Print

უფლისმიერი კარნახი, ანუ - 100, 60, 30

2014 წ. 8 მარტიდან 15 ივნისამდე, ანუ

კოდირებული - 100, 60 და 30

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, მოახლოებული 15 ივნისის არჩევნების საკითხი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ღმერთის ნებით, ამ პროცესში ჩვენ - „უფლის სახელი...“ ვმონაწილეობთ.

ბიბლიურ მინიშნებებს შორის 15 ივნისთან მიმარებაში პირდაპირი [ღია] მითითება მოცემული არ არის. თუმცა, პრინციპით - „ვისაც ყური აქვს ისმინოს“, წმიდა წერილი უფლისმიერი კარნახით დაფიქსირებულ შემდეგ მინიშნებას იძლევა.

დაინტერესებულ მკითხველს მოგეხსენებათ, რომ - 2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

 2014 წ. 14 აპრილს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით არჩევნების თარიღად - 2014 წ. 15 ივნისი დასახელდა.

8 მარტიდან ათვლით [8, 9 ... 14, 15], 15 ივნისი არის -ზუსტად მე-100 დღე.

ცესკოს თავმჯდომარის ქ-ნ თამარ ჟვანიას მიერ 2014 წ. 17 აპრილს მიღებულ განკარგულებაში [№3/2014]: „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატად მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაციაში  გატარების შესახებ“, ვკითხულობთ:

„...საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტის, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”, მიერ მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი...“.

17 აპრილიდან ათვლით [17, 18 ... 14, 15], 15 ივნისი არის -ზუსტად მე-60 დღე;

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისათვის საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადად არჩევნებამდე 30-ე დღეა დადგენილი. შესაბამისად, „უფლის სახელით...“ მომზადებული სიების შესაბამის საარჩევნო კომისიებს სწორედ 15 ივნისიდან უკან ათვლით 30-ე დღეს, ანუ 2014 წ. 16 მაისს წარედგინა.

ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია შემდეგი დროითი მიჯნები:

- 2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან [8, 9 ... 14, 15], ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების დღე - 15 ივნისი არის მე-100 დღე;

- 17 აპრილიდან, ანუ „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატის, ცესკოს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებიდან  ათვლით [17, 18 ... 14, 15], 15 ივნისი გახლავთ მე-60 დღე; და

- კანონით განსაზღვრული ვადიდან გამომდინარე, შესაბამის საარჩევნო კომისიებისთვის, „უფლის სახელით...“ მომზადებული საარჩევნო სიების  წარდგენიდან, ანუ - 16 მაისიდან [17, 18 ... 14, 15] ათვლით, არჩევნების თარიღი 15 ივნისი ზუსტად 30-ე დღეა.     

ბოლო ჟამის მდინარებაში მომხდარი მოვლენების, ზემოთ აღწერილ დროში განივთებული პროცესების სახარებისეული ანარეკლი ასეთია:

სახარებაში გადმოცემულ იგავში - „მთესველის შესახებ“, ვკითხულობთ - „ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!“ [მათე 13,8-9]. იქვე დაცულ ტექსტში, მაცხოვარი ასეთ განმარტებით მინიშნებას იძლევა:

„პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად“ [მათე 13,23].

2014 წ. 8 მარტიდან ვიდრე 15 ივნისამდე დროში მომხდარისა და სახარებაში დაცულ მინიშნებათა მისტერიულ კავშირზე საუბრის დასასრულს, ვისაც ყური სასმენლად აქვს, მათდა გასაგონად კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში - ყველაფერი ნორმის მიხედვით, ანუ ღმერთის მიერ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიმდინარეობს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი