Print

2013 წ.3 დეკემბრის მისტერია

2013 წლის 3 დეკემბრის „ისტორია“

2013 წ. ოქტომბერ - დეკემბრის თვეთა მიჯნაზე განვითარებული ბიბლიურ ნიშანთა თეზისები ასეთი სახისაა:

- ბიბლიური „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ სახელდებული ეტაპი -  27 ოქტომბრისა და 17-20-24 ნოემბრიდან დაიწყო;

- 25 ნოემბრიდან მომდინარე ბიბლიური „განახლების“ 8 დღიანი მონაკვეთი [25,26 ... 1,2] – 2 დეკემბერს დასრულდა;

საუბრის გაგრძელებამდე, მკითხველებს შეგახსენებთ, რომ ამავე სახელდებით 2012 წლის 23-24 ივლისს დაფუძნებული გაერთიანების სადამფუძნებლო სხდომის მონაწილენი: - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით: მიხეილ (გელა)  სალუაშვილი; „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს სახელით: სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე] და იბერიულ-კავკასიური მოძრაობა  „ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი"-ს სახელით: სერგი საჯაია] საქმიანობა, მიზეზთა გამო, აქტიურ ფაზაში ვერ გადავიდა.

 მოგვიანებით, კერძოდ 2013 წ. 2 სექტემბერს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სა და „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტს“, შორის სპეციალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გამორმდა [იხ. გაზ. №35(880), გვ. 1-2].

მრავალმხრივი კონსულტაციის შემდეგ შევთანხმდით ლოგიკურ დასასრულამდე მიგვეყვანა - ურთიერთ თანამშრომლობის ახალ ხარისხში აყვანის გადაწყვეტილება.

და აი, ბიბლიური „განახლების დღესასწაულის“ დასრულების მეორე დღეს, ანუ - 3 დეკემბერს: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-სა [თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი] და „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს [თავმჯდომარე - ვალერი მჭედელაძე] მონაწილეობით გამართულ ერთობლივ სხდომაზე საბოლოოდ მოხდა - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე  დაფუძნება. გაერთიანების სპიკერად - მიხეილ [გელა] სალუაშვილი აირჩიეს.

ბიბლიის მიხედვით მე-12 თვეს - ადარის თვე ეწოდება [იხ. ესთ. 3,7].

3 დეკემბერს მომხდარის ბიბლიური მინიშნება კი ასეთი სახისაა - „დამთავრდა ეს სახლი [პირობითად: გაერთიანება  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე] ადარის [ანუ მე-12] თვის მესამე დღეს [აქ - 3 დეკემბერი]... [1 ეზრა 6,15].