Print

1 ქალაქი და 12 მხარე, ანუ...

უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინ

საქართველო უნდა იყოს

სამხარეო პრინციპზე აგებული

უნიტარული სახელმწიფო

 

თავი 1.

საქართველოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული

ბიბლიური საფუძვლები

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, ჩვენის აზრით, ბიბლიური მინიშნების მიხედვით უნდა განხორციელდეს.

 

ა) ძველი აღთქმის მიხედვით

ძველი აღთქმის მიხედვით - იაკობი, ანუ - ისრაელი, თავის 12 შთამომავალს გაუნაწილებს მამისეულ კურთხევას; რასაც, მოგვიანებით, მოსესა და იესო ნავეს ძის მიერ, ღმერთის ნებით, ისრაელიანთა სამკვიდრებლის, იაკობის შვილებიდან მომდინარე შტოთა შორის დაყოფა მოსდევს.

როგორც ვიცით, იაობი შვილებისთვის განკუთვნილ კურთხევას, იოსების ორ ვაჟს - მენაშესა და ეფრემსაც გაუნაწილებს, ანუ სულ - ცამეტი კურთხევა გვიფიქსირდება, რომელიც მიიღეს:  

1. რეუბენმა,  2. სიმონმა,  3. ლევიმ,  4. იუდამ,  5. ზებულონმა,  6. ისაქარმა, 7. დანიმ, 8. გადიმ, 9. აშერმა, 10. ნაფთალმა, 11. ბენიამინმა, და იოსების ვაჟებმა: 12. ეფრემმა და 13. მენაშემ.

იქვე მოცემულია ამ შტოთა ჩამონათვალი, და მათთვის განკუთვნილი სამკვიდრებლის საზღვრები:

1) რეუბენიანთა შტო (რიცხვ. 34,14; იესო 13,15-23); 2) გადიანელთა შტო (რიცხვ. 34,14; იესო 13,24-28); 3) იოსების უფროსი ვაჟის  მენაშეს შტოს ერთი ნახევარი (რიცხვ. 34,14;23;  იესო 13,29); მენაშეს შტოს მეორე ნახევარი (რიცხვ. 34,23; იესო 17,1); 4) იუდას შტო (რიცხვ. 34,19; იესო 15,1); 5) სიმონიანთა შტო (რიცხვ. 34,20; იესო 19,1); 6) ბენიამინის შტო (რიცხვ. 34,21; იესო 18,11);  7) დანიანთა შტო (რიცხვ. 34,22; იესო 19,40); 8) იოსების უმცროსი ვაჟის ეფრემის შტო (რიცხვ. 34,24; იესო 16,5); 9) ზებულონიანთა შტო (რიცხვ. 34,25; იესო 19,10); 10) ისაქარიანთა შტო (რიცხვ. 34,26; იესო 19,17); 11) აშერიანთა შტო (რიცხვ. 34,27; იესო 19,24) და 12) ნაფთალიანთა შტო (რიცხვ. 34,28; იესო 19,32).

როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს იაკობის ვაჟის - ლევის შტო.

წმიდა წერილში, ზემოხსენებული თორმეტი შტოსთვის განკუთვნილი თორმეტი მხარის საზღვრების პარალელურად, ხაზგასმით გვეუწყება, რომ - ლევიანების სამკვიდრებელ ადგილად - ქალაქი და მისი შემოგარენია გამოყოფილი:

- „ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ. გადაზომე ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიართულე-ბით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეს მათ ქალაქგარე სანახებად“- (რიცხვ. 35,4-5).

მაშასადამე, ძველი აღთქმის მიხედვით გვეკარნახება სამკვიდრებელი ტერიტორიის თორმეტი შტოსთვის, ანუ - თორმეტმხარედ“, და მეცამეტე - „ქალაქადდაყოფის თაობაზე.

 

ბ) ახალი აღთქმის მიხედვით

 ახალ აღთქმაში, უფალი იესუ ქრისტე მის თორმეტ მოციქულს ასე მიმართავს:

- „ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე, ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“ [მათე 19,28].

როგორც ვხედავთ აქ გამოყოფილია ადგილი სადაც - „ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე“, და მის ირგვლივ მდგარი - „თორმეტი ტახტი“, ანუ სულ 13 ერთეული.

 

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ ბოლო ჟამის გასრულებისეულ ეტაპზე მდგარი გაბრწყინებული საქართველოსაკენ ორიენტირებული ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო პრინციპზე უნდა იქნეს აგებული, რომელთაგან:

- თორმეტი მხარე, ხოლო

- მეცამეტე - მხარის სტატუსთან გათანაბრებული: ქალაქი უნდა იყოს.

 

თავი 2.

საქართველოს სამხარეო დაყოფის

სავარაუდო მოდელი

საქართველოს გასაბჭოებისეული დროის ადმინისტრაციული მოწყობა - ორი ავტონომიისა [აფხაზეთი და აჭარა] და ერთი ოლქის[სამხრეთ ოსეთი] პრინციზე იყო აგებული.

ამასთანავე, როგორც ვიცით 1990-1991 წლებში, „სამხრეთ ოსეთის ოლქიგაუქმებული იქნა. 1995 წლიდან კი საქართველოში, ახალი ათი ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდა. კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე აგებული სამხარეო დაყოფიდან გამომდინარე, ყოფილისამხრეთ ოსეთის ოლქისტერიტორია - „შიდა ქართლის რეგიონისშემადგენლობაში მოექცა.

მოგვიანებით (2006 .), საქართველოს პრეზიდენტ . სააკაშვილის სპეციალური ბრძანებულებით, თავის ძველ საზღვრებში აღდგენილად გამოცხადდა .. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“.

მაშასადამე, დღევანდელი რეალობიდან გამიმდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული რუკა შედგება:

- ორი ავტონომიის [აფხაზეთი, აჭარა],

- ერთი: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“,

- ცხრა სამხარეო სტრუქტურისა და

- ცალკე რგოლად დაფიქსირებული - თბილისის, ანუ

ჯამში - 13 ერთეულისაგან.

ჩვენის მხრიდან, საქართველოს სამხარეო დაყოფაში, . თბილისის გარდა, მე-12 ერთეულად დაფიქსირებული - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ ნაცვლად, არსებული „შიდა ქართლისა“ და „ქვემო ქართლის“ პარალელურად, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის სახელდება იქნება შემოთავაზებული.

ამდენად, ძველი და ახალი აღთქმის, ანუ ბიბლიისეული მინიშნებით, მეორედ მოსვლის წინარე დროში[საქართველოს გაბრწყინებამდე], საქართველოში მთლიანობაში - 12 მხარე, და ერთი - „ქალაქი“, .. სულ - 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უნდა იყოს, რომელთა სახელდებაც დღეის მდგომარეობით ასეთი გახლავთ:

 1. . თბილისი;  

2. აფხაზეთის ავტონომია;

3. აჭარის ავტონომია;  

4. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი;

და - ცხრა სამხარეო დანაყოფი:

5. გურია,

6. იმერეთი,

7. კახეთის,

8. მცხეთა-მთიანეთი,

9. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი,

10. სამეგრელო და ზემო სვანეთი,

11. სამცხე-ჯავახეთი,

12. ქვემო ქართლი და

13. შიდა ქართლი.

 

დანართი:

აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს მიერ გაშუქებულია შემდეგ კრებულებში:

1. მ. სალუაშვილი, „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

2. მ. სალუაშვილი, „მემორანდუმი - საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხისათვის:, თბ. 2012 წ. ;

3. მ. სალუაშვილი,უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ [საპრეზიდენტო პროგრამა], თბ. 2013 წ.