Print

წვეული ბევრია, რჩეული - ცოტა

ბოლო ჟამში ასაცხადებელი,

 ჩვენთვის მტკივნეული ნიშანთაგანი

ბოლო ჟამის დროთა მდინარებას თავისი კანონზომიერება ახასიათებს.

ბიბლიის წინასწარმეტყველებანი, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენებზე რომ გვითითებენ, უცილობელ აცხადებას ექვემდებარება. ერთია მხოლოდ, ამ ნიშანთაგან ზოგი მეტად მტკივნეული აღსაქმელია. დღეს ერთ-ერთ ასეთთაგანზე გვინდა ვისაუბროთ.

მკითხველებს კარგად მოგეხსენებათ - წმ. სამების სახელობის ტაძრის დიაკონის მამა ელიზბარის [დიაკონიძე] მიერ უკანონობის წინააღმდეგ, საერო საქმიანობაში წარმართული ბრძოლის შესახებ. სწორედ მისი ეს მებრძოლი ხასიათი დაედო საფუძვლად ჩვენს მიერ მასთან დამყარებულ პოლიტიკურ ურთიერთობას, რომელიც - 2012 წლის მარტის თვიდან იღებს სათავეს.

ჩვენი პარტიის მიერ 2014 წ. 15 ივნისის  ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შედგენილ 72 კანდიდატისაგან შემდგარ პარტიულ სიაში, პირველ ნომრად, ანუ სათავეში, სწორედ მამა ელიზბარ [დიაკონიძე] წარვადგინეთ:

„1. დიაკონიძე ელიზბარი - № 10. 22 გლდანის მაჟორიტარი, დაბ. 04. 04. 1963 წ., ინჟინერ მშენებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის დიაკონი, წმ. გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე“ [იხ. გაზ. №20 (916), გვ.5].

2014 წ. 21 მაისს, საარჩევნო პლაკატების დამზადების თაობაზე გამართულ ჩვენი გაერთიანების შეკრებაზე, შევთანხმდით, რომ, ჩვენი მწირი ფინანსებისა გამო, მხოლოდ ქ. თბილისისა და ქ. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო პლაკატები დაგვებეჭდა. ამავე დღეს, საინფორმაციო სივრცეში გავრცელების მიზნით შედგენილ მიმართვა-ბიოგრაფიაში, მამა ელიზბარი [დიაკონიძე] ასე ბრძანებს:


ჩვენი მრწამსი, ქართველი კაცის საკეთებელ საქმეთა ერთობას უნდა ეფუძნებოდეს...  კერძოდ:

ეკლესიაში ხშირად გაიგონებთ შეგონებას - თითქოს ადამიანის სიცოცხლე ჰგავს წყალში მოტორტმანე ნავს, რომელსაც ორი ნიჩაბი სჭირდება სამართავად, რომელთაგან ერთს აწერია „ლოცვა“, მეორეს - „შრომა“. თუ ერთ-ერთ მათგანს არ ვიყენებთ ნავი წინ ვერ მიდის და ის ერთ ადგილზე ბრუნავს...

ქართველი კაცის ცხოვრება კი, ჰგავს ნავს, რომელსაც ორი ნიჩბის გარდა, რომელთაც „ლოცვა“ და „შრომა“ აწერია, აუცილებლად ესაჭიროება ასევე მესამე ნიჩაბი, რომელსაც ჩვენში - ორთაყვირს ეძასიან, და რომელზეც არის წარწერა - „ბრძოლა“.  ქართული სული „მებრძოლი“, ანუ მიწიერი ეკლესიის ნაწილია და თვინიერ ბრძოლისა, ვერ შეუერთდება „მოზეიმე“, ანუ ზეციურ ეკლესიას.

ჩვენი ვალია ვიზრუნოთ არამარტო საკუთარი, არამედ სხვათა სულების გადასარჩენად...

ქართველებს ძალზედ ცოტა დრო გვაქვს უფლის სიმართლემდე მისასვლელად, და ძალზედ ბევრი გვაქვს საკეთებელი... ამიტომ, სხვებისაგან განსხვავებით, სწორედაც რომ სამნიჩბიანი [„ლოცვა“, „შრომა“, „ბრძოლა“] ნავი გვჭირდება...

ასეთი ნავით ატარა ქართველმა თავისი სული, მამული და მხოლოდ ასეთი ნავით თუ გავალთ უფლისაკენ სავალ გზაზე.

„ცუდი სიზმრები მაცილებენ აქეთკენ ძრწოლით,

სიცოცხლისათვის - ძარღვი ძარღვთან უნდა შეერთდეს!..

სიკვდილს - სჯობს, ქარის წისქვილებთან იყო მებრძოლი,

ან კიდევ მეტი: წიწამურთან სამასმეერთე“ .

ჩვენს - სამასმეერთე არაგველობის სულისკვეთების სვლას გაუმარჯოს!..“.


ჭეშმარიტად - მამულიშვილური სიტყვებია, რომელსაც სუყველა თანავეზიარებით. შემდგომი მოვლენები, ჩვენთვის დღემდე აუხსნელად წარიმართა.

ამ დღიდან მოყოლებული მამა ელიზბარი [დიაკონიძე] - ჩვენს სატელეფონო ზარებს, თავდაპირველად, მართალია პასუხობდა, მაგრამ შეხმიანების დროს გამოთქმული შეპირების მიუხედავად, საარჩევნო შტაბში აღარ გამოჩენილა.

უფრო მეტიც, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ისე გაილია, რომ მან, 23 მაისიდან მოყოლებული, საერთოდ შეწყვიტა ჩვენს სატელეფონო ზარზე რეაქცია, და, არაერთი შეხმიანების მიუხედავად, ჩვენს [მიხეილ [გელა] სალუაშვილის, ჯემალ ჯიქიას, ავთანდილ იოსელიანის, ხაჩატურ ვართანიანცის ] სატელეფონო ზარებს დღემდე არ პასუხობს და არც თავად გვეხმიანება.

ჩვენს პარტიულ სიაში - ერთადერთი სასულიერო შესამოსელის მატარებელი, დიაკონ - მამა ელიზბარის [დიაკონიძე] ასეთი - „დუმილი“, და - საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობიდან გვერდზე განდგომა, უაღრესად მტკივნეული აღმოჩნდა „უფლის სახელით...“ მავალ გუნდში გაერთიანებული თითოეული ჩვენთაგანისათვის.


22 ივნისს ჯემალ ჯიქიასთან შემდგარი შემთხვევითი შეხვედრისას, მამა ელიზბარმა [დია-კონიძე] თავისი „დუმილი“ ასე განმარტა - „არ მცალია და ვერ მოვდივარო...“.


ამ, ყოვლად მიუღებელი, პოზიციის თაობაზე კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია.

  ბოლო ჟამში მომხდარი ამ გულდასაწყვეტი ფაქტის ბიბლიური ანარეკლის თაობაზე საუბარი, ადრე უკვე ნათქვამის გახსენებით გვინდა განვაგრძოთ.

ჩვენ ვწერდით, რომ - „...იმაში გასარკვევად, თუ ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი რა მისტერიული პროცესი შეესაბამება - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის მეორე ეტაპს, თავად აღნიშნული ტექსტი გავიხსენოთ - „...წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“ [3 ეზრა 2,38].

აქ ხსენებული - „უფლის ნადიმი“, საძიებელი თემატიკის მთავარი გასაღებია, და აი როგორ. სახარებაში, კოდირებული „უფლის ნადიმის“ არსის გასაგები, ორი იგავია მოცემული;

1. „საქორწინო ნადიმი“ [მათე 22,1-14] და

2. „პურობაზე წვეულნი“ [ლუკა 14,16-24].

ორივე ამ იგავში მინიშნებაა - „გამზადებულ სუფრასა“ და „წვეულთა“ მოპატიჟებაზე:

1. „კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად...  და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში“ [მათე 22,1-4]...“ [იხ. გაზ. №20 (916), გვ. 2-3].

კოდირებული „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ არსის მატარებელი „ქორწილის“ [აქ - „პარტიულ სიაში“ შესაყვანთა] თემატიკა სახარებისეულ თხრობაში ასე გრძელდება:

- „მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში... მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში [აქ - „პარტიულ სიაში“ შესაყვანად] მოიწვიეთ ყველა შემხვდური. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი [ანუ - პარტიული სია შეივსო და ცესკოს წარდგენა].

შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი [როგორც ითქვა - მამა ელიზბარი [დიაკონოძე] გახლდათ ჩვენს პარტიულ სიაში მყოფი სასულიერო შესამოსელის მატარებელი ერთადერთი დეპუტატობის კანდიდატი]. და უთხრა მას: მეგობარო [დიახ, იგი, ჩვენთვის - ჩვენი პოლიტიკური თანამოაზრე და მეგობარია], როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა [წინასაარჩევნო პროცესიდან განრიდება, სატელეფონო ზარებზე ურეაგირეობა და სხვა]. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ...“ [მათე 22, 5-13].

სახარებისეული ტექსტის შემდგომი ციტირება მკითხველისათვის მიგვინდვია, ჩვენის მხრიდან მხოლოდ ხსენებული მონაკვეთის შემაჯამებელ წინადადებას მოვიყვანთ - „...მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი“ [მათე 22,14].

დასასრულს, მამა ელიზბარს [დიაკონიძეს}, ისევე როგორც ჩვენს თავსაც, ვუსურვებთ, რათა - ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს თავი დავაღწიოთ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებს.

ღმერთმა ყველას მოგვცეს მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი