Print

საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტი

სახელმწიფო ხელისუფლების

მმართველობითი ფორმის

საკითხისათვის

 

შესავალი

კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპი მმართველობითი ფორმის თავისებურებით გამოირჩევა, რომელსაც განსაზღვრავს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შექმნის წესი და სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე სახელმწიფო მეთაურის სტატუსი.

დღეისათვის, ძირითადი მმართველობითი ფორმებია: მონარქია [ან: კონსტიტუციური მონარქია]  და რესპუბლიკა [კერძოდ: საპარლამენტო რესპუბლიკა და საპრეზიდენტო რესპუბლიკა].

საქართველოში არსებული საპრეზიდენტო მმართველობითი ფორმით განსაზღვრული სახელმწიფო მეთაურის _ `პრეზიდენტის~ სტატუსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების  გაცნობამდე, ზოგადი სურათის შესაქმნელად, მოდით მოკლედ გავიხსენოთ საქართველოს ისტორიოგრაფიიდან ცნობილი, ჩვენს ქვეყანაში, ამ კუთხით  არსებული   მდგომარეობა.

[სრულად იხ. „ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“ ანუ (გ)ახსნილი საიდუმლო“, მიხეილ(გელა) სალუაშვილი, თბ. 2008 წ.].


[იხ. PDF ფორმატში წარმოდგენილი ტექსტი -"ცვლილება: პრეზიდენტი-ბუკლეტი"]

 

პროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. 

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

3. კონსტიტუციის მეოთხე თავი, სახელდებით - „საქართველოს პრეზიდენტი“, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი მეოთხე

საქართველოს პრეზიდენტი

 

მუხლი 69. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს საქართველოს  პრეზიდენტი.

მუხლი 70. საქართველოს პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა ოცდათხუთმეტი წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია თხუთმეტი წელი.

საქართველოს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ საქართველოს მოქალაქენი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

საქართველოს პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები ნამდვილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს.

თუ არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, მაშინ ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატთაგან (არა უმეტეს ორისა იმ რიცხვიდან, რომლებსაც კენჭს უყრიდნენ როგორც პრეზიდენტს) მხარეთა პალატა ფარული კენჭისყრით დაუყოვნებლივ ირჩევს პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში ხმის მიცემა ხდება მხარეთა მიხედვით. ყოველი მხარის წარმომადგენლობას აქვს ერთი ხმა. ქვორუმს შეადგენს მხარეთა რაოდენობის ორი მესამედი. პრეზიდენტის არჩევისათვის ყველა მხარის ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

თუ მხარეთა პალატა, როდესაც არჩევის უფლება მას გადაეცემა, ვერ აირჩევს პრეზიდენტს მისი უფლებამოსილებათა ვადის საწყისად დადგენილ მომენტამდე, მაშინ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი იმოქმედებს როგორც პრეზიდენტი,  ვიდრე პრეზიდენტი არ მოიპოვებს აღნიშნულ უფლებებს.

პირი, რომელიც მიიღებს ვიცე-პრეზიდენტისათვის მიცემულ ხმათა უმრავლესობას, ხდება ვიცე-პრეზიდენტი, თუ ეს რიცხვი  საქართველოში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს შეადგენს. თუ არც ერთი პირი არ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, მაშინ იმ ორი პირისაგან, რომლებმაც სიაში მყოფ ყველა კანდიდატს შორის მიიღო ყველაზე მეტი ხმა, წარმომადგენელთა პალატა ფარული კენჭისყრით ირჩევს ვიცე-პრეზიდენტს. ქვორუმი ამ შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატის წევრთა ორ მესამედს შეადგენს. ვიცე-პრეზიდენტის არჩევისათვის საჭიროა ხმათა უმრავლესობა.

მუხლი 71. თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადის საწყისად დადგენილი მომენტისათვის არჩეული პრეზიდენტი გარდაიცვლება, მაშინ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტი.

იმ შემთხვევაში, როდესაც არც არჩეული პრეზიდენტი, არც არჩეული ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობენ ამ თანამდებობების კანდიდატისათვის დადგენილ მოთხოვნებს, პარლამენტს შეუძლია მიიღოს კანონი, რომელიც მიუთითებს, თუ ვინ შეიძლება შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ან დაადგინოს იმ პირის არჩევის წესი, რომელმაც უნდა იმოქმედოს, როგორც პრეზიდენტმა. ასეთი პირი მანამ ასრულებს სათანადო მოვალეობებს ვიდრე პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი არ აღიდგენენ მათი თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 72. პარლამენტს შეუძლია კანონით გაითვალისწინოს შესა-ბამისი ღონისძიებები, იმ პირთა გარდაცვალების შემთხვევებისათვის, რომელთაგან კონსტიტუციის თანახმად მხარეთა პალატას შეუძლია აირჩიოს პრეზიდენტი, ხოლო წარმომადგენელთა პალატას ვიცე-პრეზიდენტი.

მუხლი 73. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევეში პრეზიდენტად ხდება ვიცე-პრეზიდენტი.

მუხლი 74. თუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდა, პრეზიდენტი ნიშნავს ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც თანამდებობას იკავებს ორივე პალატის ხმათა უმრავლესობით დამტკიცების შემდეგ.

მუხლი 75. თუ პრეზიდენტი გადასცემს წარმომადგენელთა და მხარეთა პალატის თავმჯდომარებს წერილობით განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია განახორციელოს თავისი თანამდებობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, საპირისპირო შინაარსის განცხადების შეტანამდე ამ უფლება-მოვალეობებს ასრულებს ვიცე-პრეზიდენტი.

მუხლი 76. თუ ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დეპარტამენტის სხვა ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირთა უმრავლესობა გადასცემს წარმომადგენელთა ან მხარეთა პალატის თავმჯდომარეს წერილობით განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს არ ძალუძს განახორციელოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობები, ვიცე-პრეზიდენტი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დაუყოვნებლივ კისრულობს ამ თანამდებობის უფლება-მოვალეობებს.

როდესაც პრეზიდენტი გადასცემს განცხადებას წარმომადგენელთა  და მხარეთა პალატის თავმჯდომარეებს, რომ უუნარობა აღარ არსებობს იგი განაახლებს თავისი თანამდებობის უფლება-მოვალეობების გან-ხორციელებას, თუ ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დეპარ-ტამენტების ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირთა უმრავლესობა ოთხი დღის განმავლობაში არ წარმოუდგენენ წარმომადგენელთა და მხარეთა პალატის თავმჯდომარეებს წერილობით განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია განახორციელოს თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი. თუ ამ დროს არ მიმდინა-რეობს პარლამენტის სესია, იგი იკრიბება ორმოცდარვა საათის განმავ-ლობაში და წყვეტს ამ საკითხს. თუ პარლამენტი, ბოლო წერილობითი განცხადების მიღებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში ორივე პალატის ხმათა ორი მესამედით დაადგენს, რომ პრეზიდენტს არ ძალუძს განახორციელოს თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალე-ობები, მაშინ ვიცე-პრეზიდენტი განაგრძობს მათ განხორციელებას, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი განაახლებს თავის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

მუხლი 77. თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს პრეზიდენტი დებს ფიცს, ქ. თბილისში გამართულ პარლამენტის პალატათა გაერთიანებულ ხდომაზე.

მუხლი 771. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლება-მოვალეობათა ვადა მთავრდება 26 მაისის ნაშუადღევს, ამავე დროიდან იწყება მათი მემკვიდრეების უფლებამოსილებათა ვადის მოქმედება.

მუხლი 78. პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ მხოლო ორჯერ. პირი, რომელსაც ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა ან ორ წელზე მეტ ხანს ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 79. საქართველოს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები იმართება 9 აპრილს.

მუხლი 791. საქართველოს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან.

კანონი ადგენს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ხელფასსა და სხვა ასიგნების გაცემის წესს.

მუხლი 80. საქართველოს პრეზიდენტი.

1. არის საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლე-ბის, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დაცვის გარანტი;

2. იღებს საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წყობილების პრინციპების რეალიზაციისათვის საჭირო ზომებს;

3. წარმოადგენს საქართველოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ურთიერთობებში;

4. მეთაურობს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემას და უზრუნველყოფს მათ ურთიერთქმედებას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან;

5. ქ. თბილისში გამართულ პარლამენტის პალატათა გაერთიანებულ ხდომაზე წარმოადგენს ყოველწლიურ მოხსენებებს ქვეყნის მდგო-მარეობის შესახებ, აწვდის მათ ინფორმაციას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე;

6. არის შეიარაღებული ძალების მეთაური, თავმჯდომარეობს კანო-ნის თანახმად შექმნილ თავდაცვის უმაღლეს საბჭოს;

7. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში შეაქვს წინადადებები სამინისტროების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

8. ამტკიცებს მხარეთა რეგიონალურ და რაიონულ დაყოფას, ქალაქებისა და ქალაქის რაიონების შექმნას, ქალაქების დაქვემდებარების შეცვლას, აგრეთვე სხვა დასახლებული პუნქტისათვის სახელის გადარქმევას;

9. კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიშნავს რეფერენდუმს;

10. იყენებს შეწყალების უფლებას (ეს არ ეხება იმპიჩმენტის წესით აღძრულ საქმეებს);

11. ანიჭებს სამხედრო წოდებებს;

12. ნიშნავს თანამდებობებზე სარდლებსა და გენერლებს;

13. აჯილდოებს საქართველოს ორდენებითა და მედლებით, ანიჭებს საქართველოს საპატიო წოდებებს;

14. წყვეტს საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობიდან გასვლას და მოქალაქეობის ჩამორთმევას, თავშესაფრის მიცემის საკითხებს;

15. აცხადებს საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას. აცხადებს ომის მდგომარეობას და დაუყოვნებლივ შეაქვს ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში განსახილველად. საქართველოს დაცვისა და მის მოქალაქეთა უშიშროების ინტერესებისათვის აცხადებს სამხედრო მდგომარეობას ცალკეულ ადგილებში და დაუყოვნებლივ შეაქვს ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში.

სამხედრო მდგომარეობის შემოღების წესსა და მის რეჟიმს განსაზღვრავს კანონი;

16. საქართველოს მოქალაქეთა უშიშროების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის იძლევა გაფრთხილებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ ადგილებში საგანგებო წესების გამოც-ხადების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი აცხადებს კიდეც მათ შემოღებას. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად.

ამ პუნქტის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში შეუძლია შემოიღოს დროებითი საპრეზიდენტო მმართველობა.

საგანგებო წესების, აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმი დგინდება კანონით;

17. წარმომადგენელთა პალატის რჩევითა და თანხმობით დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს იმ პირობით, თუ მას მოიწონებს სხდომაზე დამსწრე პარლამენტართა ორი მესამედი.

წარმომადგენელთა პალატის რჩევითა და თანხმობით ნიშნავს ელჩებს, სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და საქართველოს  ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელთა სხვა წესით დანიშვნა არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით და რომელთა თანამდებობებს ადგენს კანონი. გარდა ამისა კანონით პარლამენტს შეუძლია პრეზიდენტს მისცეს სასამართლოების ან დეპარტამენეტბის ხელმძღვანელების უფრო დაბალი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლება.

პრეზიდენტს აქვს უფლება დროებით, წარმომადგენელთა პალატის მომდევნო სესიის ბოლომდე, შეავსოს წარმომადგენელთა პალატის სესიებს შორის შექმნილი ყველა ვაკანსია თანამდებობაზე მოწმობების გაცემის გზით;

18. საგანგებო შემთხვევებში შეუძლია მოიწვიოს ორივე ან ერთი რომელიმე პალატის სხდომა, თუ პალატები ვერ შეთანხმდნენ სხდომის გადატანის დროზე, ერთპიროვნულად ნიშნავს პალატების სხდომის ისეთ დროს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის;

19. ღებულობს ელჩებსა და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს;

20. ზრუნავს კანონების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტთან მოქმედებს კოლეგიური ორგანო პრეზიდენტის კაბინეტი (მთავრობა), რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის მიერ, წარმომადგენელთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნული სამინისტროებისა და ცენტრალური უწყებების ხელმძღვა-ნელები.

მუხლი 80. იმპიჩმენტის წესით მსჯავრის დადების შემდეგ პრეზი-დენტი, ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს  ყველა სამოქალაქო თანამდებობის პირი, შეიძლება გადაყენებული იყოს თანამდებობიდან სახელმწიფო ღალატისათვის, მექრთამეობისათვის და სხვა მნიშვნე-ლოვანი დანაშაულისათვის.

მუხლი 801. საქართველოს პრეზიდენტი არ აგებს პასუხს თავისი ფუნქციების შესრულების დროს განხორციელებული მოქმედებისათვის. თუ ამით არ არის ხელყოფილი საქართველოს კონსტიტუცია და ადგილი არა აქვს სახელმწიფო ღალატს.“.

 

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი