Print

2013 წ. 27 ოქტომბრის მისტერია - მეხუთე ნაწილი

4. „უდროობისეული“ ეტაპის ბიბლიური ნიშნები

ბიბლიაში, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის აღმწერი ინფორმაციის შემდგომი თხრობა - გველის მიერ, სამოთხეში მყოფი ადამისა და მისი დედაკაცის ცდუნების გადმომცემი ტექსტით გრძელდება:

„გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომელიც გააჩინა უფალმა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1]. ამ ცდუნების შედეგად ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხეში ყოფნის უფლება.

წმიდა წერილის მიხედვით - „...ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ ურჩხულს, და ურჩხული და მისი ანგელოზები ებრძოდნენ მათ. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი სამყაროს მაცდური, გადმოვარდა ქვეყნად“ [გამოცხ. 12,7; 9].

იაკობ მოციქულის პირით უფალი გვაუწყებს - „ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარეთ. ხოლო საცდურში ნურავინ იტყვის ღმერთი მაცდუნებსო, ვინაიდან ღმერთი არ იცდუნება ბოროტით, და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს“ [იაკობ. 1,12-15].

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით - ეშმაკის, ანუ დასაბამისმიერი მაცდური გველის საბოლოო დამარცხება ხდება, მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი - უფალ იესუ ქრისტედ დიდებით მოსვლის შემდეგ - „ვინაიდან კაცის [აქ - ადამის] მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის [აქ - ძე კაცისას] მიერვე - აღდგომა მკვდართა.

და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. ხოლო თვითოეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე [აქ - ძე კაცისა], შემდეგ კი ქრისტესნი [აქ - მხარმარჯვნივ ყოფნის ღირსნი], მისი მოსვლისას;

და ბოლოს, აღსასრული, როცა გადასცემს სუფევას ღმერთსა და მამას, როცა გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას და ხელმწიფებას და ძალას. რადგანაც მას მართებს სუფევა, სანამ არ დაამხობს თავის მტრებს თავისსავე ფეხქვეშ; და უკანასკნელი მტერი განქარდება - სიკვდილი“ [1 კორ. 15, 21-26].

ამ დიადი ჟამის დადგომამდე ზეციდან გადმოვარდნილი ეშმაკის, იგივე დასაბამისმიერი ურჩხულისა და გველის მმართველობის, ანუ მმთავრობის ქვეშაა დედემიწაზე მცხოვრები ადამის მოდგმა.

ბოლო ჟამის დასასრული სწორედ ამ - გველის, ანუ ამ - წუთისოფლის მთავრის დამარცხებით დგება, როდესაც - „...განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს“ [იოანე 12,31].

ეს მცირე შესავალი დაგვჭირდა იმისათვის, რათა გვეთქვა, რომ - პირობითი წრე უნდა შეიკრას... სამოთხისეული ამბის თხრობით წარმოჩენილი მაცდური გველი, ბოლო ჟამის მიწურულს - ღიად უნდა გამოვიდეს სამოქმედო ასპარეზზე. ამ დროის მოახლოების მაუწყებელი მისტერიული ნიშნების თაობაზე კი, უნდა ითქვას შემდეგი:

აღმოსავლური კალენდრით მიმდინარე 2013 წ. - გველის წელიწადია. 2013 წლის 11 მაისს, ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“, საპრეზიდენტო კანდიდატად - გიორგი მარგველაშვილი დაასახელეს.

2013 წ. 8 ივნისით დათარიღებულ ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა - ღია წერილი „გველი მოვკალ უფლოსათვის...“, ანუ გაფრთხილება კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მათ მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს - ბატონ გიორგი მარგველაშვილს!“, რომელშიც გადმოცემულ მოვლენათა ანალიზის ბოლოს, კერძოდ ვწერდით - „...აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“, ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა...

ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში [ისევე როგორც მანამდეც], ყველა ფაქტს [მოვლენას] თავისი კოდირებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს გვარი - „მარგველაშვილი“, რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი...

2. „მარ[გველ]აშვილი“... ამ შემთხვევაში უკვე - გველ[ია]“ ხაზგასასმელი.

ხალხური მედიცინიდან, ცნობილია ასეთი შელოცვა:

„გველი მოვკალ უფლისათვის,

გველი მოვკალ უფლისათვის,

გველი მოვკალ უფლისათვის,

[აქა სამჯერ ჯვარი გადიწერე და სთქვი ესე ლოცვა]

ქიშფაშნით მოვალ,

ქიშფარ მაცვია,

ქიშფარ მარტყია...“

...XVI საუკუნის ხელნაწერზე მიწერილ შელოცვაში („უჟმურისა”) გვხვდება სტრიქონები, სადაც - „ქიშფარს”, ცვლის - მამა, ძე და სულიწმიდა:

„მამა მაცვია,

ძე მარტყია,

სულის წმინდა გარე მმოსია”...

წინამდებარე თხრობის დასასრულს, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“, და მის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბატონ - გიორგი მარგველაშვილს, ვურჩევდით: არ მიიღოთ მონაწილეობა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში... თუმცა - არჩევანში ყველა თავისუფალია...“ [იხ. გაზ. №22 (867), გვ.1-4].

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - გიორგი მარ[გველ]აშვილის გამარჯვება, ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების მისტერიული მხარის მიმანიშნებელია, რასაც ე.წ. წრედის შეკვრა, ანუ - ეშმაკის, დასაბამისმიერი მაცდური გველის - ასპარეზზე ღიად გამოსვლა ჰქვია.

ეს ყველაფერი ოფიციალურად [იურიდიულად], სწორედ ზემოთ ხსენებულ ე.წ. „დასასრული“-ს გამომკვეთ 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრის თვეში გაფორმდება.

ამის შემდგომად დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“.

იქვე იმ, ე.წ. პერსონიფიცირებული პირების ჩამონათვალიცაა მოცემული, რომელთაც ეს ცეცხლი ემუქრებათ  - „და ეშმაკი [იგივე - გველი“, რაც მისტერიული ფორმით: მარ(გველ)აშვილზე მიგვანიშნებს], მათი მაცდური ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - იგივე ანტიქრისტე არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე] და ცრუწინასწარმეტყველი [აქ - მ. სააკაშვილი], და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,11].

წინასაპრეზიდენტო კამპანიის დროს, კერძოდ 2013 წ. 15 და 17 ოქტომბერსა, პრეზიდენტობის კანდიდატებს - ნინო ბურჯანაძეს, დავით ბაქრაძესა და გიორგი მარგველაშვილს, ბრიფინგზე მოვუწოდე, მიზეზთა გამო,  - უარი ეთქვათ პოლიტიკურ საქმიანობაზე და მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურები.

ამას მავალდებულებდა ის მინიშნება, რომელიც მათთან მიმართებაშია დაფიქსირებული ბიბლიაში - „და ვიხილე ურჩხულის პირით [გველის არსიდან მომდინარე - მარ(გველ)აშვილი] და მხეცის პირით [ედ. შევარდნაძის შემდგომად საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ნ. ბურჯანაძე] და ცრუწინასწარმეტყველთა [აქ - მ. სააკაშვილის გუნდის წარმომადგენელი - დ. ბაქრაძე] პირით გამომავალი სამი უწმინდური სული [ჩვენთვის, უკვე გვარებში პერსონიფიცირებული], გომბეშოს მსგავსი [კოდია],

რადგანაც არიან ეშმაკთა სულნი, სასწაულთმოქმედნი და გამოდიან მთელი ქვეყნის მეფეთა მიმართ [აქ საპრეზიდენტო არჩევნებზეა მითითება, როდესაც მათ, 23 (21) კანდიდატს შორის, პირველი სამი ადგილი დაიკავეს], რათა საბრძოლველად შეკრიბონ ისინი ყოვლისმპყრობელი ღმერთის იმ დიად დღეს“ [გამოცხ. 16,13-14].

სახარებისეული მინიშნების მიხედვით - „ზეციდან ჩამომავალი ცეცხლი“, უფალ იესუ ქრისტეს არსთან კავშირდება - „და როცა ხალხი მოლოდინში იყო, და გულში ყველა იმას ფიქრობდა იოანეზე: ქრისტე ხომ არ არისო იგი, მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე გნათლავთ თქვენ წყლით, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი. და ის მოგნათლავთ თქვენ სულით წმიდითა და ცეცხლით“-ო [ლუკა 3,15-16].

ამდენად, ყველას ვისაც ყური სასმენლად აქვს მინდა მივულოცო, რამეთუ ბოლო ჟამისმიერ ეტაპზე: 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდნ იწყება დროში შეუცნობი ეტაპი, სახელდებით  - „მცირედი ხანი“, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით უნდა დასრულდეს.

და კიდევ.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, წმიდა წერილებში გადმოცემულ მინიშნებებზე დაყრდნობით, საქართველოს კურთხეულ მიწაზე, მსგავსად პირველი მოსვლისა, ასევე შობითაა მოსული ძე კაცისა... სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო ჟამის დადომის ნიშნები საქართველოში მომხდარი მოვლენებით გვიდასტურდება.

ბიბლია გვაუწყებს - „...ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“-ო [3 ეზრა 13,52].

თავისთავად: „გველი“, მოლოდინის სიმბოლიკის მატარებელიცაა: „გ[ველი]“.

როდესაც მოსეს გამოჰყავდა ებრაელობა ეგვიპტის ტყვეობიდან, მათ უდაბნოში გველები შეესია. უფლის კარნახით - „გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე [სულხან-საბასეული განმარტებით; „გელა თორნის სარეველი კეტია“, ტ.1, გვ. 155]. როცა უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და ინკურნებოდა“ [რიცხვი 21,9].

მაცხოვრისეული მინიშნებით, ბოლო ჟამისათვის ეს პროცესი ასე განიმარტება - „და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ისევე უნდა აღიმართოს ძე კაცისა“ [იოანე 3,14].

ამდენად, ე.წ. წრედის შეკვრის მიმანიშნებელი - გ. მარ[გველ]აშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლების ოლიმპზე, ქვეყნის გადამრჩენელის [საცდუნებელი] მანტიით   ასვლის პარალელურად [გველი მაცდური, და დამგესლავი], ქართულ მიწაზე ასევე დააბიჯებს შობით მოსული ძე კაცისა  [პირობითი „სპილენძის გველი“], რომლის დიდებით გამოჩენასაც საუკუნეების მანძილზე ელოდება ადამის მოდგმა.

ამ დიადი წამის დადგომამდე კი დაიწყო დამგესლავი გველების შემოსევასთან გაიგივებული - „მცირედი ხანით“ სახელდებული, პირობითი - დროში შეუცნობი ეტაპი ბოლო ჟამისა, რომელიც სიკვდილის ტყვეობიდან ჩვენი სულების გამომხსნელი უფალ იესუ ქრისტეს [აქ - „სპილენძის გველის“] მეორედ გაცხადებით დასრულდება. დიდება ამ დიადი წამის დადგომას!.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი