Print

"ბეჭედდასმულთა რიცხვის" გამოსავლენი ეტაპი - დამთავრდა

მათდა გასაგონად ვინაც არჩევანი:

№7 ს/გ „უფლის სახელით...“

მავალი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა, ანუ

„ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის

მესამე ეტაპის შედეგები

ბიბლიური კოდირებული მინიშნების თანახმად - 2013, ანუ გველის წელიწადშ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში კოდირებული - „მარ[გველ]აშვილის“ გამარჯვების შემდგომად დაწყებული ეტაპი - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“-აა სახელდებული, და - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის არსობრივ მხარეს მოიცავს.

აღნიშნული, როგორც ვიცით [იხ. გაზეთის წინა ნომრები: http://www.ufali.ge/], სამი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება:

1. პარტიის რეგისტრაცია;

2. კანდიდატების შერჩევა და

3. არჩევნებში მონაწილეთა მიერ გამოვლენილი ნება.

ზემოთქმული, მთლიანობაში - 2014 წ. 8 მარტიდან ათვლით, 15 ივნისამდე არსებულ 100 დღიან მონაკვეთს მოიცავს [იხ. გაზ. 24(9200, გვ.1-2]. უშუალოდ მესამე ეტაპის თაობაზე კი აი, რა გვინდა მოგახსენოთ.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით დღეისათვის - საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა: 3 429 748. აქედან, საქართველოს მაშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 485 372 ამომრჩეველმა, რაც 43,31%-ს შეადგენს.

კონკრეტული რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემები დაფიქსირდა: 

აჭარა - 301 589, მოვიდა - 134 067 [44.5%];

გურია - 112 092, მოვიდა - 64 373 [57.4%];

თბილისი - 918 667, მოვიდა - 342 996 [37.3%]

იმერეთი - 548 240, მოვიდა - 246 094 [44.9%];

კახეთი - 307 800, მოვიდა -144 132 [46.8%];

მცხეთა-მთიანეთი - 86 391, მოვიდა - 41 797 ]48.4%];

რაჭა ლეჩხუმი - 35 542, მოვიდა - 21 744 [61.2%];

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 346 335, მოვიდა - 169 316 [48.9%];

სამცხე-ჯავახეთი - 145 260, მოვიდა - 74 671 [51.4%];

ქვემო ქართლი - 391 902, მოვიდა - 148 344 [37.9%];

შიდა ქართლი - 235 930, მოვიდა - 97 838 [41.5%].

 

მე-7 ნომრის მქონე ჩვენი საარჩევნო გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მხოლოდ ორ ქალაქში [თბილისი და რუსთავი] წარდგენილი პარტიული სიით ჩაერთო არჩევნებში. როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს სწორედ ამ ორ რეგიონში მოვიდა ყველაზე ცოტა ამომრჩეველი, კერძოდ:

თბილისი - 918 667 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 342 996 [37.3%],

ქვემო ქართლი [რომელშიც შედის ქ. რუსთავი] - 391 902 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 148 344 [37.9%]. უშუალოდ ქ. რუსთავის შედეგი ასეთია - 104 456 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 37 850, ანუ - 36.24%.

 

მთელი საქართველოს მაშტაბით, №7 ს/გ „უფლის სახელით... მავალი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული შედეგი ასეთია:

1. საქართველოს მაშტაბით პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 2 179 ხმა. მათ შორის:

- ქ. თბილისში პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 1 796 ხმა;

- ქ. რუსთავში პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 383 ხმა;

2. ქ. თბილისის მერის არჩევნებში მიღებულ იქნა - 1 062 ხმა;

3. ქ. თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 538 ხმა;

4. ქ. რუსთავის მერის არჩევნებში მიღებულ იქნა - 291 ხმა;

5. ქ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 385 ხმა;

6. ქ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებულ იქნა - 43 ხმა;

7. ქ. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 23 ხმა.

 

მიღებული ხმების საერთო ოდენობა - 4 521 ხმა, კონკრეტული ოლქების მიხედვით, ასეა გადანაწილებული:

№1 ოლქი: მთაწმინდა - 149 ხმა;

№2 ოლქი: ვაკე - 368 ხმა;

№3 ოლქი: საბურთალო - 388 ხმა;

№4 ოლქი: კრწანისი - 94 ხმა;

№5 ოლქი: ისანი - 351 ხმა;

№6 ოლქი: სამგორი - 407 ხმა;

№7 ოლქი: ჩუღურეთი - 325 ხმა

№8 ოლქი: დიდუბე - 181 ხმა;

№9 ოლქი: ნაძალადევი - 588 ხმა;

№10 ოლქი: გლდანი - 568 ხმა;

 

№20 ოლქი: რუსთავი - 1 059 ხმა;

 

№57 ოლქი: ტყიბული - 23 ხმა;  

 

№59 ოლქი: ქუთაისი - 43 ხმა.

 

მთლიანობაში, 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებთან მიმართებაში ასეთი რამოდენიმე პირობითი ჯგუფი გამოიკვეთა:

1.  №7 ს/გ უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ, უშუალოდ არჩევნებში მოგროვილ იქნა -  4 521 ხმა. ბუნებრივია, რომ ხმათა ეს რაოდენობა ჩვენი მხარდამჭერი ამომჩევლის რიცხვზე ვერ გვითითებს, რამეთუ ერთი და იგივე პიროვნება, სავარაუდოდ, სამივე ბიულეტენში [მერის, მაჟორიტარებისა და პარტიულ სიაში] აფიქსირებდა თავის ხმას.

მხარდამჭერთა კონკრეტული ოდენობის გამოსავლენად, საჭიროა შეიკრიბოს სხვადასხვა ქალაქში მიღებულ ხმათა მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ: 1796 [თბილისი - პროპ. ხმები]] + 385 [რუსთავი - მაჟ. ხმები] + 43 [ქუთაისი] + 23 [ტყიბული] = 2 247 მხარდამჭერი;

 

2. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებაზე მომუშავეთა რიცხვი [გარდა პარტიულ სიაში შესული კანდიდატებისა] გახლავთ - 5 [იხ. გაზ. 15 [911], გვ.4];

 

3. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, ცესკოს მიერ დარეგისტრირებულ მხარდამჭერთა საერთო ოდენობამ შეადგინა - 25 163 [ოცდახუთი ათას ასსამოცდასამი] ხელმოწერა  [იხ. გაზ. 15 [911], გვ.3];

 

4. №7 ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- მიერ დასახელებულ კანდიდატთა საერთო რიცხვია - 104 [იხ. გაზ. 22 [918], გვ.5].

 

ამდენად, ბოლო ჟამში გამოსავლენი მისტერიულად ასაცხადებელი „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ საბოლოო ოდენობა იქნება: 2 247 + 5 + 25 163 + 104 = 27 519.

 

მთლიანობაში, ბოლო ჟამის განსახილველ კონკრეტულ მონაკვეთში მომხდართან მიმართებაში გაჩენილ კითხვაზე, თუ - სად მიემართება „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეს გზასავალი?“, თავად - მიღებული რიცხობრივი სიდიდე - „27 519“ „იძლევა“ პასუხს, და აი, როგორ:

საკვლევი რიცხვის - „27 519“ თითოეული შემადგენელი, ანუ: „27“ - „51“ - „9“, მიგვითითებს:

1. 40 ნიშნიანი ქართული ანბანის 27-ე ასოზე: „შინ“;

2. სახელზე: „იესო“, რამეთუ: ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16) = 51; და

3. 40 ნიშნიანი ქართული ანბანის მე-9 ასოზე: თან“;

ბოლო ჟამში გამოსავლენი „ბეჭედდასმულთა“ რიცხობრივი ოდენობა - „27 519“, კოდირებულად გვაუწყებს:

 „27“ [„შინ“] - „51“ [ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16) = 51] - „9“ [„თან“], ანუ გვეუბნება:

 „[შინ] [იესო]ს[თან]“.  

 

ამდენად ხსენებული კითხვა-პასუხი ასეთია:

 

კითხვა: „სად მიემართება „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეს გზასავალი?“,

პასუხი: „[შინ] [იესო]ს[თან]“.

 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს: ბოლო ჟამი მოვლენები ნორმით სრულდება - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი