Print

2013 წ. 27 ოქტომბრის მისტერია - პირველი ნაწილი

ბოლო ჟამის კუთხით დანახული

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

 

2013 წლის მთავარი მოვლენის - საპრეზიდენტო არჩევნების მისტერიული არსის გახსნამდე, ასეთი ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ.

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული გახლდით ქ. თბილისის №10 გლდანის ოლქის №88-ე საარჩევნო უბანზე [№184 ბაგა-ბაღი, მუხიანი 1 მ/რ]. ამომრჩევლის სიაში ჩემი ნომერი გახლდათ - №955.

როგორც უკვე ითქვა - „25 ივნისიდან ვიდრე 25 ოქტომბრამდელ 123 დღის მანძილზე, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული მასალა, სხვადასხვა სინფორმაციო საშუალებებში - 83-ჯერ იქნა გაშუქებული...“ [იხ. გაზ. №42(887), გვ. 8], რამაც შესაძლებლობა მოგვცა საჯაროდ გაგვეცხადებინა იმ მთავარი სათქმელის თაობაზე რასაც საქართველოს უდიდესი სულიერი მისია ჰქვია - დაამოწმოს უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინარე ჟამის მიმდინარეობა.

და აი, დასახული მიზნის შეძლებისდაგვარად ასრულების შემდეგ, არჩევნების დღეს, ამომრჩევლის რანგში პირადად ჩემს მონაწილეობას ბუნებრივია აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომაც თავად მე არ მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში და ჩემი კანდიდატურისთვისაც კი არ მიმიცია ხმა, რამეთუ ამ მარათონში გამარჯვება - არ გახლდათ ჩემი მიზანი...

შუადღის შემდეგ, დავით აქუბარდიამ დამირეკა და [ტ/კ „კავკასია“-ს პირდაპირ ეთერში] 22.30 სთ-ზე მის გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზა. მისი მხრიდან მოტივაცია რა გახლდათ ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადი იყო - მეძლეოდა შესაძლებლობა არჩევნებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ღიად გამეცხადებია 27 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებული კოდირებული მინიშნებების თაობაზე; ამიტომაც - დავეთანხმე.

პირდაპირ ეთერში გამოსვლის 20-25 წუთის მანძილზე, შეძლებისდაგვარად შევეცადე ამეხსნა 27 ოქტომბერს ასრულებული პროცესის ის მისტერიული მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც ამჟამად უფრო ვრცლად გვინდა გესაუბროთ.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახლდათ ბიბლიაში არსებული - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ით [3 ეზრა 12,21]  მოწვდილი მინიშნება. ამიტომ, მოდით ვცადოთ გავერკვეთ, თუ რა შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელია აქ ხსენებული კოდი - „დასასრული“.  

 

კოდირებული: „დასასრული“-ს არსისმიერი საკითხისათვის

ბიბლიური სწავლების თანახმად, კოდი - „დასასრული“ ორ პირობით არსისმიერ მხარეს გულისხმობს, ესაა:

1. „დროითი“ მინიშნებებით გამოკვეთილი მონაკვეთი და

2. უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება, ანუ განკითხვის დღის დადგომა.

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა თანამიმდევრულად შევიძლოთ.