Print

2013 წ. 25 ნოემბრიდან დაწყებული ეტაპი...

ბეჭედდასასმელთა საძიებელი გზასავალის დასაწყისი

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, მისი - „...დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება...“ [გაზ. №43(888), გვ. 5].

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როგორც უკვე ითქვა - „...ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეული [3 ეზრა 12,21] ეტაპი ბოლო ჟამისა  - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

მეორეს მხრივ: 2013 წ. 20 ნოემბრიდან, ანუ ბიბლიური ახალი წლის ათვლის მე-9 თვის მე-20 დღიდან – „...დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება -  „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“...“ [გაზ. №46(891), გვ. 3].

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებამდელი კოდირებული „მცირე ხნით“  სახელდებული გზასავალი, ლასკარისეულ ცნობიერებასთან ზიარებულთაგან, შესაბამის ქმედებას მოითხოვს.

2013 წ. 24 ნოემბერს გამართულ პ/გ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ბ. ივანიშვილმა უარი თქვა რა პარტიის საპატიო თავმჯდომარეობაზე, საბოლოოდ დააფიქსირა პოლიტიკიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს [აქ - პირობითი „დამაგვირგვინებელი ეტაპის“ დადგომაზეა მინიშნება] არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე“-ო [3 ეზრა 5,42].

და აი, იმისათვის რომ - „არც უახლესთა დაყოვნება“ ყოფილიყო, და - „არც წინათა სისწრაფე“, გვინდა განვაცხადოთ, რომ - 2013 წ. 27 ოქტომბრისა და 17-20-24 ნოემბრიდან მოყოლებული, „მცირე ხანის“ მიმდინარეობის ფონზე, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთათვის ახალი ეტაპი იწყება.

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, ღმერთის შეწევნით, შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად ფართე წრის გასაგონად გვეთქვა საქართველოს იმ სულიერი მისიის თაობაზე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებით, უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა - ბოლო ჟამად სახელდებული დროითი მონაკვეთის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება ჰქვია.

ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სთვის, 2013 წ. 25 ნოემბრიდან მოყოლებული იწყება, ბიბლიური და პოლიტიკური კუთხით გასააზრებელ - განსახორციელებელი: ორი, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ეტაპი. კერძოდ:

1. ბიბლიური კარნახის მიხედვით, მიმდინარე პროცესების თაობაზე ასეთი სურათი იკვეთება - „...გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ...

მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ. წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“ [3 ეზრა 2,34-35; 37-38].

ბოლო ჟამის კუთხით გააზრების შემთხვევაში, აღნიშნული შინაარსისეული ეტაპი, ანუ 25 ნოემბრიდან დაწყებული გზასავალი, ემსახურება კოდირებული - „უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვის“ საბოლოო გამოკვეთას.

თავის მხრივ, უკვე ხსენებულ „მცირე ხანში“ გასავლელი ამ ეტაპის [ბიბლიის მიხედვით გამოყოფილი] თავი და ბოლო ასეთია:

- „მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ...“ [3 ეზრა 2,37] - აქ, ჩვენის აზრით, უკვე ხსენებული 2013 წ. 24 ნოემბრამდე მოსახდენ, ანუ კოდირებული „დასასრულისეული“ ეტაპის არსის მარტებულ გააზრებაზეა მინიშნება;

- „წამოიმართენით და იდექით“ [3 ეზრა 2,38] - აქ უკვე 2013 წ. 25 ნოემბრიდან განსავითარებელი [განსახორციელებელი] საქმიანობის დაწყებაზეა მინიშნება;

- „...და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი. ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსი მიიღეს. ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიისთვლე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა. შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოვუწოდე“ [3 ეზრა 2,38-41].

აქ, ჩვენის აზრით, ხსენებული საქმიანობის საბოლოო შედეგზე, ანუ „უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა“ წილხვედრილ მადლს ზიარებული ადამიანების ერთობაზეა მინიშნება.


2. ხსენებული ბიბლიური მინიშნების ჩვენს თვალწინ აცხადება, პოლიტიკური კუთხით განსავითარებელ იმ გზასავალად გვესახება, რასაც - 2014 წ. დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის [და მოსალოდნელ რიგგარეშე საპარლამენტო] არჩევნებისათვის მზადება ჰქვია.

ბიბლიური კუთხით ახსნილი პროცესის მსგავსად, ამ პოლიტიკურ გზასავალსაც აქვს „თავი და ბოლო“. კერძოდ:

- საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არასაპარლამენტო სტატუსის მქონე პ/გ -ამ, არჩევნების წელს უნდა მოაგროვოს საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  - 0,75%-ზე მეტი მხარდამჭერთა ხელმოწერა;

- უნდა მოვიძიოთ, და საბოლოოდ დავაკომპლექტოთ, არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა, კანონით განსაზღვრული, პარტიული სია;

- არჩევნების თარიღამდე 60 დღიანი მიჯნიდან ათვლით [და მანამდეც] უნდა წარვმართოთ წინასაარჩევნო მარათონი.

ჩვენის აზრით, ბიბლიაში მითითებული - „იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“, კოდირებულად უნდა მიგვანიშნებდეს ხსენებული საარჩევნო კამპანიისათვის შესარჩევ იმ პირთა საერთო სიას, რომელიც - ერთის მხრივ, არჩევნებში კანდიდატების სახით მონაწილე, ხოლო - მეორეს მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულ მხარდამჭერთა ერთობისაგან შესდგება.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ ყველა მკითხველს გილოცავთ - „ბეჭედდასასმელთა საძიებელი გზასავალის“ დასაწყისს.

მიმდინარე წერილი კი, ასეთი ბიბლიური მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„და ვიხილე სხვა ანგელოზი [კოდია], მზის აღმოსავალით აღმომავალი [კოდია], რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი [კოდია] და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ვნება მიწის და ზღვისა:

ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს“ [გამოცხ. 7,2-3].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი