Print

"დასასრული" - დამთავრდა, ანუ 2013 წ. 17-20 ნოემბერი

ბიბლიური „დასასრული“-ს ბოლო ჟამისმიერი ანათვალი:

2013 წ. 17 – 20 ნოემბერი

 

ჩვენს თვალწინ მიმდინარე - ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნა, ანუ კოდირებული „დასასრული“ - 2013 წ. 17-20 ნოემბერს ამოიწურა.

როგორც უკვე ითქვა - „...ბიბლიაში, ბოლო ჟამის დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება.

ყოველივე თქმულიდან ცხადია, რომ საძიებელი „დასასრული“-ს პირველი კუთხისმიერი არსის მიხედვით, ბოლო ჟამის მდინარებაში: 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერი არის ის პირობითი დროითი მიჯნა, როდესაც, ბიბლიაში, ბოლო ჟამის  გასააზრებელ - შესაცნობად დაფიქსირებული  ყველა იმ ნიშნით მოწვდილი [ასაცხადებელი] მოვლენის ეტაპი იწურება, რომელთა ასრულების თაობაზეც კონკრეტული დროის გამოთვლაა შესაძლებელი.

პარალელურად ამისა, 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან იწყება ბოლო ჟამში გასავლელი ისეთი დროითი მიჯნა, რომლის თაობაზეც რაიმე კონკრეტულ დროით მინიშნებას ბიბლია უკვე აღარ იძლევა, რამეთუ ეს მონაკვეთი უკვე - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებითა და განკითხვის დღის დადგომით უნდა დამთავრდეს, რომელი ჟამის თაობაზეც - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36]...“ [იხ. გაზ. №43(888), გვ. 5].

ჩვენს თვალწინ მიმდინარე - 2013 წ. 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მარათონი, ოფიციალურად, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართული პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციით დასრულდა.

ბიბლიური - ...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული პირველი პერსონის, 2004-2013 წ.წ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი მ. სააკაშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილების ვადა, სწორედ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისას დამთავრდა.

[აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წ. 17 ნოემბერს შესრულდა მ. სააკაშვილისა და ს. რულოვსის ქორწინებიდან 20 წელი]. 

იმავე დღესვე, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს, გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამოცემული პირველივე ბრძანების თანახმად, 2012 წ. 25 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული სამთავრობო გუნდი გადამდგარად გამოცხადდა, და, ახლის დამტკიცებამდე, მათვე დაეკისრად მოვალეობის შესრულება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტიდან საკუთარი ნებით გადამდგარი ბიძინა ივანიშვილის მაგივრად, პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა, 2013 წ. 18 ნოემბერს, პარლამენტს პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატურა - ირაკლი ღარიბაშვილი, და მის მიერ დაკომპლექტებული „ახალი“ სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურის დაცვის შემდეგ, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, წარდგენიდან მე-3 დღეს, ანუ 2013 წ. 20 ნოემბერს ახალი პრემიერ მინისტრი და მისის სამთავრობო გუნდი ერთხმად დაამტკიცა.

ამდენად, ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული მეორე პერსონის, 2012 წ. 25 ოქტომბრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფი ბიძინა ივანიშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილება, სწორედ საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებისა, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბერს შეუჩერდა.

როგორც ვხედავთ, მთლიანობაში, ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი, კოდირებული - „დასასრულის“ დადგომისეული მიჯნის თავი და ბოლო, ბოლო ჟამში პერსონიფიცირებული - მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილისათვის უფლებამოსილების ვადის ერთდროულად ამოწურვით, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბრითა, და ბ. ივანიშვილისათვის, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრობის მოვალეობის დროებით შემსრულებლის უფლებამოსილების დამთავრებით, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბრითაა შემოსაზღვრული.

ახალი წლის ბიბლიური ათვლის, ანუ - მარტიდან მე-9 თვის მე-17 რიცხვიდან [აქ - 17 ნოემბერი] აღებულ სამ დღეში [18-19-20 ნოემბერი], საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ორი პოლიტიკური ძალის [„ქოცები“ და „ნაცები“] მონაწილეობით განვითარებული მოვლენების კოდირებულად მიმანიშნებელი ბიბლიური ტექსტი, ასეთი სახით გვიკონკრეტებს მოსახდენ-გასავლელ ეტაპს:

- „შეიკრიბნენ... ყველანი, იუდასა და ბენიამინის[აქ - „ქოცები“ და „ნაცები“] ტომიდან, სამ დღეში [18-19-20 ნოემბერი] ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს [20 ნოემბერი]“ [2 ეზრა 9,5].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეული [3 ეზრა 12,21] ეტაპი ბოლო ჟამისა  - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

მეორეს მხრივ: 2013 წ. 20 ნოემბრიდან, ანუ ბიბლიური ახალი წლის ათვლის მე-9 თვის მე-20 დღიდან – „...დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება -  „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“.

იქვე იმ, ე.წ. პერსონიფიცირებული პირების ჩამონათვალიცაა მოცემული, რომელთაც ეს ცეცხლი ემუქრებათ  - „და ეშმაკი [იგივე - „გველი“, რაც მისტერიული ფორმით: მარ(გველ)აშვილზე მიგვანიშნებს], მათი მაცდური ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - იგივე ანტიქრისტე არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე] და ცრუწინასწარმეტყველი [აქ - მ. სააკაშვილი], და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,11]...“ [იხ. გაზ. №43(888), გვ. 8].

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულ ყველა მკითხველს ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი