Print

"ადამიანებისა" და "ღვთისშვილთა" ე.წ. "აღრევის" მისტერიული არსი

არსობრივი მხარე კოდისა - „როგორც იყო ნოეს დღეებში...“

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობ ნიშანთა ჩამოთვლისას მაცხოვარი, უშუალოდ ბოლო ჟამში მცხოვრებთა [ანუ ჩვენდა] გასაგონად, ასე ბრძანებს:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? იესმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ…

ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ [მათე 24,3-4; 36-39].

ხსენებულ მონაკვეთში, ჩვენის აზრით, აშკარად კოდირებული მინიშნებაა მოცემული ფრაზაში - „როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც“. მის არსში გასარკვევად, მოდით ვნახოთ, რა მითითებაა მოცემული - ნოეს დროსთან დაკავშირებულ ბიბლიურ თხრობაში.

როგორც ცნობილია, ბიბლიური თხრობის დასაწყისი ორ ძირითად - 1. კაენისა და 2. შეთის შტოს გამოყოფს.

კაენის მიერ აბელის მოკვლის შემდეგ, მისი საცხოვრისის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ - „გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“ [დაბ. 4,15].

აბელის სიკვდილის შემდეგ - „კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ [დაბ. 4,25-26].

წარღვნამდელ დროში მომხდარის აღმწერ ბიბლიურ თხრობაში: „ძმის მკვლელი კაენის“ შტო, პირობითად - „ადამიანთა“, ხოლო „უფლის სახელის მახსენებელი შეთის“ შტო - „ღვთისშვილთა“ სახელდებითაც მოიხსენიება.

გვერდიგვერდ მცხოვრებ ამ ორი შტოს თაობაზე, მოგვიანებით გვეუწყება - „როდესაც ადამიანებმა [აქ - კაენის შტომ] გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა [აქ - შეთის შტო], რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ [დაბ. 6,1-2].

როგორც ვიცით, გველის სახით ედემის ბაღში შესულმა ეშმაკმა ჯერ დედაკაცი აცდუნა, და - „როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა“ [დაბ 3,6]. აქედან მოყოლებული, ბიბლიისეულ კოდირებულ თხრობაში - „დედაკაცი“ ცოდვის წყაროდაა მიჩნეული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აღარ იქნება გაუგებარი, თუ რაზე მიგვანიშნებს ბიბლია იმით, როცა გვაუწყებს - ღვთისშვილთა, ანუ უცოდველი შეთის შტოს წარმომადგენელთა მიერ, ადამიანთა, ანუ კაენის შტოში დაბადებული - ასულების [აქ- ცოდვის სიმბოლოს] ცოლად მოყვანაზე მითითებით.

აქ, მითითებაა ამ ორი შტოს აღრევაზე... ღვთისშვილთა, ანუ უცოდველთა შორის „ცოდვის გავრცელებაზე“.

იქვე მოცემულ ბიბლიურ თხრობაში ასეთი მინიშნებაა - „თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი“ [დაბ. 6,3].

ჩვენის აზრით, აქ ნახსენებში, კოდით - „ასოცი წელი“, ბოლო ჟამის კონკრეტული დროა მოცემული. ეზოთერულ ცოდნაში [როდესაც ნოლები არ ითვალისწინება], კოდი - „120“, იგივე - „12“-ია; და, ბოლო ჟამის ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით - 20[12]“ წელს უნდა გამოკვეთდეს.

როგორც მკითხველმა იცის, ბიბლიური „დასასრულისეული“ ეტაპის ჟამის ათვლა: 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბრიდან დაიწყო და 2013 წ. 27 ოქტომბერ - 24 ნოემბერს დასრულდა.

აღნიშნული ჟამი ე.წ. „სამსჯავროსეული“ [იხ. დან. 7,26] მონაკვეთის პირველ ეტაპს მოიცავს, და ერთის მხრივ: მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის პოლიტიკიდან „ჩამოცილებითა“; და მეორეს მხრივ: ე.წ. „გველის წელიწადს“ [2013], დასაბამისეული გველის მიერ პირობითი წრედის შეკვრის დასტურად, პოლიტიკურ ასპარეზზე: „მარ[გველ]აშვილის გამოსვლითაა ნიშანდებული.

აღნიშნული „სამსჯავროსეული“ ეტაპი, მხილების - პოლიტიკური მხარის პარალელურად, ბიბლიისეულ მინიშნებათა გასაჯარისებასაც ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი კი, მთლიანად მოიცავს იმ მინიშნებათა თაობაზე ღია საუბრის დაწყებას, რომელთა აცხადებითაც გვიდასტურდება: მეორედ უფალ იესუ ქრისტეს მოსვლის [დიდებით გაცხადების] წინარე - ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომა.

როგორც ადრეც გვითქვამს, საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსებიდან, ანუ 1996-1997 წლების მიჯნიდან მოყოლებული, ჩვენ უარი ვთქვით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე, და მთლიანად გადავერთეთ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება-გავრცელებაში. მიღებულ შედეგებს, არამარტო გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს მეშვეობით ვუზიარებდით მკითხველს, არამედ ეტაპობრივად ვაწვდიდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს.

ხსენებული „დასასრულისეული“ ეტაპის მოახლოებასთან ერთად [შედარებით ფართე ასპარეზზე მოქმედების აუცილებლობიდან გამომდინარე], „ლაზარეს ინსტიტუტის“ ფორმატში მიმდინარე, ბიბლიურ მინიშნებეზე დაყრდნობით, ანუ წმიდა რელიგიური ფორმით ჩვენი საქმიანობის გაგრძელება, ქმნიდა ერთგვარ საფრთხეს, მავანთა მხრიდან, ჩვენთვის ე.წ. „სექტის“ სახელის შესაძლო მინიჭების თვალსაზრისით.

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაყვეტილება - 1992 წელს დაარსებული პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“, და 1996/97 წლიდან მომქმედი: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“, ერთ სტრუქტურულ რგოლად გაგვეერთიანებინა. იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წ. 23 დეკემბერს დარეგისტრირებულ სახელდებითი ცვლილების შემდეგ, 2012 წლიდან მოყოლებით, ჩვენი საქმიანობა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს“ ეგიდით გავაგრძელეთ.

ეხლა დავუბრუნდეთ  უკვე ხსენებულ მაცხოვრისეულ მინიშნებას - და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც“ [ლუკა 17,26]. 

წარმოდგენილი ინფორმაციის მთლიანობაში გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობთ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს იმის აღქმა, რომ - 1996/97 წლიდან, ბიბლიურ ნიშნებზე დაყრდნობით, „საქართველოს სულიერი მისიის“ შესწავლის მიზნით წარმოებული ჩვენი საქმიანობის, 2012 წელს უკვე პოლიტიკური კუთხით გაგრძელება, ბიბლიაში - „ნოეს თემატიკასთან“ დაკავშირებული თხრობის ერთგვარი მისტერიული ანარეკლია. კერძოდ:

1. „ადამიანთა ასულებისა“ და „ღვთისშვილთა“ პირობითი „აღრევა“ [დაბ. 6,1-2], იგავურად - შედარებით ფართე [ე.წ. პოლიტიკურ] ასპარეზზე გასვლის მიზნით, ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების შემსწავლელი ჯგუფის [„ღვთისშვილები“-ს] მიერ პოლიტიკური სარჩულით საქმიანობის გაგრძელებაზე უნდა გვანიშნებდეს;

2. ბიბლიაში ხსენებული - „120 წელი“ [დაბ. 6,3] კი, კოდირებულად, აღნიშნული ეტაპის დადგომის, ანუ ბოლო ჟამის - 20[12] წელს უნდა გამოკვეთდეს.

ბიბლიაში დაფიქსირებულის მიხედვით, ხსენებული აღრევის ლოგიკური „ბოლო“, ბიბლიური წარღვნაა, როდესაც ღმერთმა - „...არ დაინდო ძველი ქვეყანა, არამედ დაიხსნა ნოე, სიმართლის ქადაგი, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უკუღმართთა ქვეყანას („წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია“)“ [2 პეტრე 2,5].

მეორედ მოსვლისა და განკითხვის ეტაპის ე.წ. შემდგომი დროის თაობაზე, წმიდა წერილი ასე ბრძანებს - „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე...“ [3 ეზრა 9,15-16].

ამდენად, ხსენებული თვალთახედვით, მაცხოვრის სიტყვებით - „და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც“ [ლიკა 17,26] გამოკვეთილი ეტაპი: 2012 წლიდან ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენებზე უნდა გვანიშნებდეს. 

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ჩვენი საქმიანობის პოლიტიკური სარჩულით წარმართვას თავისი სირთულეები მოჰყვა. 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში - ცენტალური საარჩევნო კომისიის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერისა გამო [საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი], ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების დადგომის თაობაზე შედარებით დიდი მაშტაბით საუბრის შესაძლებლობა, მხოლოდ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატში მოგვეცა.

2013 წ. 17-24 ნოემბრიდან ათვლით დაწყებული „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეტაპი, როგორც მკითხველმა იცის, მაცხოვრისეული მორიგი მინიშნების [იხ. მათე 23,39] - „უფლის სახელით“ მომქმედი ჯგუფის მიერ წარსამართი საქმიანობის მისტერიული ანარეკლი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კი 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნების თემატიკას უნდა უკავშირდებოდეს. 

აღნიშნულ პროცესებში ჩვენი ქმედება უკვე „ახალი“ სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ იქნება წარმართული, რომლის შესახებაც საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, შემდგომში გავაგრძელებთ. 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი