Print

წინასაპრეზიდენტო მარათონის ქრონიკები

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა

მარათონის ქრონიკები

წინასაპრეზიდენტო მარათონი - 2013 წ. 18 მაისის „ლასკარი“-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო, რომელშიც ვკითხულობთ - „...კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, დასახელებულ იქნეს სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისაუფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე -  მიხეილ (გელა) სალუაშვილი“ [იხ. გაზ. №20(865), გვ.2].

გარკვეული სამუშაოების წარმართვის ბოლოს, აღნიშნული გადაწყვეტილების განსაჯარისების მიზნით პირველი ბრიფინგი, პარტიის შტაბ-ბინაში ჩატარდა - „- 25 ივნისს „ლასკარში“ გამართული ბრიფინგი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის გასაგონად, პირველად გაჟღერდა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გადაწყვეტილება, იმავე დღის 23.05 სთ-ზე [განმეორებით მეორე დღეს - 9.43 სთ-ზე] გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე...“ [იხ. გაზ. №25(870), გვ.4].

არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, 2013 წ. 3 ივლისს ცესკოში წარდგენილი  განცხადების საფუძველზე, ცესკომ გადმოგვცა მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად განკუთვნილი სპეციალური ბლანკი [იხ. გაზ. №26(871), გვ.8].

ხელმომწერთა სიის საჭირო რაოდენობის [22 ივლისი]  წარდგენის შემდეგ - 2013 წ. 26 ივლისს ცესკომ ოფიციალურად დაგვარეგისტრირა, როგორც არჩევნებში მონაწილე პირველი ოფიციალური კანდიდატი [იხ. გაზ. 29(874) და გაზ. №30(875)].

წინასაპრეზიდენტო მარათონის მანძილზე, სხვადასხვა ტელე-სივრცეში ჩვენი გამოსვლების დანომრითი თანამიმდევრობა ასეთი გახლავთ:

№1 - 25 ივნისი: „ლასკარში“ გაიმართა ბრიფინგი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის გასაგონად, პირველად გაჟღერდა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გადაწყვეტილება, იმავე დღის 23.05 სთ-ზე [განმეორებით მეორე დღეს - 9.43 სთ-ზე] გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე;

№2 – 12 ივლისი: „...ცესკოს მხრიდან, 2013 წ. 27 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში, დღეისათვის დარეგისტრირებული კანდიდატების განაცხადის სიის ტ/კ „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გაშუქების მეორე დღეს - 12 ივლისის 16.00 სთ-ზე, ჩვენს საზოგადოებრივ მდივან ბატონ ჯემალ ჯიქიასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ლასკარში გვეწვია ტ/კ „იმედის“ გადმღები ჯგუფი [კოესპონდენტი ქ-ნი თამარ ჩიხლაძე და ოპერატორი ბ-ნი გიორგი წულაია]. თითქმის 50 წთ-იანი საუბრის ჩაწერის შემდეგ, ტ/კ „იმედის“, 12 ივლისის საინფორმაციო პროგრამაში - „ქრონიკა 20..00 სთ-ზე“, 20 სთ. 26 წთ-დან გაშვებულ 3 წთ. და 55 წმ-იან სიუჟეტში, ჩვენ 2 წუთი და 15 წამი [20 სთ. 27 წთ. 50 წმ. – 20 სთ. 30 წთ. 05 წმ] „დაგვითმეს“ [იხ. გაზ. №28(873), გვ.4].

№3, 4, 5, 6 - 16 ივლისს რამოდენიმე საეთერო გამოსვლა გვქონდა:

15 ივლისს, ჯერ - „ფეისბუქის“, და შემდეგ - ტელეფონით დაგვიკავშირდა საინფორმაციო სააგენტო - „ფრონტ ნიუსის“ წარმომადგენელი - გიორგი ხუხია, და გვთხოვა - 16 ივლისს, 12 სთ. 30 წთ-ზე მათთან გასამართ პრესკონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა. პრესკონფერენციაზე, ნახევარი საათის მანძილზე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებათა კორესპონდენტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას საშუალება მოგვეცა შედარებით სრულად გადმოგვეცა, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ზოგადი მონახაზი. პრესკონფერენციის მოკლე ანონსი იმავე დღეს გადაიცა ტ/კ-ების - იმედი, 1 არხი, რუსთავი - 2 ეთერით.

16 ივლისს, დაგვიკავშირდნენ ტ/კ „კავკასიიდან“, და გვთხოვეს მონაწილეობა მიგვეღო მათ სტუდიაში [წამყვანი - ალექსანდრე ელისაშვილი], 22 სთ. 55 წთ - დან დაგეგმილ პირდაპირ გადაცემაში“ [იხ. გაზ. 28(873), გვ.6].

№7, 8, 9 – 18 ივლისი:

ტ/კ „ობიექტივის“ დილის გადაცემაში: 10 სთ. 30 წთ. – 11 სთ. 30 წთ-ამდე,  ტელეჟურნალისტების [ჭიაურელი შორენა, მაღალაშვილი ირაკლი, გაბრიჭიძე გია] შეკითხვებზე პასუხისას შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ზოგადი ნაწილი წარგვედგინა ტელემაყურებლისათვის.

ამავე -  18ივლისს, 21სთ. 15 წთ-ზე პალიტრა ტვ“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - სოციოგრამა“, მოხდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის წარდგენა. საპრეზიდენტო პროგრამაზე საუბარი უახლოესი მომავლისათვის დაიგეგმა.

18 ივლისს, განმეორებით მოგვიწვიეს ტ/კ „ობიექტივის“ უკვე საღამოს ეთერში. ტელეჟურნალისტ - ბონდო მძინარაშვილთან საუბრის ორი საათის მანძილზე, ზოგადი მონახაზი გაკეთდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამისა და ბატონ ზვიად გამსახურდიას როლის თაობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში [იხ. გაზ. 28(873), გვ.6-7].

№10 – 26 ივლისი:

24 ივლისს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების, ცესკოში მიმდინარე, შემოწმების დროს დაგვიკავშირდნენ ტ/კ „ინფო-9“-ის კორესპონდენტები და მათ მიერ დაგეგმილი ახალი რუბრiკისათვის „სტუმრად პრეზიდენტობის კანდიდატთან“, ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეს.

ცესკოს შენობასთან მოსულმა ორმა ტელეოპერატორმა დიდხანს არჩია ინტერვიუს ჩაწერისათვის შესაფერისი ადგილი, და ბოლოს მე და კორესპონდენტს [მერიკო კარტოზიას] - იქვე განთავსებული სკვერის ერთ-ერთი ხის ძირას „მიგვიჩინეს“ ადგილი. ინტერვიუ, რუბრიკისათვის განკუთვნილი 20-25 წუთის ნაცვლად - 50 წუთამდე გაგრძელდა [საბოლოოდ - „ინფო 9“-ს გვერდზე 26 ივლისს განთავსებული ჩანაწერი - 20 წთ. 29 წმ.-ის ხანგრძლივობისაა] [იხ. გაზ. 29(874), გვ. 4].

№11, 12 – 26 ივლისი:

26 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ფრონტ ნიუსის“ პრეს-კლუბში [აწყურის ქ. 41] ჩატარებულ ბრიფინგზე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა - ჯემალ ჯიქიამ, საქართველოს ამომრჩევლების გასაგონად, წაიკითხა პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბიოგრაფია... აღნიშნული ბრიფინგის ვიდეო ჩანაწერი 26 და 27 ივლისს სამჯერ გავიდა საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხზე. მცირე რეპორტაჟი გადაიცა ტ/კ მე-9 ეთერში... [იხ. გაზ. 30(875), გვ. 5].

№13 – 28 ივლისი:

2013 წლის 25 ივლისს „ლასკარში“ გვესტუმრა ტ/კ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთა ჯგუფი - თენგიზ გოგოტიშვილის, ანი გოგოსაშვილისა და ლევან თეთვაძის შემადგენლობით. ერთსაათიანი ინტერვიუდან, კვირას, 28 ივლისს, 21.00 სთ-ზე, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში ჩვენ მხოლოდ ორიოდე წუთი გამოგვიყვეს;

№14 - 29 ივლისს:

საინფორმაციო სააგენტო „რე ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, და მის მიერ ცესკოში, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებად დანიშნულმა - ჯემალ ჯიქიამ და წმ. სამების ტაძრის დიაკვანმა მამა ელიზბარმა [დიაკონიძე];

№15 – 30 ივლისი:

საინფორმაციო სააგენტო „პირველი რადიო 106,4“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის პირველი ნაწილის თაობაზე. 40 წუთის განმავლობაში, მოკლედ გაშუქდა საქართველოს სულიერი მისიის გამომკვეთი ის ნიშნები, რომლითაც ბოლო ჟამის დადგომა გვიდასტურდება. მიზეზთა გამო, „პირველი რადიო 106,4“-ის ეთერში, ჩატარებული ბრიფინგი, მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებში აისახა [გადაიცა 2 წუთიანი სიუჟეტი];

№16 -31 ივლისი:

ტ/კ „მეცხრე არხს“, ლასკარის საზოგადოებრივ მდივან, ბატონ ჯემალ ჯიქიათან ერთად ვეწვიე. გადაცემა „ცხელი შუადღე“ -ს პირდაპირ ეთერში ჩემი და შალვა რამიშვილის დიალოგი - 13.38 წთ-დან ვიდრე 14.00 სთ-მდე გაგრძელდა;

№17 - 1 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, გავაშუქეთ ბოლო ჟამში საქართველოს სულიერი მისიის არსობრივი მხარე [იხ. გაზ. 30(875), გვ. 4-7];

№18 - 5 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო - „რეალ ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, დეტალურად ვისაუბრეთ 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებისა და 1992 – 2012 წლებში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების საკითხსა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი 5-6 აგვისტოს სამჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის ეთერით;

№19, 20  – 6 აგვისტო:

ლასკარში გვეწვია საინფორმაციო სააგენტო - „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი დავით გულედანი. დაგეგმილი 3 წუთიანი აუდიო ჩანაწერის მომზადების მიზნით წარმართული საუბარი 15-16 წუთი გაგრძელდა;

ტ/კ „ობიექტივის“ გადაცემაში - „დიალოგი პირდაპირ ეთერში“ [წამყვანი - მაკა რაზმაზე], ერთი საათის მანძილზე, დეტალურად განვიხილეთ, 1992 – 2012 წლებში ქვეყანაში არსებული - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკური შეფასების საკითხები, და ამ სამართლებრივ ბაზაზე ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

№21 - 7 აგვისტო:

სახლში გვეწვია ტ/კ „მირ“-ის გადამღები ჯგუფი. ოჯახურ გარემოში წარმართული საუბრის გადაღება 40 წთ-მდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, 9 აგვისტოს ტ/კ „მირ“-ს 16.00, 19.00 და 22.00 საათიან საინფორმაციო გადაცემაში გასული სიუჟეტის ხანგრძლივობამ -  წთ. 54 წმ.  შეადგინა.

№22 - 8 აგვისტო:

ტ/კ „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში [წამყვანი - დავით აქუბარდია], საშუალება მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველ ნაწილსა [საქართველოს სულიერი მისია] და მეორე ნაწილის პირველ საკითხზე [რეჟიმის გასამართლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები], თითქმის 50 წთ-ის მანძილზე დეტალურად გვესაუბრა [იხ. გაზ. №31(876), გვ. 2-3];

№23 -9 აგვისტო:

ლასკარში გვეწვია ტ/კ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი. ჟურნალიტ მარიამ გაფრინდაშვილთან გამართული ნახევარსაათიანი საუბრის „შედეგი“, 10 აგვისტოს საინფორმაციო პროგრამაში - „კურიერი 9 საათზე“ გასულ სიუჟეტში მხოლოდ 1 წუთის ხანგრძლივობით გავიდა [21 სთ. 18,29 – 19,24 წთ.];

№24 - 12 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მესამე ნაწილი. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის: 1. ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა [სამხარეო პრინციპი] და 2. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის - ორპალატიანი სისტემით აგების საკითხები“.

№25 - 13 აგვისტო:

სატელეფონო ინტერვიუ შედგა - „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუინ“-ის [ერთსულოვნება] ჯურნალისტთან - ალექსანდრე ოგანესიანთან. როგორც საუბარში გაირკვა, ისინი, საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში, თავისი ახალი რუბრიკის დაწყებას ჩემთან აღებული ინტერვიუს გამოქვეყნებით აპირებდნენ.

№26 - 15 აგვისტო:

ტ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში [წამყვანი გია გაბრიჭიძე] ვისაუბრე ბოლო ჟამში საქართვე;ლოს სულიერი მისიის, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე აგების საკითხებზე;

№27 - 16 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს პრეს-კლუბში, სპეციალური ბრიფინგი გავმართეთ. თემა - ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილის გადადგომის შემდგომად შექმნილი მდგომარეობა. აღნიშნული მასალა გაშუქდა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამაში [18 სთ. და 18,20 წთ. და 21 სთ. და 32 წთ.], სრული ჩანაწერი გადაიცა მეორე არხის ეთერში [იხ. გაზ. 32(877), გვ. 4-6];

№28, 29 – 19 აგვისტო:

ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამაში - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ გათალისწინებული - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის“ გაშუქების მიზნით, 2013 წლის 19 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში ბრიფინგი ჩავატარეთ, რომლის მოკლე მიმოხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჯერ - საინფორმაცი პროგრამა „მოამბე 12 საათზე“, ხოლო შემდგომად, ბრიფინგის შედარებით სრული ვარიანტი მეორე არხის ეთერში 19 და 20 აგვისტოს სამჯერ გადაიცა [15:00 სთ. – 18:00 სთ. – 21:00 სთ. – 09:00 სთ];

№30 – 20 აგვისტო:

ამავე თემაზე, მ/კ „ობიექტივის“ ერთ-ერთ წამყვანთან - მაკა რაზმაძესთნ მიღწეული წინასწარი შეთნხმებისამებრ, მათ პირდაპირ ეთერში ნაწილობრივ [შეზღუდული დროის ფარგლებში] ვისაუბრეთ;

№31 – 21 აგვისტო:

მ/კ „ობიექტივში“, გაზეთ  „საქართველო და მსოფლიო“-ს რედაქციისათვის განკუთვნილ ერთ საათიან დროში, გადაცემის წამყვანის ჯაბა ჟვანიას შემოთავაზებით, მონაწილეობის მისაღებად მივედით მე და მამა ელიზბარი (დიაკონიძე). დაახლოებით ნახევარი საათის ფარგლებში, შესაძლებლობა მომეცა შეძლებისდაგვარად სრულად გამეშუქებინა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი;

№32 – 22 აგვისტო:

საზოგადოებრივი არხის მაუწყებლობის პირველი არხის ჟურნალისტებმა სექტემბრის პირველი კვირიდან დაგეგმილ გადაცემათა ციკლის - „პოლიტიკური კვირის“ გახსნის მიზნით, წინასწარ ჩაწერაზე მისვლა 22 აგვისტოსათვის შემოგვთავაზეს. ერთსაათიანი ჩანაწერი [წამყვანი - ქეთევან ბოჯგუა], მოგვიანებით არხზე განხორციელებული რეორგანიზაციისა გამო ეთერში აღარ გასულა;

№33 – 22 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს ჟურნალისტებმა, მათთან მორიგი სტუმრობისას, გამიზიარეს თავიანთი ჩანაფიქრი - ჩემი თანხმობის შემთხვევაში, ჩემზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატზე მოკლე დოკუმენტური ჩანახატის გაკეთების თობაზე. ვიდეო გადაღების დღედ - 22 აგვისტო შეირჩა.

ჟურნალისტების - თამარ ბერძენიშვილისა და გოგა ზექალაშვილის ინიციატივით აუდი-ვიდეო ჩაწერა, ჯერ - ჩვენს ოფისში, შემდეგ ჩემთან სახლში (მუხიანი), და ბოლოს ბ-ნ ჯემალ ჯიქიას კერძო ეზოიან ბინაში (ვაშლიჯვარი) განხორციელდა.

ზოგადად, პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკაშირებული პირველი ფილმისათვის მცირე ინტერვიუები აიღეს - დედაჩემისგან (ნანული ერქვანიძე), ბატონების - ჯემალ ჯიქიას, ბეჟან შერგელაშვილის, ლევან ჩოხელისა და მევლუდ მამადაშვილისაგან. ინტერნეთ სივრცეში გავრცელებული ფილმის ხანგრძლივობამ 15 წთ. შეადგინა [იხ. გაზ. №33(878), გვ.4-8];

№34 – 26 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა ორ საკითხი:

1.  10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეექვსე ნაწილი, რომელიც - „საქართველოში მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების“ თემატიკას მოიცავს.

2. ცესკოში, 12 აგვისტოს შემდგომად შექმნილი მდგომარეობის ის დეტალები, რომლითაც მოსალოდნელი სამართლებრივი შეუსაბამობების თავიდან აცილებაა შესაძლებელი;

№35 – 28 აგვისტო:

მ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში, განმეორებით გაუშვეს 21 აგვისტოს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა;

№36 - 2 სექტემბერი: საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა,  10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეშვიდე ნაწილი, რომელიც  - „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს“ ეხება;

№37, 38, 39, 40  -3 სექტემბერი

იპოთეკარების მიერ მთავრობის კანცელარიასთან მოწყობილ საპროტესტო მიტინგზე მონაწილეობისას - პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ, წარმოდგენილი იქნა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული პრობლემის მოგვარების მექანიზმი. ამ დღეს მიმდინარე აქციის მასალები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის; „რუსთავი 2“-ის; „იმედი“-სა და „მაესტრო“-ს ეთერში;

№41, 42 - 2013 წ. 6სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში  გაშუქდა „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნული მასალა სრულად გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე. მოკლე ანონსი გაშუქდა ტ/კ „რუსთავი -2“-ის ეთერით [იხ. გაზ. 35(880), გვ. 6-8];

№43 - 9 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში წარმოვადგინეთ: საქართველოში - პრეზიდენტის, როგორც აღმასრულებელი სახელისუფლო ვერტიკალის ერთადერთი მეთაურის საკითხის დარეგულირების  მექანიზმი. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ყოფნისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებასთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების გატარების საკითხები. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი, იმავე დღეს, რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხზე [იხ. გაზ. 36(881), გვ. 6];

№44 - 16 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში წარმოდგენილი იქნა, 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეცხრე ნაწილი, რომელიც „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების თემატიკას“ ეხება.

კერძოდ, განხილული იქნა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სისტემური ცვლილებისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმ დღესვე გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე;

№ 45 - 17 სექტემბერი:

რადიოუცნობისგადაცემაშიინტერნეტკაფე" . FM 98.1 14.15 სთ-ზე რადიო წამყვანის - ნიკა ლაჭყებიანის ინიციატივით] მოხდა 5 წუთიანი პირდაპირი ჩართვა - პრეზიდენტობის კანდიდატთან: მიხეილ [გელა] სალუაშვილთან;

№465 – 17 სექტემბერი:

ტ/კ „კავკასია“-ს პირდაპირ ეთერში, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობის კანდიდატთან: მიხეილ [გელა] სალუაშვილთან [წამყვანი დავით აქუბარდია]. განხილული იქნა - „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების თემატიკა“;

№47, 48 - 20 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესზე ჩემს დაბარებასთან  დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გავმართეთ. აღნიშნული ჩანაწერი, პარლამენტის სხდომის პირდაპირი ჩართვის გამო, მხოლოდ მცირე მონაკვეთის სახით გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე, ხოლო პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ 16 და 19 სთ-იან გამოშვებაში ერთ წუთიანი სიუჟეტი დაეთმო [იხ. გაზ.№37(882), გვ. 1-5];

№49 - 21 სექტემბერი:

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს, საზოგადოებრივი რადიოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 17.30 სთ-დან, გადაცემაში - „გენდერი და პოლიტიკა“, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობისკანდიდატთან მიხეილ [გელასალუაშვილთან [წამყვანი - ლელა კურდღელაშვილი];

№50 -23 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა -„საქართველოში - პოლიტიკური სპექტრის ურთიერთ თანამშრომლობის ახალი მექანიზმის დეტალები“, კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის  თანამშრომლობის გაუმჯობესებისეული საკითხები. ბრიფინგის სრული ჩანაწერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დრეს გადაიცა [22 სთ. 39 წთ.];

№51-25 სექტემბერი:

ტ/კ „ტაბულას“ გადაცემა - „მძიმე კაცი“-ს წამყვანის დავით კოვზირიძის ინიციატივით, 3 ოქტომბერს [ხუთშაბათი], 22.45 სთ-ზე ღია ეთერში გასვლის მიზნით, განხორციელდა 20 წთ-იანი გადაცემის ჩაწერა, რომელიც 1 ოქტომბერს გავიდა ეტერში [იხ. გაზ. №38(883), გვ. 3-6];

№52 -29 სექტემბერს,

დაგვიკავშირდა ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს ხელმძღვანელი და მთხოვა მონაწილეობა მიმეღო ფილარმონიაში დაგეგმილ „ნიჭიერი“-ს პროექტის წინასწარ ჩაწერაში. აღნიშნული ჩანაწერი ტელე სივრცეში გადაიცა 21 ოქტომბერს;

№53 -30 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გააშუქა: საქართველოში - დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმის დეტალები კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში ქალთა უფლებების ის უნიკალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმ საკითხის მოგვარებას, რასაც - „დედა დაუბრუნდეს ოჯახს“ ჰქვია

№54, 55, 56 -

ოქტომბრის თვის 1-2 და 4 რიცხვებში საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში სამი ბრიფინგი ჩატარდა, რომლებიც დაეთმო - საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალებს. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები [რეინკარნაციის არსი, მაცხოვრის მეორედაც შობით მოსვლა, საქართველოს მისტერიული როლი და ა.შ.].

№57 - 3 ოქტომბერს,

სახლში მოსულმა ტ/კ „აჭარა“-ს გადამღებმა ჯგუფმა, პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მცირე ვიდეო ჩანახატი გააკეთა, რომელიც იმავე დღეს, მათი ტელევიზიის ეთერით გადაიცა [იხ. 20 სთ. და 45 წუთიდან];

№58, 59 - 7 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი [მეორე ნაწილი]. აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით; ინფორმაცია გავიდა 1-ლი არხის საინფორმაციო გადაცემა - „მოამბეში“.

№ 60, 61  - 8და 9 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის ის დეტალები, რომლებშიც განხილულია - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი ბიბლიური მინიშნებანი. აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით;

№62, 63, 64  -10ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილის დეტალები, კერძოდ: 1. იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემისა და 2. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასადგმელი საკანონმდებლო რეგულაციის საკითხები.

აღნიშნული ბრიფინგის პირდაპირი გადაცემა ხდებოდა ინტერნეტ სივრცეში მაუწყებელ, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორიგე“-ს ელ. გვერდზე. სრული ჩანაწერი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში. 1-ი არხის საინფორმაციო გადაცემაში გაშუქდა შეხვედრის მცირე მონაკვეთი.

№65 - 10 ოქტომბერი:

საზოგადოებრივი არხის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდია“-ს წამყვანთან [ეკა მიშველაძე] ერთად პირდაპირ ეთერში განხორციელდა საპრეზიდენტო პროგრამის თეზისური წარდგენა;

№66-11ოქტომბერი:  

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ე.წ. მარკირებისა და „აიდი“ ბარათების თემასთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი;

№67 - 14ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული: 1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული წარმომავლობის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და 2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან - „პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს ჩამოყალიბების საკითხები;

№68, 69 - 15ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილით გათვალისწინებულისპეციალური მიმართვა - ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძისადმი, მათ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერით.

ამავე დღეს, იგივე საკითხზე  მედია/კავშირი „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში [წამყვანი - მაკა რაზმაძე], ერთი საათის მანძილზე, ისაუბრეს - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და პრეზიდენტობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ჯემალ ჯიქიამ].

№70 - 16ოქტომბერი:  

რადიო „თავისუფლების“ [სიხშირე 107.4], პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის ორივე შემადგენელი ნაწილის თაობაზე;

№71 -16ოქტომბერი:

საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის  პირდაპირ ეთერში [წამყვანი - დოდო შონავა], გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს რელიგიურ [საქართველოს სულიერი მისია] და პოლიტიკურ ასპექტებზე.

№72 - 17ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური მიმართვა - გიორგი მარგველაშვილისადმი, მის მიერ საპრეზიდენტო მარათონიდან ჩამოჩილების მოწოდებასთან დაკავშირებით;

№73 - 17 ოქტომბერი:

„ლასკარში“ გვეწვია „სტუდიო რე“-ს გადამღები ჯგუფი [ჯურნალისტი ნინო გელაშვილი], რომელთანაც ჩაწერილი მოკლე ინტერვიუ, გაშუქდა 20 ოქტომბრის ტ/კ „მაესტრო -24“-ის, 19.00 სთ. საინფორმაციო გადაცემაში; 

№74 - 18 ოქტომბერი:  

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა  საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილი. კერძოდ განხილულ იქნა რუსეთ - საქართველოს ომთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი: 1. ვინ დაიწყო ომი; 2. რას ნიშნავს ე.წ. მცოცავი ოკუპაცია და სხვა. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში;

№75 - 18 ოქტომბერი:

ქ. გურჯაანში, ტ/კ „გურჯაანის“ პროგრამა - „ძალა უძალოთა“-ში [წამყვანი ლევან ალექსიშვილი], ერთი საათის მანძილზე, პირდაპირ ეთერში, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის ორივე ნაწილის თაობაზე; უპასუხა მაყურებელთა შეკითხვებს;

№76, 77 – 21 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში განხილული იქნება: 1991-1992 წ.წ. ტრაგიკული მოვლენების გამო ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი. აღნიშნული ბრიფინგის პირდაპირი გადაცემა ხდებოდა ინტერნეტ სივრცეში მაუწყებელ, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორიგე“-ს ელ. გვერდზე. სრული ჩანაწერი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში;

№78 – 22 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე შეჯამდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილი;

№79 – 22 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში, მიხეილ ანდღულაძის მონაწილეობით გაიმართა დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს [მიხეილ სალუაშვილი და თამაზ ბიბილური] შორის;

№80 - 22 ოქტომბერი:

ტელე/კომპანია „ტვ3“-ს პოლიტიკურ პროგრამა „დიდი პოლიტიკა“ -ს [წამყვანი - ინგა გრიგოლია] პირდაპირ ეთერში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის დეტალები;

№81 - 23ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში წაკითხული იქნება: მიმართვა ეროვნული სულისკვეთებით  მაფიქრალი საქართველოს მოქალაქეებისადმი;

№82 - 24 ოქტომბერი: საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში საბოლოოდ შეჯამდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალები;

№83 - 25ოქტომბერი:  

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში შეაჯამა წინასაპრეზიდენტო კამპანია.

ამდენად, 25 ივნისიდან ვიდრე 25 ოქტომბრამდელ 123 დღის მანძილზე, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაშუქება, სხვადასხვა სინფორმაციო საშუალებებში - 83-ჯერ იქნა გაშუქებული.

აქვე განსაკუთრებით უნდა გამოიყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი, რომლის ეთერშიც, ჩვენს მიერ [მეორედ მოსვლის ტემატიკის შემცველი] მთელი ამ დროის მანძილზე ჩატარებული ბრიფინგები, სრული ჩანაწერის სახით გადაიცემოდა.

და ბოლოს - მადლობა გვინდა შევწიროთ ღმერთს, რომელმაც შეგვაძლებინა 2013 წლის 27 ოქტომბრის წინასაპრეზიდენტო კამპანიის ისე წარმართვა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, ჩვენის მხრიდან არანაირი ფინანსური ხარჯი არ ყოფილა გაწეული.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!