Print

ედ. შევარდნაძის "ბოლო"

„მხეცი“, ანუ ანტიქრისტეს არსის მატარებელი

ედ. შევარდნაძის - „ბოლო“

 

ბოლო ჟამი, თავისი წინასწარნაუწყები მინიშნებების აცხადებით მიემართება.

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ - ბიბლიასა და წმიდა წერილებში აღწერილი ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენები, მისტერიულად გადმოგვცემს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდელ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის - თავგადასავალს.

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი თითოეული ნიშანი, არის - ამ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის თავზე და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების მისტერიული არსის შემცველი, ანუ მათი ყოფისა და გარემოს ამსახველია.

წმიდა წერილები გვაუწყებენ, ბოლო ჟამის ორ მთავარ უარყოფით „პერსონაჟზე“, ესენია: „მხეცი“, იგივე  ანტიქრისტე და [მისი] ცრუწინასწარმეტყველი.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა ისიც იცის, რომ არავითარი რეალური [განსხეულებული], მისტიური „მხეცი“, ანუ - „ანტიქრისტე“, ანდა - „ცრუწინასწარმეტყველი“, ბუნებაში არ არსებობს.

„ანტიქრისტეცა და [მისი] ცრუწინასწარმეტყველიც“ მხოლოდ და მხოლოდ კოდირებული სახელდებებია, და - ბოლო ჟამში მომქმედ გარკვეულ პირთა საქმიანობიდან გამომდინარე, დროითი მინიშნების არსს ატარებს.

ამათგან, ანტიქრისტე - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ქვეყანაში, ანუ საქართველოში, სელისუფლების სათავეში მყოფის [ედ. შევარდნაძის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელია;

ხოლო - ცრუწინასწარმეტყველი, ე.წ. ანტიქრისტეს [ანუ -ედ. შევარდნაძის] „შემცვლელის“ [მ. სააკაშვილის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელი გახლავთ.

ამდენად, ედ. შევარდნაძე - ანტიქრისტეს, ხოლო მ. სააკაშვილი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებლები არიან. ეს სახელდებები, მხოლოდ და მხოლოდ - მათი საქმიანობის შინა-არსიდან მომდინარე ეპითეტებია.

 

კაენი და ლამექი, ანუ - „ორჯერ შვიდის“ არსი

როგორც ადრეც გვითქვამს, ზემოთაღნიშნულ პირთა რეინკარნაციისეული ჯაჭვის ჩამონათვალში, ედ. შევარდნაძის სულის პირველი განსხეულებისეული რგოლის სახელი - „კაენია“, ხოლო მ. სააკაშვილის სულს პირველ განსხეულებაში - „ლამექი“ ჰქვია.

ძმისმკვლელ კაენთან მიმართებაში, ბიბლია ასეთ ინფორმაციას გვაწვდის - უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს“ [დაბ. 4,13-15].

აქ მოცემული - „შვიდწილად“, კოდირებულ - „შვიდზე“ რომ გვითითებს, მეორდება, კაენის შტოს წარმომადგენლის, ორცოლიანობის პირველი შემომღების - ლამექის სიტყვაშიც - „უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი [კოდია, და ბ. პატარკაციშვილზე უთითებს] ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი [კოდია, და ზ. ჟვანიაზე გვითიოთებს]- ჩემდა ჭირად. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ“ [დაბ. 4,23-24].

ჩვენის აზრით, კაენთან მიმართებით, კოდირებული „შვიდის“ ორჯერადი ხსენება, კაენის სხეულის მატარებელი სულის, ბოლო ჟამში რეინკარნირებული, „მხეცის“, იგივე ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის მიწიური საქმიანობის დასასრულისეული - თარიღის [წელი, თვე და რიცხვი] შეცნობის შესაძლებლობას იძლევა. დიახ, შვიდის ორჯერადი ხსენებით გვენიშნება:

1. 21-ე საუკუნის მე-14 წელი, რომელიც - ორჯერ შვიდია; და

2. ამ, „ორჯერ შვიდის“ შემცველ წელში, ორი შვიდიანის ერთობის ერთადერთი ვარიანტი: მე-7 თვის მე-7 დღე, ანუ - 7 ივლისი.

და სწორედ ამ დროთა თანხვედრის მიჯნაზე - 2014 წ. 7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, 11.45 სთ-ზე ედ. შევარდნაძის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა - ედ. შევარდნაძის გარდაცვალების თაობაზე. დაკრძალვის თარიღად, გარდაცვალებიდან ათვლით [7, 8 ... 12, 13] მე-7 დღე - 13 ივლისი დასახელდა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი