Print

2014 წ. 7 მაისი - საქართველოში სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონების დღე

ღვთის რისხის გამოვლენის პირველი ნიშანი

2014 წლის 7 მაისს, დაახლოებით 12.00 - 13.00 საათისთვის, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ, ძალაში შევიდა ცოდვის დამაკანონებელი, ე.წ. – „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

შესაბამისად, ამ კანონის მიმართ ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, 2014 წ. 7 მაისიდან, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მაცხოვრის კვართის დაფვლის მადლმოსილია, ღვთის მიერ დადგენილ მცნებათა საპირისპიროდ გაერთიანებული ძალებით მომქმედი: საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონონება.

ამ ცოდვიანი კანონის გამოქვეყნებიდან მცირე დროის შემდეგ, ხელვაჩაურის [კოდი - „ხელვაჩაური“ = „ხ[ელვა]ჩაური“] რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევა, ჩვენის აზრით, განრისხებული ღვთის ნების პირველ გამოვლენად უნდა მივიჩნიოთ.

გავრცელებული ინფორმაცია ასეთია:

„...აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამაშველო ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა. მისივე განმარტებით, გუმბათის ჩამონგრევის დროს ერთმა ადამიანმა გადახტომა შეძლო, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა.

„16:00 საათზე შემოვიდა შეტყობინა სამაშველოში. 10 წუთში გამოვცხადდით ადგილზე და გამოვიძახეთ კიდევ რამდენიმე ჯგუფი. დაგვხვდა ტრაგედია, მშენებარე ეკლესიის გუმბათი, დაახლოებით, 50 ტონა მასა იყო ჩამოშლილი და მოყოლილი იყო ოთხი მშენებელი. გავარკვიეთ, რომ დღეს სულ ხუთი ადამიანი მუშაობდა. ჩამონგრევის დროს ერთმა შეძლო გადმოხტომა, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა. ორსაათიანი ოპერაციის შედეგად ორი გამოვიყვანეთ ცოცხლად, ხოლო ორი გარდაიცვალა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

 

ცნობისათვის შეგახსენებთ, რომ 1995 წ. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ზ. ჟვანიას ინიციატივითა და ედ. შევარდნაძის თანხმობით, „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო სიაში პირველად გამოჩნდა მ. სააკაშვილი. ამ დროიდან ათვლით [1996, 1997 ... 2013, 2014] მე-19 წელი, ანუ - 2014 წ. 7 მაისი, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ამონაყარ-გამგრძელებელთა ე.წ. თანამშრომლობის შედეგად, როგორც ითქვა იქცა საქართველოში სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონების დღედ.

 

ბოლო ჟამის მდინარების ამ კონკრეტული მონაკვეთის თაობაზე ბიბლიური მინიშნებითი ანარეკლი ასეთია:

მეხუთე თვის მეშვიდე დღეს [აქ - 7 მაისი], ესე იგი, ბაბილონის [აქ - ბოროტების სიმბოლო] ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე [ანუ - 2014] წელს, მოვიდა ნუბუზარდანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მორჩილი იერუსალემს [აქ - თბილისი] და გადაწვა უფლის სახლი [აქ - ეკლესიის პოზიციის უარყოფა] და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი [მოსახლეობის პოზიციის უარყოფა], ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა“ [4 მეფ. 25,8-9].

 

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

სოდომ-გომორული ცოდვის დამკანონებლებს - მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტს;

ზოგადად, მათ პოლიტიკურ გუნდში ანუ საარჩევნო სიის კანდიდატებსა და

მოსალოდნელ არჩევნებში მათ მხარდამჭერებს, გაფრთხილებთ:

ან:

დროზე მოინანიეთ ჩანადენი, და ყველაფერი გააკეთეთ მის გამოსასწორებლად;

ან არადა

იცოდეთ - თქვენი დრო მთავრდება!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

თბილისი, 2014 წ. 7 მაისი