Print

"ბეჭედდასმულთა რიცხვის" თაობაზე

2014 წ. 14-21 მარტი, ბოლო ჟამში გასავლელი, მისტერიულად ასაცხადებელი, ბიბლიური „ბეჭედდასმულთა რიცხვის“

ეტაპის დაწყების თარიღი...

 

ბიბლიაში დაცული „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის ეტაპთან მიმართებით, ბოლო ჟამის მინიშნებათა ანალიზზე დაყრდნობითა და „ლასკარის“ 2014 წლის 8 მარტის სხდომაზე მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

14 მარტს, საღამოს ექვსი საათისათვის, საკანონმდებლო ორგანო „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ძალაში შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები.

17 მარტს ცესკოში განცხადების შეტანის მიზნით მისულებს, ჩვენი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, უარი გვითხრეს ხელმომწერთა ბლანკის გადმოცემაზე, და 20-21 მარტამდე მოცდა გვირჩიეს.

20 მარტს ცესკოს წარმომადგენელთან [ქ-ნი ლალი კიკნაძე] შეთანხმების მიუხედავად, 21 მარტის 11.00 საათისთვის, ცესკოში, კვლავ უარი გვითხრეს ჩვენი განცხადების მიღებაზე. იურიდიული სამსახურის უფროსმა, მასთან გამართული ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ, დაგვიდასტურა ჩვენი მოთხოვნის კანონიერება და, მოგვიანებით, მის მიერ ცესკოს თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმების შედეგი გვამცნო: „ამ საკითხზე - 16.00 სთ-ზე ცესკოს სპეციალური სხდომა გაიმართება, და 17.00 საათისათვის თუ მობრძანდებით, ბლანკის აღების შესაძლებლობა გექნებათო“.

ბ-ნი მევლუდ მამადაშვილის წინადადებით გადავწყვიტეთ, ჩვენთან მყოფ მინდია სულთანიშვილთან ერთად, წმიდა სამებაში ავსულიყავით და წმიდა ბერის გაბრიელ სალოსის ნეშტს მივახლებოდით.

და აი, წმიდა სამებიდან დაბრუნების შემდგომად, 17.00 საათისთვის ცესკოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, გადმოგვეცა 2014 წ. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო რეგისტრაციის მოსაპოვებელი მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებელი სპეციალური ბლანკის ფორმა.

ამდენად, ჩვენთან მიმართებით, 14 მარტის საღამოდან დაწყებული პროცესი [საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლა], მიზეზთა გამო, მხოლოდ  21 მარტის საღამოსთვის დასრულდა.

აღნიშნულის თაობაზე [მისტერიულად ასაცხადებელი] ბიბლიისეული ის მინიშნება გვინდა შემოგთავაზოთ, რომელშიც სწორედ [ხსენებული] - ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე...“ [გამ. 12,18] დროა დაფიქსირებული.

დიახ, ღმერთის ნებით, ყველაფერი ნორმით მიმდინარეობს...

მინაწერი:

1. 21 მარტს გამართულ ცესკოს სხდომაზე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ცესკოში წარმოსადგენ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა სიის მინიმალურ ოდენობად  25 000  (ოცდახუთი  ათასი) ხელმოწერა განისაზღვრა.

2. ჩვენს მიერ 22 მარტიდან დაწყებული მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების ერთკვირიანი მუშაობის შედეგად, 29 მარტისათვის უკვე - 14 742 ხელმოწერაა დაფიქსირებული.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი