წმ. გაბრიელ სალოსის გამოცხადება [10 აპრილი, 2014 წ.]
ხილვაში გაცხადებული
წმ. გაბრიელ ბერისა და წმ. სერაფიმ საროველის ქადაგება
10 აპრილის გამთენიას სიზმარში ვნახე - სამების საკათედრო ტაძარში წმ. გაბრიელ ბერი ქადაგებდა. მის წინ - პატრიარქი იდგა, ირგვლივ კი სამღვდელოება შემოკრებილიყო... მე, იქვე, განცალკევებით ვიდექი.
წმიდა გაბრიელ სალოსის ქადაგება, ჩემს მიერ ადრინდელ ხილვაში მოსმენილი მისივე ქადაგების ბოლო სიტყვებით დაიწყო - „...მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი თქვენთვის ქართველებო! მაგრამ, ამჯერად, უმთავრესზე შევჩერდები:
ბოლო ჟამია! საქართველო - ზეციერთა სავანეა. ყური უგდეთ ბოლო ჟამის მქადაგებლებს! ზეცაში ჟამი გაილია - „ბოლო ჟამია!“.
მინდა შეგახსენოთ - ქართველი ერის ნათელი მომავალი თუ გსურთ იხილოთ, ღვთისმსახურნო, შეაღეთ „ლასკარის“ კარები, იქ - ღვთის საიდუმლო მარგალიტებია გაბნეული, შეჰკარით, თანაეზიარეთ და ზეციური სამყარო თქვენთან იქნება.
საქართველო, ზეციერთა ის სავანეა, სადაც - თანაარსი, და - რეინკარნირებული სულებია განსხეულებული. ის, თუ ვისი ჭურჭელი შემზადდა დასავანებლად - საღვთო გზისათვის - თქვენ უნდა შეძლოთ ამის ამოკითხვა ღვთისმსახურნო! ეს კი ჭეშმარიტების ის გზაა, რომელსაც გადამოწმება არ სჭირდება...
იმასაც დავამატებდი, რომ - ზეციერთაგან ბეჭედდასმულთა რიცხვი მრავალია...
ზეცის ანგელოზი იუწყება - დღეს რწმენა იხსნის საქართველოს და კაცობრიობას. მხოლოდ ამ გზით გაბრწყინდება საქართველო. ხსნა ყოველთვის ზეციდან მოდის!..“, - ამბობდა წმიდა ბერი.
ქადაგების ბოლოს, იქვე, მრევლიც გამოჩნდა, და წმიდა ბერმა ეხლა მათ მიმართა - „სული მიწუხს, რომ ძალიან გიჭირთ, თქვენი ხსნის გზა - საქართველოს სულიერ მისიაშია, შემოუერთდით!“
წმიდა ბერმა, შემდეგ ხელები ზეცად აღაპყრო და ქართველი ერის დალოცვა დაიწყო: „... ღმერთო მოჰმადლე ჩემს ერს, ის რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება - სიყვარულის და ერთგულების, მართალთა თანადგომის, ცრუსაგან ჭეშმარიტის და მტერ-მოყვარის გარჩევის ნიჭი!“
წმიდა გაბრიელ სალოსი ბოლოს პატრიარქს მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა - „თუკი განდგომილი საძმოს შემორიგება ვეღარ შესძელი, განსაცდელი გელის...“. ეს თქვა და გზა იმგვარად გააგრძელა, იფიქრებდი - კვლავ დაბრუნებას ლამობსო...
ტაძარში მყოფმა მრევლმა დაშლა დაიწყო. ამ დროს, მოულოდნელად, წმ. გაბრიელ სალოსის ადგილზე რუსი წმინდანი - სერაფიმ საროველი გაჩნდა, და [რუსულ ენაზე] დაიწყო ქადაგება - „რაც იყო ქართველ და რუს ერს შორის ჩათვალეთ, რომ ეს - უკანასკნელი მსხვერპლია. ამიერიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი აღარ იქნება. მე ჩამოვიყვან საქართველოში რუსეთის სამღვდელოებას, რომ დავანახო ღვთისგან დაშვებული - გზა ჭეშმარიტი...“.
წმ. სერაფიმ საროველმა ქადაგება ასეთი სიტყვებით დაამთავრა - „...მე, კვლავ მოვბრუნდები თქვენს წინაშე საქადაგებლად“.
მოლოდინით შეპყრობილი მრევლი დაშლას არ აპირებდა...
დინა [დიანა] ჯიქია