Print

კოდი: "უ [ა]კრაინა" [კიდესთან], ანუ - 1991 წ. დეკემბრიდან 2014 წ. თებერვალ-მარტამდე

კოდირებული - „...მერე მიაღწევს თავის ბოლოს“

არსობრივი მხარე

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

1990 წ. 28 ოქტომბრის ისტორიული არჩევნებიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც 70 წლიანი რუსული იმპერიული მმართველობის მიერ დამყარებული კომუნისტური რეჟიმის ცვლილება მოხდა, საქართველოს სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ აიღო გეზი.

ქვეყნის გარე და შიდა იმპერიულ-კრიმინალური ძალის მიერ მართული და ამ ძალისავე ორგანული ნაწილის - ე.წ. შეიარაღებული ოპოზიციის მიერ 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოხული უკანონო და დამნაშავე რეჟიმის ქმედებებმა, რუსეთის იმპერიულ ცნობიერების გამოვლენას  ახალი გასაქანი მისცა.

1991 წლის მიწურულს, ეროვნული ხელისუფლების მიერ - საბჭოთა კავშირად წოდებული, სინამდვილეში კი რუსული სამხედრო ძალებისათვის საოკუპაციო სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ, ედ. შევარდნაძის მეთაურობით მომქმედმა ე.წ. „სახელმწიფო საბჭომ“, რუსეთის შეიარარებული ძალები, 1992 წ. 24 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, სამშვიდობო მანდატით აღჭურვა და სამაჩაბლოში განლაგების ნება დართო.

1992 წ. 14 აგვისტოს, აფხაზეთი ავტონომიის ტერიტორიაზე მომქმედი [თავშეფარებული] კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგობის ასალაგმავად, დამნაშავე რეჟიმის მმართველმა რგოლმა „სახელმწიფო საბჭოს“ პრეზიდიუმმა [ედ. შევარდნაზე, ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა], ამავე საბჭოს მხარდაჭერით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის დაცვის საბაბით, სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გუდაუთაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე დაყრდნობით, რუსეთის იმპერიის მიერ დაგებულ მახეში „თავისივე ნებით“ მოხვედრის შედეგად დაწყებულ ღია სამხედრო დაპირისპირებას, 1993 წ. 27-30 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და მონაწილეობით, აფხაზეთის ავტონომიის სათავეში მოკალათებული სეპარატისტული ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული - ქართველთა ეთნოწმენდის საბოლოო შედეგი - ავტონომიის საზღვრებიდან ქართველთა მასობრივი გამოძევება მოჰყვა.

საქართველოს დამნაშავე ხელისუფალმა, ყოველივე ზემოთქმულის განმახორციელებელ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამშვიდობო მანდატი უბოძა, და 1994 წ. ივნისის თვეში მდ. ენგურის გასწვრივ ყოფნა ამ ფორმით დაუკანონა.

2003 წ. მომხდარმა ე.წ. ვარდების რევოლუციამ, ქვეყნის სათავეში წინა დამნაშავე რეჟიმის იდეური [სულიერი] მემკვიდრე ძალა მოიყვანა. 2008 წ. აგვისტოში, მ.სააკაშვილი და მისი დამნაშავე გუნდი ისე გაება რუსეთის იმპერიის მიერ დაგებულ სამხედრო ავანტურაში, რომ რუსული შეიარაღებული ძალებისათვის სამშვიდობო სტატუსის გაუქმების საკითხი არც ერთხელ არ დაუყენებია. შედეგმაც არ დააყოვნა, და - ქართულ მიწაზე განხორციელებულ მორიგ ეთნოწმენდას, თავისი საცხოვრებელი ტერიტორიიდან ქართველი მოსახლეობის იძულებითი დევნა მოჰყვა.

აღნიშნული პროცესების ბიბლიურ ანარეკლზე, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს ვწერდით. ე.წ. „ჩრდილოეთის მეფის“ [აქ - ვლ. პუტინის] საქმეთა ჩამოთვლის შემდეგ [იხ. დან. 11,36-39], აი რას ვკითხულობთ ბიბლიაში:

„ბოლო დროს მას [აქ - „ჩრდილოეთის მეფეს“] სამხრეთის მეფე [აქ - მ. სააკაშვილი] შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის. იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში [საქართველო]; მრავალი მხარე [სამაჩაბლო, აფხაზეთი] დაეცემა...

ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს [ე.წ. „შეშფოთებული“ დასავლეთი]...  მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას [აქ - ვ. პუტინს] და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად. გაშლის თავის სამეფო კარვებს [აქ - მინიშნებაა რუსეთის მიერ ქართულ მიწაზე აგებული ე.წ. სასაზღვრო ზოლისა (აფხაზეთი) და მავთულხლართების (სამაჩაბლო) აგებაზე] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაღწევს თავის ბოლოს [კოდია] და ვეღარავინ უშველის მას“ [დან. 11,40-42; 44-45].

აქ მოცემული კოდირებული - „მიაღწევს თავის ბოლოს“ თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, კიდევ ერთი მოვლენა უნდა გავიხსენოთ.

 უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საქართველოში განხორციელებულის ანალოგიურად მიმდინარეობს. ქვეყნის გარედან მართულმა ოპოზიციამ, შეიარაღებული ძალის გამოყენებით, მოახერხა კანონიერად არჩეული უკრაინის პრეზიდენტის ვ. იანუკოვიჩის ქვყნიდან განდევნა.

უკრაინის სათავეში უკანონო სახელისუფლო ძალის მოსვლით, ისარგებლა რუსეთმა და შავი ზღვის აკვატორიაში მისი ჰეგემონიის უზრუნველყოფის ცენტრის: სევასტოპოლის საზღვაო ფლოტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ყირიმის ავტონომიაში, თავისი დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებას შეუდგა; დაიწყო, ყირიმში მაცხოვრებელი უკრაინის მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების [ჩვენთვის ასე მტკივნეულად ნაცნობი] პროცედურა; დღის წესრიგში დადგა - ყირიმის ავტონომიის რუსეთთან შეერთების საკითხი.

რუსეთის ამგვარი უკანონო ქმედების ასალაგმავად, ანუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის, ერთადერთი კანონიერი და მშვიდობიანი გზა არსებობს - აღდგეს ვ. იანუკოვიჩის საპრეზიდენტო უფლებამოსილება, და ყველაფერი წარიმართოს: 2014 წ. 21 თებერვალს, კიევში, ვ. იანუკოვიჩსა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა შორის, ევროპის სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით; რომლის თანახმადაც - 2014 წ. სექტემბრამდე განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ამავე წლის დეკემბერში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

უკრაინაში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების სავარაუდო განვითარების თაობაზე, ამჯერად არ შევჩერდებით.

წინამდებარე წერილის მთავარი არსის თაობაზე კი, აი, რა გვინდა მოგახსენოთ.

ჩვენის აზრით, ხსენებულ დანიელის წინასწარმეტყველებაში დაფიქსირებული კოდირებული მინიშნების - „მიაღწევს თავის ბოლოს“ გასაღები, ასეთია:

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით - „ბოლო 1. რისამე ზღვარი, რითაც რამე თავდება - დასასრული, დამთავრება, კიდე...“-ა [იხ. „ერთტომეული“, რედ. არნ. ჩიქობავა, თბ. 1986 წ., გვ.62].

კოდირებულად - „უკრაინა“, ანუ: „უ [ა]კრაინა“, რუსულად [კიდესთან] - რაღაცის [რაღაც] განაპირა საზღვარზე, კიდეზე ანდა ბოლოზე მდებარეობას მიგვანიშნებს.

თავის მხრივ - „კიდე ... განაპირა ნაწილი, ბოლო...“-ა [იხ. იქვე, გვ.264].

ბიბლიისეულ მინიშნებაში - „მიაღწევს თავის ბოლოს“, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამის ის კონკრეტული ეტაპი უნდა იყოს გამოკვეთილი, რასაც - რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ 1991-1992 წლებიდან მოყოლებული და 2008 წელს გაგრძელებული, საქართველოში განხორციელებული იმპერიული სულისკვეთების გამოვლინება, და 2014 წლის თებერვლის მიწურულიდან უკვე უკრაინაში გაგრძელდა ჰქვია.

მაშასადამე, ბიბლიის ტექსტში ხსენებული კოდირებული - „ბოლო“, უკრაინაში, ანუ - „უ [ა]კრაინა“-ში რუსეთის საოკუპაციო ქმედების გამოვლენაზე გვანიშნებს. თავად ამ პროცესების გაგრძელების თაობაზე კი , ბიბლია ასე გვიწინამძღვრებს:

... მერე მიაწევს თავის [აქ -რუსეთის ტერიტოიის] ბოლოს [მისი ზრახვების უკრაინაში: „უ [ა]კრაინა“-ში (კიდესთან) გამოვლინება] და ვეღარავინ უშველის მას“ [დან. 11,45].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: ბოლო ჟამად სახელდებული დროითი ეტაპი თავის დასასრულს უახლოვდება - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი