Print

2013 წ. 27 ოქტომბრის მისტერია - მეორე ნაწილი

კოდირებული: „დასასრული“-ს არსისმიერი საკითხისათვის

ბიბლიური სწავლების თანახმად, კოდი - „დასასრული“ ორ პირობით არსისმიერ მხარეს გულისხმობს, ესაა:

1. „დროითი“ მინიშნებებით გამოკვეთილი მონაკვეთი და

2. უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება, ანუ განკითხვის დღის დადგომა.

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა თანამიმდევრულად შევიძლოთ.

 

1. „დროითი“ მინიშნებებით გამოკვეთილი მონაკვეთი

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ბოლო ჟამთან მიმართებაში ერთ-ერთ გასაღებს წარმოადგენს სახარებაში დაფიქსირებული შემდეგი მინიშნება:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს, გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ [მათე 24,3].

მთელი ბიბლია სწორედ ამ ნიშნებითაა გაჯერებული, რომელთა აცხადების თაობაზეც ვკითხულობთ:

„...ახლოვდება ჩემი სამსჯავრო. არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე [კოდია] და მცირეოდენთ, შენნაირებს [აქ - ბოლო ჟამში მაცხოვრებლებზეა მინიშნება]. ვუპასუხე და ვთქვი: აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის“ [3 ეზრა 8,61-63].

უშუალოდ იმის თაობაზე, თუ როდის უნდა აცხადდეს თავად ეს კოდირებული ნიშნები, პასუხი იქვეა მოცემული - „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როდესაც დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].

მაშასადამე, ბიბლია ერთის მხრივ გვამცნობს - უკანასკნელი ჟამის შესაცნობ ნიშნებს, მაგრამ არ გვეუბნება მათი აცხადების დროით ნიშანს; თუმცა, მეორეს მხრივ გვეუწყება, რომ ეს ყოველივე, ანუ დროის დაფიქსირება, სწორედ უკანასკნელ ჟამში მაცხოვრებელთა მიერ უნდა მოხდეს [იხ. „შენ თავად გაზომე დრო“]:

„გავიგე [აქ - თავად ნიშნების თაობაზე], მაგრამ ვერ მივხვდი [თუ როდის და სად მოსახდენზეა საუბარი]. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?

მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმინდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან...

შენ კი გასწი შენი ბოლოსკენ; განისვენებ [აქ - გარდაცვალება] და აღდგები [აქ - რეინკარნაციაზეა მინიშნება] შენი წილის მისარებად დღეთა დასასრულს“ [დან. 12,8-10; 13].

ამდენად, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის დადგომის ნიშნების ასრულების დროის გაზომვა, ანუ დაფიქსირება - მხოლოდ ბოლო ჟამში მცხოვრებთა წილხვედრია, მათი მისიაა..

ბოლო ჟამამდე მაცხოვრებელი ვერც ერთი თაობა ამას ვერ გააკეთებდა, რამეთუ ეს მხოლოდ ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენებს ეხება, და ბუნებრივია, თავად მათი აცხადების გარეშე, დამოწმება ვერც მოხერხდებოდა.

მოდით ეხლა იმ ნიშანთა ნაწილს გადავავლოთ თვალი, რომლებშიც სწორედ დროსთან მიმართებაში დაფიქსირებულ საძიებელ „დასასრულზეა“ საუბარი.

თავიდანვე უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერი, ღმერთის მიერ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიმდინარეობს:

- „საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული“ [3 ეზრა 4,37], რამეთუ გვეუბნება:

- „მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ“-ო [3 ეზრა 6,6]; და ამატებს:

- „ამიტომ გეუბნებით ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მომავალია წუთისოფლის დასასრულს“ [3 ეზრა 2,34].

თუ ერთგვარად შევაჯამებთ ზემოთქმულს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

1. ბიბლიაში მოცემული ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები - „საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,9] ;

2. ამ ნიშნების აცხადების, ანუ დამდგარი დროის თაობაზე მხოლოდ ბოლო ჟამში შეიძლება საუბარი [დამოწმება] - „შენ თავად გაზომე დრო“ [3 ეზრა 9,1];

3. ყველა ნიშანი თავის დროში აცხადდება, რამეთუ - „არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი“ [3 ეზრა 4,37];

4. მათ შესახებ კი - ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [დან. 12,10].

თავად ჩვენი სამყოფელი არეალი - დროში ჩაკეტილ სივრცეშია განივთებული, სადაც ყველაფერი იმ სამებისმიერ არსს ექვემდებარება, რომელსაც - დაიბადა [საწყისი], გაიზარდა [განვითარება], მოკვდა [დასასრული] ჰქვია.

ბიბლიური მინიშნებაც ასეთია -  „როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.

ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით“-ო [3 ეზრა 9,5-6].

დასასრულისეულ „ქმედებებსა და ნიშნებს“ კი, მათთვის განკუთვნილი ასრულებისეული დროითი საზღვრები აქვს, რომელთა არსში გარკვევაც მხოლოდ უზენაესის ნებაზეა დამოკიდებული. საუკუნეების მიღმიდან მომდინარე ვედრებაც სწორედ უზენაესისადმია მიმართული - „ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დროჟამის უკანასკნელი ამბები...“ [3 ეზრა 12,9].

ამდენად, ყველა ნიშანს თავისი აცხადების დრო აქვს, რომლის თაობაზეც მხოლოდ უკანასკნელ ჟამში შეიძლება დამოწმება.

ღმერთის ნებით, ამ, ანუ - დროში მოსახდენ ნიშანთა საწყისი უკვე ვიცით, ესაა - 70-წლიანი ჩრდილოეთის მეფის ტყვეობაში ყოფნის დრო [1921 -1991 წ.წ.]; პირობით ჯაჭვის რგოლებთან მიმართებაში კი ასეთი სურათი იხატება:

1. 70 წლის მიწურულს [1990 წ.], ასპარეზზე გამოდის „ცხებული“, ანუ „პირველი მეფე“ [საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია], რომელიც „სამოცდაორი შვიდეულის [434 დღე] შემდეგ“ [28.10/1990 წ. ვიდრე 06.01/1992 წ.] უნდა მოიკვეთოს; სწორედ ამ დროში იშლება  ჩრდილოეთის სამეფოც;

2. შემდეგ [1992 წ. 2 იანვარი] ასპარეზზე გამოდის ჯერ სამი „მეფე“ [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა], მოგვიანებით [7 მარტი 1992 წ.] ჩნდება მეოთხეც [ედ. შევარდნაძე], რომელიც, ნაწინასწარმეტყველებ 3,5 წელიწადში, იცილებს წინარე სამ „მეფეს“, და ხელსუფლებაში „არჩევნების“ გზით მოსვლიდან [1992 წ. 11 ოქტომბერი] 10,5 წლის გასრულების შემდგომად [2003 წ. 23 ნოემბერი] იძულებული ხდება დატოვოს თანამდებობა;

3. ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში ერთდროულად მოდის სამი „მეფე“ [სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე], რომელთაგან ხელისუფლებაში მარტოდ შემორჩენილი პირისათვის [მ. სააკაშვილი], მარტოდ დარჩენიდან [2008 წ. აპრილ - ივნისი] 3,5 წლის შემდეგ [2011 წ. ოქტომბერ - დეკემბერი] იწყება პირობითი „სამსჯავროსეული“ ეტაპი, რაც, თავდაპირველად, მისი [მ. სააკაშვილის] ძალაუფლების - ნაწილობრივი შეზღუდვაში გამოვლინდება [2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი];

4. შემდეგ იწყება ე.წ. ორხელისუფლებიანობა [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის მმართველობითი დრო], რომლის თაობაზეც ვკითხულობთ - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21].

თავად ამ დროის თაობაზე ასე გვეუწყება - „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის, ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“-ო [3 ეზრა 12,30].

ამ კუთხით, ხსენებული „ორი“-დან ერთ-ერთს: მ. სააკაშვილს - 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებითა და, კონსტიტუციის მიხედვით, აქედან ათვლით მესამე კვირა დღეს, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს გასამართ, ახლად „არჩეული“ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს - ოფიციალურად დაუმთავრდება პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დრო;

ხოლო  ხსენებული „ორი“-დან მეორე: ბ. ივანიშვილი, თავისივე სურვილის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას - 2013 წლის 24 ნოემბრისათვის გეგმავს.

მაშასადამე, თავად ამ ორი პიროვნების [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] სახელისუფლო ვერტიკალში ერთად ყოფნის დროითი ეტაპის ამოწურვის მიხედვით  [ანუ 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერი], თურმე რაღაც „დასასრული“-ს დადგომა გვეუწყება.

რის დასასრულზე უნდა იყოს აქ მინიშნება?

ამ კითხვის არსში გარკვევამდე, საჭიროა ამ საძიებელი „დასასრული“-ს კიდევ ერთი კუთხის თემატიკა გავარჩიოთ.