Print

პირველი ეტაპის დასასრული

ბიბლიური „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის პირველი ეტაპი, ღმერთის ნებით, წარმატებით დასრულდა

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში გასავლელი მიმდინარე ეტაპი, როგორც ადრეც გვითქვამს, ბიბლიური  - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის მისტერიული პროცესის შესრულებას ითვალისწინებს.

აღნიშნულის პარალელურად, მიმდინარეობს სახარებაში დაფიქსირებული მაცხოვრისეული მინიშნებითი პროცესიც - „რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!“ [მათე 23,39].

2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

2014 წლის 22 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოს შედეგად [კანონით განსაზღვრული, მინიმუმ - 25 000 ხელმოწერის ნაცვლად] მოგროვილ იქნა - არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა: 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსასორმოცდაშვიდი] ხელმოწერა.

შაბათ-კვირის გამო, შესაბამისი დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენა - ორშაბათს, 2014 წ. 7 აპრილს, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხდა.

2014 წ. 8 აპრილს, 16.00 – 19.30 სთ-ზე, ცესკოში ჩატარებული წარდგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოწმების დამთავრების შემდეგ ასეთი „აქტი“ გაფორმდა:.

„აქტი, თბილისი, 2014 წ. 8 აპრილი

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ველიძე, ადამიანური რესურსებისა [კადრების] და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლალი კიკნაძე, ამავე განყოფილების სპეციალისტი [მე-2 კატეგორია] სოფიკო ჭკადუა, შტატგარეშე მოსამსახურე ქეთევან მეძმარიაშვილი და პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ წარმომადგენელი - ჯემალ ჯიქია, ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2014 წ. 7 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზემოხსენებული პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო განცხადება, რომლის თანახმად მან წარმოადგინა მხარდამჭერთა 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისათვის, პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სახელწოდებით „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გადათვლის შემდეგ დადგინდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა.

თანამიმდევრობით სულ შემოწმდა 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 2 484 [ორი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი] ხელმოწერა და დარჩა 25 163 [ოცდახუთი ათას ასსამოცდასამი] ხელმოწერა [ე. ველიძე, ლ.კიკნაძე, ს. ჭკადუა, ჯ. ჯიქია].

2014 წ. 10 აპრილს მიღებული განკარგულების თანახმად, ჩვენი პ/გ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ გახდა, 2014 წ. დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებული პირველი პოლიტიკური პარტია:

 

„ცესკოს თავმჯდომარის

განკარგულება №1/2014

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერისა და ადგილობრივი თემის გამგებლის 2014 წ. არჩევნებისათვის პარტიისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

ქ. თბილისი, 2014 წ. 10 აპრილი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 142-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერისა და ადგილობრივი თემის გამგებლის 2014 წ. არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ და მისი წარმომადგენელი ჯემალ ჯიქია...

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია“.

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით ციფრებითა და რიცხვებით მოწვდილი მინიშნების არსი გავარჩიოთ.

ეზოთერულ აზროვნებაში ციფრი - „2“, ერთის მხრივ სამების მე-2 წევრ „ძე“-ზე უთითებს; მეორეს მხრივ კი იმ დიდ პროცესს გამოკვეთავს, რასაც მეორედ მოსვლა ჰქვია;

ქართულ 40 ნიშნიან ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი - „იესო“ = „ი[10] + ე[5] + ს]20] + ო[16]“ = 51;

ამავე პრინციპით, კოდი „აღდგომა“ = „ა[1] + ღ[25] + დ[4] + გ[3] + ო[16] + მ[13] + ა[1]“ = 63.

თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი პ/გ-ის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისას დაფიქსირებულ ხელმომწერთა საბოლოო რიცხვი - „25163“, კოდირებული თვალთახედვით: „2-51-63“, პრინციპით: ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვაუწყებს: „მეორედ მომავალი ძე [2] - იესო [51] - აღდგომა [63]“ .

წინამდებარე წერილი დასასრულს შეგახსენებთ, რომ  „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ თაობაზე ბიბლიაში რამოდენიმე მინიშნებაა დაფიქსირებული. როგორც ადრეც გვითქვამს - მისი არსობრივი მხარე რამოდენიმე დროით მონაკვეთში მოსახდენთა ერთობლიობით განისაზღვრება, და მთლიანობაში, ხსენებული არჩევნების პროცესს უნდა უკავშირდებოდეს.

ჩვენის აზრით,  „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის პირველი ეტაპი უნდა იყოს, ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებამდე გავლილი [22.03 – 10.04. 2014 წ.] დროითი მონაკვეთი. მომდევნო ეტაპებზე, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროს ვისაუბრებთ. ამჟამად კი, ბიბლიური „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის პირველეტაპის წარმატებით გადალახვაში გაწეული საქმიანობისათვის, მადლობა გვინდა მოვახსენოთ, როგორც თითოეულ ხელმომწერს, ასევე მათი შეგროვების პროცესში მონაწილეებს. ესენი არიან:  

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, ბუიძე მაია, გოგლიძე კაკო, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ემზარი, ვეშაგური ლიდა, ზაქარეიშვილი ლია,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგო, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე გია, მელქაძე ნათელა, მერაბიშვილი ეკატერინე,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი, ნაჭყებია ლავრენტი, ნაჭყებია მამუკა, ომანაძე გიორგი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი ზაალი, სალუაშვილი საბა, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა,

ფართლაძე სალომე, ქამხაძე ლია, ქერაშვილი ლელა, ქუთათელაძე ანონა, ქოსაშვილი ამირანი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ყენია მალხაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი,

ცაგარეიშვილი მედეა, ცინცაძე გიორგი, ჯიქია გიორგი, ჯიქია დინა და ჯიქია ჯემალი.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი