის თაობაზე განაცხადის გაკეთება გახლდათ.

მთელი დარბაზი თითქოსდა ყალყზე შედგა - სანახაობის მომლოდინეთ ჩემი მოსმენის ძალა აღარ შესწევდათ. მეც, ჩავთვალე რა ჩემი მათ წინაშე შემდგომი დაყოვნება უაზროდ, მართებული არჩევანის გაკეთება ვუსურვე და - სცენა დავტოვე.

იმავე საღამოს, სოციალურ ქსელ - „ფეისქბუქში“, ასეთი სახის მიმართვა გავავრცელეთ: მიხეილ [გელა] სალუაშვილი: მადლობა / "რუსთავი -2"- პროგრამა "ნიჭიერი"- შემოქმედებით კოლექტივს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა [მათი ტრიბუნიდან მიმეწვდინა ხმა მათთვის ვინც "ელის"... და] განმეცხადებინა შემდეგი: „საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა:  მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!“ 2013 . 29 სექტემბერი“.

და აი, 2013 წ. 29 სექტემბერს გაკეთებული, ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს ჩანაწერი, ტელეეთერში ზუსტად 23-ე დღეს [29,30 ... 20,21], ანუ  - 21 ოქტომბერს გადაიცა.

ეკრანიდან ნაჩვენებმა დამონტაჟებულმა ჩანაწერმა - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: მთელი ჩანაწერი ისე იყო მიჭრილ-მოჭრილი, რომ ჩემი მათთან გამოსვლა ყოვლად უაზრო კონტექსტში წარმოეჩინათ. კერძოდ:

1. ჩემი გამოსვლის წინასიტყვაობა, რომელიღაც შუა მონაკვეთიდან ამოღებული სიტყვებით დაიწყეს, რითაც ერთგვარად გაუგებარი გახდა ამ პროექტში ჩემი მონაწილეობის მთავარი მიზანი;

2. საქართველოს სულიერ მისიაზე საუბრის მონაკვეთი ისე იყო „დაჩეხილი“, რომ რაც შეიძლება უაზროდ წარმოჩენილიყო [მაგ. წინადადების ფრაგმენტი: „...ეს მისია მდგომარეობს, არც მეტი არც ნაკლები იმაში“ შუაზე იქნა გაწყვეტილი, და ნაცვლად მისი გაგრძელებისა: „რასაც მეორედ უფალ იესუ ქრისტე გაცხადების წინარე დროის დადგომის დადასტურება ჰქვია“, გრძელდებოდა სულ სხვა კითხვის პასუხიდან ამოგლეჯილი მონაკვეთით: „ჩემი, როგორც პრეზიდენტის კანდიდატის რანგში ჩართვა ამ საპრეზიდენტო კამპანიაში...“ და ა.შ.];

3. მათ მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული ჩემი პასუხები გადაადგილებული იყო, კერძოდ ერთი კითხვის პასუხად [მაგ. „როგორ შეაგროვეთ 50.000 ხელმოწერა?“] დამონტაჟებული იყო სულ სხვა კითხვაზე [მაგ. ნომრის („8348“) თაობაზე] გაცემული პასუხი, რაც თავად კითხვა პასუხის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს; და სხვა.

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით, უდიდესი მისტერიული არსის მატარებელი გახლდათ, არა მარტო ე.წ. ჟიურის დამოკიდებულება იმაზე, რასაც, ჩემს მიერ, მათ წინაშე საქართველოს უდიდესი სულიერი მისიის არსის გაჟღერება ჰქვია, არამედ ფილარმონიის დარბაზში მსხდომთა ის რეაქციაც, რაც ეკრანიდან ჩანდა. და აი როგორ:

 - როგორც ვიცით, რომის იმპერიაში გლადიატორთა, ან დამნაშავედ მიჩნეული რომელიმე პირის მიმართ ე.წ. მაყურებელი, თავის პოზიციას, ხელის ცერა თითის მდგომარეობის დაფიქსირებით გამოხატავდა. კერძოდ - ზემოთ აწეული ცერა თითი შეწყალების, ხოლო ქვემოთ დახრილი ცერა თითი - სიკვდილის [ჯვარცმის, თავისკვეთის და სხვა] განაჩენის მოთხოვნად ითვლებოდა.

ბიბლიური მინიშნების გაცნობამდე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო კამპანია, თავისი მისტერიული ფორმით - ძე კაცისას მიერ გასავლელი ე.წ. „ჯვარცმისეული გზის“ არსობრივი ნიშნითაა სახელდებული.

21 ოქტომბერს ტელე-ეთერში გასული ჩანაწერიდან კარგად ჩანდა დარბაზში მსხდომთა მხრიდან - ხელის ცერა თითის დაბლად დახრილი მდგომარეობის დემონსტრაციული დაფიქსირება, რაც ჩემთვის, როგორც სცენაზე მყოფი „დამნაშავის“ [რომელმაც მათ არა რაიმე გასართობი სანახაობა შესთავაზა, არამედ საქართველოს სულიერ მისიაზე დაუწყო საუბარი] მიმართ „სასიკვდილო განაჩენის“ გამოტანის ტოლფასი გახლდათ.

ამ კუთხით, ერთის მხრივ - 29 სექტემბერს, ხოლო მეორეს მხრივ 21 ოქტომბერს ყველას დასანახად მისტერიული ფორმით გათამაშდა ის სცენა, რაც სახარებაში ასეთი  სახითაა წარმოჩენილი:

- „ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ რა ვუყო იესუს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო მას: ჯვარს ეცვას! ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა მან? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!“ [მათე 27,22-23];

- „ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!“ [მარკ. 15,13];

- „...ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!..

ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ“ [ლუკა 23,21; 23].

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მათდა გასაგონად ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ბოლო ჟამში, ე.წ. „ჯვარცმისეული გადაწყვეტილების“ მიღების შესაბამისი ეტაპის დროითი მიჯნა - 2013 წ. 29 სექტემბრისა და 21 ოქტომბრით გამოიკვეთა, ანუ მისტერია ნორმით სრულდება. 

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი; დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!