Print

10 -13 დეკემბრის ქრონიკა

2013 წ. 10 -13 დეკემბრის დღეთა ქრონიკები

2013 წ. 10 დეკემბერს, 12.00 სთ-ზე, „ლასკარში“ ჩატარებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- „უფლისმიერი ლასკარის“ ღია სხდომაზე, გაიმართა - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტის:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“ - განხილვა.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 12 დეკემბერს უზრუნველყოფილი იქნა კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ჩაბარება ჩაბ №41865 [ტ. 2239312/1].

2013 წ. 13 დეკემბერს, 13.50 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში [იოსებიძის ქ. №57] გამართულ ბრიფინგზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ და ავთანდილ იოსელიანმა დეტალურად ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თაობაზე.

ბიბლიური მინიშნებები ასეთი სახისაა:

- „იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე [ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მე-10] წლის, მეათე [მარტიდან ათვლით მე-10] თვის ათში ნათქვამი“ [ეზეკ. 24,1];

- „მეათე [ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მე-10] წლის მეათე [მარტიდან ათვლით მე-10] თვის თორმეტში [12 დეკემბერი], იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი“ [ეზეკ. 29,1];

- „მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოიწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა...“ [ესთ. 9,1].