Print

2013 წ. 27 ოქტომბრის მისტერია - მეოთხე ნაწილი

3. დასკვნის მაგიერ

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით ზემოთ წარმოჩენილი კოდი „დასასრული“-ს ორივე არსისმიერი მხარე მთლიანობაში გავიაზროთ:

1. ერთის მხრივ:

- ბიბლიაში მოცემული ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები - „საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,9] ;

- ამ ნიშნების აცხადების, ანუ დამდგარი დროის თაობაზე მხოლოდ ბოლო ჟამში შეიძლება საუბარი [დამოწმება] - „შენ თავად გაზომე დრო“[3 ეზრა 9,1];

- ყველა ნიშანი თავის დროში აცხადდება, რამეთუ - „არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი“ [3 ეზრა 4,37];

- მათ შესახებ კი - „ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [დან. 12,10];

- და, რომ „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], ანუ გამოკვეთილია თავად ამ „დასასრულის“ დადგომის შესაცნობი ნიშანი...

2. მეორეს მხრივ კოდირებული - „დასასრული“, „განკითხვის დღესთან“, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, და, სწორედ ამიტომაც, მისი დადგომის - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

ამდენად, ბიბლიაში, ბოლო ჟამის დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება.

ყოველივე თქმულიდან ცხადია, რომ საძიებელი „დასასრული“-ს პირველი კუთხისმიერი არსის მიხედვით, ბოლო ჟამის მდინარებაში: 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერი არის ის პირობითი დროითი მიჯნა, როდესაც, ბიბლიაში, ბოლო ჟამის  გასააზრებელ - შესაცნობად დაფიქსირებული  ყველა იმ ნიშნით მოწვდილი [ასაცხადებელი] მოვლენის ეტაპი იწურება, რომელთა ასრულების თაობაზეც კონკრეტული დროის გამოთვლაა შესაძლებელი.

პარალელურად ამისა, 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან იწყება ბოლო ჟამში გასავლელი ისეთი დროითი მიჯნა, რომლის თაობაზეც რაიმე კონკრეტულ დროით მინიშნებას ბიბლია უკვე აღარ იძლევა, რამეთუ ეს მონაკვეთი უკვე - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებითა და განკითხვის დღის დადგომით უნდა დამთავრდეს, რომელი ჟამის თაობაზეც - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36]. 

მოდით მოვიძიოთ ამის დამადასტურებელი ბიბლიური მინიშნებანი.