Print

საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები



შესავლის მაგიერ

_ 1990 წლი 28 ოქტომბერი - 1992 წლის 6 იანვარი, ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლა და მოკვეთა:

- „ეს ფაჩვნიერი ვაცი (ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა) იავანის (ანუ კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის) მეფეა (ლიდეია); თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (ეროვნული მოძრაობის წიაღიდან ქვეყნის სათავეში მოსული პირველი ლიდერი - ზვიად გამსახურდია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა)...“ [დან. 8,21];

- „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (62x 7 = 434 დღე, ანუ დრო 1990 წლის 28 ოქტომბრიდან ვიდრე 1992 წლის 6 იანვრამდე) მოიკვეთება ცხებული(ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველო) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპაეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის მოვლენებში უშუალო მონაწილენი)...“ [დან. 9,26];

2. 1992 - 2003 .., ანუ  ედ. შევარდნაძის  ხელისუფლებაში მოსვლა და ...

- „იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . ოქტომბერიდან) ერთ შვიდეულში (1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი), შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს (2000, 2001, 2002 და ნოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძის მიერ დაარსდა საარჩევნო ბლოკი: ახალი საქართველოსთვის, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი-საგმირონი). სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობის ბიბლიური შეფასება) ვიდრე (2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27];

3. 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიიდან, ანუ  . სააკაშვილის საქმიანობის დასასრული...

_ ... ისინი ხელში მიეცემიან მას ( სააკაშვილს). ვიდრე არ გავა დრო _ორი დრო და ნახევარი (სულ 3,5 წელი, ანუ 2009, 2010, 2011 წლის აგვისტო და: + 1. სექტემბერი, 2. ოქტომბერი, 3. ნოემბერი, 4. დეკემბერი; [და: 2012 წლის] 5. იანვარი, 6. თებერვალი). (2012 წლის თებერვლის) შემდეგ დაჯდება სამსჯავრო (კოდია) და წაართმევს მას (. სააკაშვილს) ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

მეფობა, ხელმწიფება  და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება. აქ არის ამ სიტყვების დასასრული... [დან. 7,25-28].

 

საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების

აღდგენა- დამკვიდრების პრინციპები

„იცოდეთ, რომ უკვე ახლოა,  კარზეა მომდგარი“

მათე 24,33

ბოლო ჟამის დროთა მდინარება წინასწარგანსაზღვრული სვლით მიემართება... მეორედ მოსვლისა და სამსჯავროს ჟამი თავის დროს ელოდება _`განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დროჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი, მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება, მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება~ (III ეზრა 7, 43-45).

აღნიშნული წამის ჩამოკვრამდე, თითოეული ჩვენთაგანი ვეზიდებით ჩვენი ყოველდღიურობის მძიმე ჯვარს, რამეთუ _ `ის დღე და ის საათი არავინ იცის; არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი, ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც~ (მათე 24, 36-39).

ყველას გვახსოვდეს, რომ თითოეულს ჩადენილის მიხედვით მოგვეზღვება.

წინამდებარე ნაშრომში გადმოცემული სათქმელი სწორედ აღნიშნულის სულისკვეთების გათვალისწინებას ეძღვნება.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

წინათქმა

„ყოველი ორობაი არა არს დასაბამ,

არამედ ერთობაი არს დასაბამ

ყოვლისა ორობისა“

პეტრე იბერი

მძიმე ჟამი უდგას საქართველოს...

ბოლო ოცი წლის მანძილზე მიმდინარე ქართული ცნობიერების რღვევის პროცესი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლის წინმსწრებ, და ერთგვარ _ გამომწვევ მიზეზადაც იქცა.

დღეს, არ გვეგულება საქართველოში მცხოვრები არცერთი პიროვნება, რომელიც ვერ გრძნობდეს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებული უბედურების სიმძიმეს; უბედურებისა, რომელიც სათავეს დეკემბერ-იანვრის ცნობილი ტრაგიკული დღეებიდან იღებს, როდესაც, გარეშე და შიდა ძალების ერთობლივი მოქმდების შედეგად, მოხდა უდიდესი ბოროტება:

_ სათავე მოეშალა კანონიერებასა და სამართლიანობას, იარაღის გამოყენებით განდევნილ იქნა ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება;

_ უკანონოდ იქნა გაუქმებული ქვეყანაში მოქმედი ძირითადი კანონი: კონსტიტუცია;

_ ხელოვნურად შექმნილი ხელისუფლების ვაკუუმი შეივსო ჯერ სამხედრო (1992 წ. 2 იანვარი) და სახელმწიფო (1992 წ. 10 მარტი) საბჭოებით, ხოლო შემდგომ (1992 წ. 11 ოქტომბრის) `არჩევნებით~ მოსული პარლამენტით;

_ საქართველოს ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული ძალის მიერ 1995 წელს ე.წ. კონსტიტუციის მიღება, გახლდათ ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის შენიღბვის მორიგი მცდელობა;

_ 1995, 1999 და 2000 წლებში საპარლამენტო და საპრეზიდენტო `არჩევნები~-ს დარღვევებით ჩატარებამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსული ედ. შევარდნაძის მეთაურობით მომქმედი ძალის არალეგიტიმურობა;

_ ხელისუფლების უზურპატორთა მიერ გაყალბებით ჩატარებული 2003 წლის მორიგი `არჩევნები~-ს შედეგები, ფორმალურ საბაბად დაედო, მოძალადე ხელისუფლების შიგნით წარმოშობილი ურთიერთდაპირისპირებული ერთ-ერთი ძალის მიერ მოწყობილ, ე.წ. ვარდების რევოლუციას;

_ 1999 წლის `მოწვევის~ უკანონო პარლამენტის მიერ, 2003 წლის მიწურულსა და 2004 წლის დასაწყისში განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები, მ. სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოკალათებული ძალისათვის განუზომელი ძალაუფლების თავმოყრის იურიდიულ საფუძვლად იქცა;

_ 2004 და 2008 წლის ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო `არჩევნებით~ ქვეყნის მართვის სათავეებთან მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელ ქმედებებს,  ერთგვარ ლოგიკურ შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის ერთი ნაწილის საქართველოს იურისდიქციიდან გასვლა მოჰყვა... გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ..

ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა ე.წ. სახელისუფლებო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფორმალურ საფუძველად იქცა...

ცხოვრების ამგვარი სტილით გაგრძელება ქვეყნის საყოველთაო კატასტროფის მომტანი იქნება. შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალის ძიება უნდა იქცეს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის ყოველწამიერი ფიქრის საგნად... თითოეული ჩვენგანის მიერ, დღეს გადადგმულმა, არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს მომავალს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~, აცნობიერებს რა შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს, თავს ვალდებულად თვლის ერისა და ბერის სამსჯავროზე გამოიტანოს, ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობის შეცვლის სამოქმედო გეგმა.

 

1. წარსულის გაკვეთილები, ანუ

ის, რაც იყო  ვერ შეცვლი

„რომ არ ყოფილიყო ზენა ძალების მფარველობა,

 ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით,

ღვთის მფარველობის იმედი

მუდამ გქონდეთ ყველას და გახსოვდეთ,

რომ მთავარია ეს ამის გარეშე ვერ გაიმარჯვებთ“

ზვიად გამსახურდია

ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასოდეს არ შეწყვეტილა. ყველაზე მძლავრი აზვირთება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა 1988 წლის ბოლოდან იწყება. ყველა ჩვენგანს, ალბათ, კარგად ახსოვს სულის გამოღვიძების ეს უმნიშვნელოვანესი წლები და თვეები... ეს იყო თავისუფლებას მოწყურებული სულის ნამდვილი ზეიმი... სულისა, რომელიც მიუხედავად ორასწლოვანი მონობისა, არ დაცემულა, არ გადაგვარებულა და რომელიც ნაცარწაყრილი ნაკვერჩხალივით ინახავდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეას.

1989 წლის 9 აპრილი _ ერთერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს უახლესი ისტორიისა. დღე, რომლის მნიშვნელობა და გავლენა, მის შემდგომ მომხდარ მოვლენებზე, განუზომლად დიდია.

1990 წელი... წელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც კომუნისტური მმართველობის უსისხლოდ შეცვლისა და ქვეყნის სათავეში ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მოსვლის წლად.

1990 წლის დასაწყისისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ თითქმის უკვე შეძლო მთელი ერის გამოფხიზლება და მისი თავისუფლების აღდეგნის სულისკვეთებით გაჟღენთვა...

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც მიაღწია მთელი მოსახლეობის კონსოლიდაციას ეროვნული თავისუფლების აღდგენის იდეის გარშემო, უაღრესად საშიშ და ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდებოდა იმპერიისათვის... მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს უკანასკნელი იჯდა გულხელდაკრეფილი, რაც გამოიხატებოდა მის მიერ ხელოვნურად მოწყობილ, ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წინააღმდეგ გამიზნულ, შეუწყნარებელ პროვოკაციებში.

კრემლის მიერ მოწყობილ პროვოკაციულ ჩანაფიქრს _ გაეხლიჩა და დისკრედიტაცია გაეწია ეროვნული მოძრაობისათვის, დაუყოვნებლივ აუღო ალღო ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით აღორძინებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ:

_ `გამომჟღავნდა ეროვნული მოძრაობის განადგურების მცდელობა კორუმპირებული მაფიის მიერ, რომელსაც ფარულად წარმართავს ოფიციოზი... ეს ყოველივე საბოლოო მიზნად ისახავს საქართველო სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რასაც დიდი ხანია ამზადებს კრემლი, რათა ჩაახშოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა~

(ზვიად გამსახურდიასა და სხვათა: `მიმართვა ქართველი ერისადმი~,

გაზ. `ახალგაზრდა ივერიელი~, 1990 წლის 5 მაისი).

 

შემდგომი მოვლენები ისე განვითარდა, რომ ზემოთ მოყვანილი მიმართვის ტექსტზე ხელმომწერნი იძულებულნი შეიქმნენ გამიჯვნოდნენ 1990 წლის 13-15 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის მიერ არჩეულ ეროვნულ ფორუმში მყოფთ. აი, ფრაგმენტი განცხადებისა, რომელიც 1990 წლის 12 მაისს გაზეთ `ახალგაზრდა ივერიელში~ გამოქვეყნდა:

`საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია, წმიდა ილია მართლის საზოგადოება და სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, გამოდიან მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატორები და სათანამშრომლოდ იწვევენ ყველა პოზიტიური, რეალური ძალის მქონე ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანიზაციას.

მრგვალი მაგიდის მიზანია: დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალისტური კონცეფციის შექმნა~.

1990 წლის 15 მაისს გაზეთი `ახალგაზრდა ივერიელი~ აქვეყნებს იმავე წლის 11 მაისს მიღებულ `საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის წესდებას~, იქვეა გამოქვეყნებული, მათი პოლიტიკური კონცეფცია, რომელშიც ვკითხულობთ:

`...იმისათვის, რომ საქართველოში არჩეულ იქნას ჭეშმარიტად ერის ნების გამომხატველი და მისი ინტერესების დამცველი ორგანო, რომელიც მხოლოდ არსებული, ობიექტური რეალობის გათვალისწინებით იმოქმედებს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებითა და მისდამი ერის ინტერესების საზიანო კომ-პრომისებით, აუცილებელია:

შეიქმნა პირობები, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურმა ოპოზიციამ, რათა მოსკოვისადმი დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები, უმაღლეს არჩევით ორგანოში უმცირესობაში აღმოჩნდნენ...~

აქ ყურადღება უნდა მიექცეს ფრაზას _ `შეიქმნას პირობები~. მაინც რა იგულისხმება მასში?

ბატონი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების ერთ-ერთი პირველი გამარჯვება იყო 1990 წლის 9 მარტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელმაც შექმნა _ მსოფლიო პრეცენდენტი, როდესაც _ მმართველი რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავის თავს ფაქტობრივად უკანონოდ აცხადებს:

დადგენილება

საქართველოს სახელმწიფოს

სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ

 

„...საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წელს თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

1924 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ“.

 

კიდევ ვიმეორებთ _ ეს იყო ქართველო ხალხისა და მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი, მსოფლიო პრეცენდენტის არმქონე გამარჯვება.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ-განმა-თავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის (1990 წლის 13-16 მარტი) დადგენილებაში ჩაიწერება:

`პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდი-ნირებული ხელმძღვანელობის ცენტრი, რომელიც მოიწვევს საყოველთაო ეროვნულ ყრილობას და გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლების საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს~.

ბატონი ზვიად გამსახურდია დარწმუნდა რა იმაში, რომ ოფიციოზის მიერ მართული კორუმპირებული მაფია, ეროვნული მოძრაობის განადგურების მიზნით, ცდილობდა ფორუმში შეღწევას, რაც _ `საბოლოოდ მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგო-მარეობის შემოღებას~, გადაწყდა: გადამჭრელი ზომების მიღებისათვის მიეღწიათ ეროვნული მოძრაობის მთელი შინაგანი პოტენციალის მობი-ლიზებისათვის. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ ჩათვალეს გამიჯნოდნენ _ `გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური “ ხელისუფლების ფორმირების ყოველგვარ მცდელობას.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილმა `მრგვალმა მაგიდამ~ გადაწყვიტა, რომ `შეექმნა პირობები~ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლისათვის, `რათა მოსკოვისადმი დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები, უმაღლეს არჩევით ორგანოში, უმცირესობაში აღმოჩენილიყვნენ~. ასეთი პირობების შექმნა კი, მხოლოდ ოფიციალურ ხელისუფლებაზე მშვიდობიანი ფორმებით ზეწოლის შედეგად იყო შესაძლებელი, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თვითონვე მოეხდინათ თავისი თავის უკანონოდ გამოცხადება _ რაც უნდა გამხდარიყო სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნებისათვის `კანონიერი~ სტატუსის მისანიჭებლად.

და აი, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი `მრგვალი მაგიდის~ ძალისხმევის პრაქტიკული შედეგი _ 1990 წლის 20 ივნისის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ორი დადგენილება:

 

I. `საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტირების შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ:

1. დადგენილებას, მეათე აბზაცის შემდეგ, დაემატოს შემდეგი აბზაცი:

`აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები... არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს:

უკანოონდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვალს, 24 მარტის გადაწყვეტილებანი და სხვა)~.

2. დადგენილებას ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი:

`დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს სსრ და რუსეთის სფსრ შორის პრინციპულად ახალი, სუვერენული სახელმწიფოებისათვის შესაფერისი ურთიერთობების დამყარების მიზნით, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს 1921 წლის თებერვალ-მარტში რსფს რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის აღიარება და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების სათანადო შეფასება რსფსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ...~

 

II. “საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება:

საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის ძირითადი კონცეფციისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის თაობაზე:

1. დაევალოს საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საბჭოების დეპუტატების არჩევნების შესახებ საქართველოს სსრ კანონის პროექტების შემმუშავებელ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიას პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და მასობრივ მოძრაობებთან ერთად, ერთი თვის ვადაში, მოამზადოს განსა-ხილველად და მისაღებად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის პროექტი.

2. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით.

3. დაინიშნოს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები კვირას, 1990 წლის 28 ოქტომბერს~.

 

ამდენად პირველი ეტაპი _ `პირობების შექმნისა~ წარმატებით დაგვირგვინდა.

დაიწყო მეორე ეტაპი _ საარჩევნო კანონი უნდა შექმნილიყო ისეთი, რომ მასზე დაყრდნობით არჩეული ხელისუფლება არ გამხდარიყო იურიდიულ-ფორმალური გამგრძელებელი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოსი.

მიუხედავად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და `მრგვალი მაგიდის~ მეთაურობით მოქმედი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად (სამტრე-დიის რკინიგზის ბლოკირება და სხვა), მაინც აღწევს სასურველი საარჩევნო კანონის მიღებას... კანონისა, რომელიც აკმაყოფილებდა `მრგვალი მაგიდის~ რამდენიმე ძირითად მოთხოვნას, კერძოდ:

_ საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

_ იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

_ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არ ცნობენ რა არსებული საბჭოთა ხელისუფლების კანონიერებას, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ საარჩევნო კომისიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

ამდენად, ბატონ ზვიად გამსაურდიასა და “მრგვალი მაგიდის~ სხვა წევრების ზემოთ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ქმნიდნენ კანონიერი არჩევნებისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზისს; ეს უკანასკნელი კი იურიდიულად იმდენად უნაკლო გახლდათ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც _ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე _ კანონიერი ხელი-სუფლება.

ყოველივე ზემოთქმული მიღწევის შემდეგ, დაიწყო უშუალოდ არჩევნებისავთის მზადების მესამე და გადამწყვეტი ეტაპი.

საარჩევნო კაონის მიღების და საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შემდეგ, 1990 წლის 10 სექტემბრის `მრგვალი მაგიდის~, რიგით 44-ე შეხვედრის მონაწილეებმა, მხარი დაუჭირეს ბატონ ზვიად გამსახურდიას წინადადებას და სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა `მრგვალი მაგიდის~ საარჩევნო ბლოკს უწოდეს: `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართ-ველო~.

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში საარჩევნო ბლოკი `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ მეთორმეტე ნომრად იყო წარმოდგენილი. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული იყო _ ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზო-გადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ეროვნული ფონდი _ რადიკალური კავშირი, ლიბერალურ-დემოკრატიული კავშირი, ეროვნულ-ქრისტიანული პარტია.

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, საარჩევნო ბლოკს `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~, რითაც პირველად, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა _ კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.

 

`საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობა _ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ:

საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3. 444. 002; საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2. 406. 742 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის _  69,88 პროცენტს შეადენს; ხმის მიცემაში მონაწი-ლეობა მიიღო 2 311 923 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 67,13 პროცენტს შეადგენს. ბათილად ცნობილია 84 798 ბიულტენი.

1. პროპორციული სისტემით არჩევნებისას პარტიების (საარჩევნო ბლოკების) სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:

3. საქართველოს კომუნისტური პარტია: 688. 382 _ 29,58%

12. `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო~: 1. 248. 111 _ 53,99%

_ `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეულია 81 დეპუტატი.

საქართველოს კომუნისტური პარტიის პარტიული სიით არჩეულია 44 დეპუტატი~

(გაზ. “კომუნისტი~, 1990 წ. 7 ნოემბერი).

 

საქართველოს რესპუბლიკის სათავეში 1990 წლის 28 ოქტომბრის კანონიერი არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებიდან მე-16 დღეს, ანუ 1992 წლის 6 იანვარს, იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველო.

 

1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი მოვლენებით დამკვიდრებული უკანონო რეჟიმი გახდა:

ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის,

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის,

რესპუბლიკის ეკონომიკის განადგურებისა და, საერთოდ, ქვეყანაში უკანონობისა და ანარქიის გამეფების მიზეზი.

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი მოდით ბიბლიაზე დაყრნობით განვაგრძოთ.

 

[იხ. „კრებული - კანონიერების აღდგენა“, PDF  ფორმატში]

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობთ რა ქვეყანაში შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან თავდაღწევის სურვილით, და მიგვაჩნია რა რომ _ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

აცხადებს:

მხედველობაში ვიღებთ, რომ 

საქართველოში ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მომქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევით, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 9 მარტს მიღებული დადგენილებით:

_ “...საქართველოს უზენაესი საბჭო... აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმო-ადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას, არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული საქართველოს უფლებების აღდგენას~; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ 

ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი `მრგვალი მაგიდის~ ძალისხმევით, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო 1990 წლის 20 ივნისის დადგენილებით:

_ “აღნიშნავს, რა ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები _ არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

აცხადებს უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქარ-თველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვლის, 24 მარტის გადაწყვე-ტილებით და სხვა); აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ 

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევა; აგრეთვე _

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამო-უკიდებლობის აღდგენის აქტი~; აგრეთვე _

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანონიერების სრული დაცვით, პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატთა შორის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებით, მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევა; აგრეთვე _

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 15 სექტემბერს მიღებულ იქნა დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ~, რომელიც ნათქვამია:

`ვინაიდან 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განხორციელდა წითელი არმიის _ შეიარაღებული აგრესიის მთავარი ძალის _ მეოხებით, რომელიც დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ემორჩილება მხოლოდ სსრ კავშირის ხელმძღვანელობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელი-სუფლების უზენაესმა ორგანომ ქართველი ხალხის, საქართველოს მო-სახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავში-რის შეიარაღებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო შეიარაღებულ ძალად;

2.საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირთან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე;

3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარა-ღებული ძალების სრულ გაყვანამდე, სსრ კავშირის წინაშე დაისვას საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგანაც მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონში~; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში მოხდა კანონიერი ხელი-სუფლების დამხობა და სახელმწიფო სტრუქტურების დაშლა, რითაც შელახული იქნა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესო-ბის ნება და მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992 წლის 2 იანვარს შექმნილი უკანონო `სამხედრო საბჭოს~ მიერ, უკანონოდ იქნა შეჩერებული _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია~, რამაც სათავე დაუდო კანონიერების სრულ მოშლას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

ბიბლიისეული მითითების თანახმად 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენებით მოხდა _ ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძისათ-ვის გზების მოსწორება; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992 წლის 13 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დევნილობაში, მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც:

`...1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების (`სამხედრო საბჭო~, `დროებითი მთავრობა~, `სახელმწიფო საბჭო~ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...~; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

სამხედრო საბჭოს მიერ არაერთხელ იქნა სასტიკად დარბეული საქარ-თველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი საპროტესტო მშვიდობიანი აქციები (მიტინგები, მსვლელობები), როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში (სამეგრელოს დარბევა და ხალხის ნების დათრგუნვა); აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

სამხედრო საბჭოს სამართალმემკვიდრე სახელმწიფო საბჭოს მიერ 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში, ხელმოწერილ იქნა ცხინვალის რეგიონის ოსურ-რუსული ძალებისადმი კონტროლზე გადაყვანის ხელშეკრულება, რითაც აღნიშნული ტერიტორია ფაქტიურად გამოვიდა საქართველოს ხელისუფ-ლების იურისდიქციიდან; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

სახელმწიფო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაად-გილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზი სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩარ-თულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს განუყოფელი ნაწილის _ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართ-ველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის (რუსეთის) ჯარების გამო-ყენებაზე, საქართველოს ე.წ. მეთაურის მოთხოვნა, აგრეთვე საქართველოს `დსთ~-ში გაწევრიანებაში თანხმობა გაკეთდა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, არამედ ქვეყანაში არსებული ხელისუფლების მმართველობის რეჟიმის შენარჩუნებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გაუთვალისწინებ-ლად (1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საპირისპიროდ) და თვით საქართველოში არსებული ფაქტობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი მთელი რიგი კანონების უხეში დარღვევით, მოხდა საქართველოს `დსთ~-ში გაწევრიანების რატიფიკაცია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული `საქართველოს კონსტიტუცია~, 1992 წლის 11 ოქტომბრის უკანონო და გაყალბებული ე.წ. `არჩევნების~  შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერაა მიღებული, და შესაბამისი ლეგი-ტიმაციაც გააჩნია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992, 1995, 1999, 2000 და 2003 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. `არჩევნები~, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვ-რებელთა უმრავლესობის ნებას; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2003 წლის ნოემბერში, ე.წ. `ვარდების რევოლუციამ~, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

ბიბლიური მინიშნების თანახმად 2003-2004 წლების გასაყარზე ანტიქრისტეს არსის მატარებელი _ ედ. შევარდნაძის უკანონო ხელისუფლება, შეცვალა ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი _ მ. სააკაშვილის მეთაურობით მომქმედმა უკანონო ძალამ; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1999 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ,  მ.სააკაშვილის გუნდის ზეწოლით განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მის შემდგომად ხელისუფლებაში დამკვიდრებული ძალის მიერ გაუგონარი მაშტაბების უკანონო ქმედებებმა, კიდევ უფრო ცხადი გახადა 2004 და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელმა ქმედებებმა, ყოველმხრივ შეუმზადა ნიადაგი რუსეთის ფედერაციას, რათა იგი არა მარტო ჩართულიყო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ ქმედებებში, არამედ ეღიარებინა კიდეც აფხაზეთისა და ე.წ. `სამხრეთ ოსეთის~ ფორმალური დამოუკიდებლობა და ამ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოთხოვნით თავისი შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა დაეკანონებინა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა _ ყურად ეღოთ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება, 1991-1992 წლების გასაყარ-ზე სამხედრო გადატრიალების გზით სახელმწიფო სათავეში მოსულთა, და მათი სამართალმემკვიდრე უკანონო რეჟიმების მხრიდან კანონიერების აღდგენისაკენ არ იქნა გადადგმული არცერთი ნაბიჯი;

 

გვინდა რა მოვიხადოთ ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობის შეცვლისათვის, ურთიერთ-მიტევების პრინციპებიდან გამომდინარე:

_ ყველას უნდა მიეცეს ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციაზე დადგომის საშუალება, რისი აუცილებელი პირობაც უნდა იყოს ყველაფრისათვის თავისი შესაფერისი სახელის დარქმევა. გამოსავალის მოძიება მხოლოდ უფლისმიერი სიმართლის უპირობო დაცვითაა შესაძებელი.

 

2. ის, რაც არის _ რეალობაა

„ჩვენ შეგახსენებთ  თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და

რაოდენ ფართოა გზა წარწყმედისა და გადაგვარებისა,

დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისკენ, რომ აირჩიოს პირველი გზა,

გზა ღმერთკაცობისა, მაღალი სულიერი იდეალების სამსახურისა,

გზა საღვთო ქალაქის მოქალაქეობისა, სადაც უნდა გამეფდეს სიყვარული,

ჭეშმარიტება და სამართლიანობა“

ზვიად  გამსახურდია

(„დილემა კაცობრიობის წინაშე“)

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სისხლიანმა ტრაგედიამ შეაჩერა საქართველოს ცხოვრების ნორმალური მაჯისცემა _ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, განდევნილ იქნა კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და უზენაესი საბჭო, გაუქმებულად გამოცხადდა ქვეყნის ძირითადი კანონი `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია~, საფუძველი მოეშალა კანონსა და სამართალს, ქვეყანაში გამეფდა ქაოსი და ანარქია, სისხლი და ტერორი, შიმშილი და სიღატაკე, დაიქცა და მოიშალა ეკონომიკა...

1992-2003 წლებში მოქმედი ედ. შევარდნაძისა და 2003 წელს მომხდარი ე.წ. `ვარდების რევოლუციის~ შედეგად ქვეყნის სათავეში დამკვიდრებული მ. სააკაშვილის უკანონო რეჟიმების _ გაუთვლელი, დაუბალანსებელი და მხოლოდ საკუთარი სახელისუფლო სკამის შენარჩუნებაზე მაფიქრალი ქმედებების შედეგად დაქუცმაცდა და გასხვისდა საქართველოს ტერიტორიები... ყოველივე კი საქართველოს ძირძველი მხარეების _ აფხაზეთისა და ყოფილი `სამხრეთ ოსეთის~ რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, და იქ სამხედრო ბაზების განლაგებით დაგვირგვინდა.

უმძიმესი ისტორიული მისია დაეკისრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს და მთლიანად კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მომხრე მის თითოეულ დეპუტატს, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს...

იურიდიულად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება-მოსილების ვადა 1995 წლის 28 ოქტომბერს ამოეწურა.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

საჭიროა ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ამ საკითხისადმი მიდგომის იურიდიული თვალსაზრისი და ვიღაცის სუბიექტური სურვილი, კერძოდ:

მოძალადე ხელისუფლების მიერ 1992 წელს უკანონოდ გაუქმებული, იურიდიული თვალსაზრისით კი მოქმედი _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112-ე მუხლი გვამცნობს, რომ

_ `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში...~

აქვეა განმარტებული უზენაესი საბჭოს უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ

_ `... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე~.

ამდენად, _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112-ე მუხლის თანახმად, _ კანონიერების უწყვეტობა შენარჩუნებულია, და რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს საქართველოში, თუ იგი არ იქნა იურიდიულად სანქცირებული ძალით დამხობილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ, ამ გზით არჩეული ნებისმიერი ხელისუფალი, წმიდა იურიდიული თვალსაზრისით, იქნება უკანონო... ხოლო მათი ფაქტიური არსებობა ძალადობრივი იქნება და არა კანონიერი, მსოფლიოს რამდენმა ქვეყანამაც არ უნდა ცნოს იგი.

 

3. ის, რაც იქნება _ ჩვენზეა დამოკიდებული

„სანამ არსებობს ხუნტა

და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა,

„მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა

უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ.

მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში,

ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდით“

ზვიად გამსახურდია

(12 თებერვალი, 1992 წ.)

ჩვენ, ღმერთის სიმართლეს მინდობილი _ საქართველოში სამართლიანობი-სა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის მებრძოლნი, ვხელმძღვანელობთ რა ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ არჩეული მშვიდობიანი ბრძოლის ფორმებით, ყველას გვახსოვს მისი სიტყვები _ ტყვიების საპასუხოდ მხოლოდ ყვავილები ვესროლოთო უგუნურთ, რადგანაც იცოდა _ ბოროტების ამოშანთვა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება, და რომ მახვილის ამღები უსათუოდ მახვილითვე განიგმირება...


ზოგადად, ხელისუფლების შეცვლის

სამი ხერხი არსებობს:

 - შეიარაღებული გზა:

საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ უკვე იწვნია რა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის უმძიმესი შედეგები, ამიტომ გადაჭრით უნდა იქნეს დაგმობილი ამდაგვარის განმეორების ყოველგვარი მცდელობა, როგორც ქართველი ერისა და საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება;

- ნებაყოფლობით დაკავებულ თანამდებობაზე უარის თქმა-გადადგომა:

სამწუხაროდ, დღემდე, დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, ქვეყანაში დამყარებულ არც - ედ. შევარდნაძისა და არც მ. სააკაშვილის  რეჟიმების წარმომადგენლებს არ ეყოთ შინაგანი გამბედაობა, გაეთვალისწი-ნებინათ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან არაერთხელ გაცხადებული ნება, შელეოდნენ თანამდებობებს და გადამდგარიყვნენ;

- არჩევნების გზა:

ხელისუფლებაში კანონიერად მოსვლისათვის აუცილებელია, არჩევნები იყოს ნამდვილი, პერიოდული და დემოკრატიული.

 

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, ეროვნული მოძრაობის პატრიარქის ბატონ ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლების ძალისხმევის შედეგად, სწორედაც რომ გახლდათ _ ნამდვილი, პერიოდული და დემო-კრატიული.

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო გახდა, 1921 წლის შემდეგ, საქართველოში არსებული ხელისუფლებლის პირველი, კანონიერი ორგანო.

ეროვნული ცნობიერების პრინციპებიდან გამომდინარე, იურიდიულ-სამართლებრივი თვალსაზრისით აუცილებელია, რომ კანონიერმა ორგანომ _ საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა  უერთგულოს 1992 წლის 12-13 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის ძალითაც:

1. ე.წ. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს _ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტი-ტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად (იხ. `საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია~, მეორე ნაწილი, გვ. 479-480, თბ. 1996 წ.)

და იხელმძღვანელონ _ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით _ `საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ დანიშნულ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების არჩევნების შესახებ~, რომლებშიც კერძოდ აღნიშნულია, რომ:

_ `ვინაიდან სამხედრო ხუნტა, რომელიც თავის თავს `სახელმწიფო საბჭოს~ უწოდებს და რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას არჩევნების ჩატარების გზით;

ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმიწფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს _ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა;

ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, პირველი სესიის 13 მარტის სხდომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას სამხედრო ხუნტის გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა და სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ იურიდიული ძალის არმქონედ, არჩევნები _ უკანონოდ, არჩევნების შედეგები _ ბათილად... ~(იხ. იქვე, გვ. 481-482).

უნდა აღინიშნოს, რომ _ ბოიკოტი მარტო არჩევნების ჩასაშლელად არ ცხადდება. არჩევნებისადმი _ იურიდიული ბოიკოტი ნიშნავს იმასაც, რომ შენ არ ცნობ სისხლიანი გადატრიალების გზით მოსული რეჟიმის კანონიერებას.

ზემოთ აღნიშნული იურიდიული ორგანოს მიერ საქართველოში 1991-1992 წლებიდან მოყოლებული დღემდე _ უკანონო სახელისუფლო ძალების მხრიდან დანიშნული ყოველი უკანონო არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს, რომ კანონიერად არჩეული, მაგრამ ძალით დამხობილი ხელისუფლება, არ ცნობს არსებულ რეჟიმს. ასეთ მდგომარეობაში ბოიკოტის გამოცხადება არის მოვალეობის მოხდა ისტორიისა და შთამომავლობისათვის, რითაც მომავალ თაობებს ექმნებათ იურიდიული საფუძველი იბრძოლონ კანონიერების აღდეგნისათვის.

შექმნილი ისტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

მიიჩნევს, რომ აუცილებელია

საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე

გაცხადდეს  შემდეგი:

_ საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომლის ქმედება, ამა თუ იმ მიზეზთა გამო (უკანონო რეჟიმთან თანამშრომლობა და სხვა), ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ _ `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სულისკვეთებას, ავტომატურად კარგავს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდ-რის სტატუსს;

_ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, თუ საქართველოს რესპუბ-ლიკის დევნილ უზენაეს საბჭოში _ აღარ დარჩება (გარდაცვალების ან სხვა მიზეზისა გამო) არც ერთი ის დეპუტატი, რომელთა მოქმედება ეფუძნება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სულისკვეთებას, მაშინ 1991-1992 წლების მიჯნაზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის შედეგად _ დამხობილი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე, ძალადობრივი გზით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული ძალის მქონე `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ მე-2 მუხლის შესაბამისად, გახდება _ ზემოთ აღნიშნული, მარად უცვლელ დებულებათა ერთგული ქართველი ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა, და უკვე გი იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.

 

4. სამართლიანობის

აღდგენა-დამკვიდრების მექანიზმი

„ჩვენთვის არ არსებობს პოლიტიკა ზნეობის გარეშე“

ზვიად გამსახურდია

საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების მშვიდობიანი გზით აღსადგენად, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული წინაპირობა ისეთი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც იქნება კანონიერი და ჭეშმარიტად დემოკრატიული, რაც, თავის მხრივ, გახდება კიდეც ქვეყნის სათავეში _ კანონიერი ხელისუფალის მოსვლა-დამკვიდრების საფუძველი.

დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში ორი სახელისუფლო შტო ფიქსირდება:

1.. 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო,  რომლის უფლებამოსილებასაც, 1991 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებული (იხ. გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 1991 წ.) _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს _ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი; და

2. 1991-1992 წლების გასაყარზე მომსდარი სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული `სამხედრო საბჭოსა~ და `სახელმწიფო საბჭოს~ სამართალმემკვიდრე _ 1992, 1995, 1999, 2003 და 2008 წლბის არჩევნების გზით ფორმირებული, სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო, მაგრამ დე-ფაქტოდ არსებული პარლამენტი. 

 

`სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~

უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

საქართველოში კანონიერი არჩვნების დანიშვნისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პირობად გვესახება საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფალის, საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ ვინც იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. გათივალისწინებს რა, რომ საქართველოში 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული _ 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები _ არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს,

საქართველოს პარლამენტმა _ უკანონოდ და ბათილად უნდა გამოაცხადოს ყველა ის აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებას და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს~;

4. საქართველოს პარლამენტმა დე-იურედ უნდა ცნოს იარაღის ძალით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით მოქმედი _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112-ე მუხლის შინაარსი, რომ _ `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლება-მოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლება­მოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე~.


საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ უნდა გაცხადდეს, რომ:

1. საქართველოში მომხდარი დეკემბერ-იანვრის მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

2. ეყრდნობა რა `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში~ დაფიქსირებულ დბულებებს, კერძოდ:

 _ `მუხლი 97. დეპუტატთა არჩევნები მზადდება ღიად და საჯაროდ. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლოკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების... წარმომადგენელთაგან...

მუხლი 104. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო...

...

27) ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას...

მუხლი 106. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა.~,

მზადაა ითანამშრომლოს საქართველოში დე-ფაქტოდ მომქმედ პარლამენტთან _ საქართველოში კანონიერი არჩევნების დანიშვნისათვის, `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით~ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 

 

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით:

1. საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნებისათვის, საბაზისო დოკუმენტად აღებული უნდა იქნეს ის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითავ ჩატარდა _ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები;

2. საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებ-ლად.: საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საარჩევნო კანონი, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის შემდეგ უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა; 

3. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით საქართველოს პარლამენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები;

4. ზემოთქმულ პრინციპებზე დაყრდნობით არჩეული საქართველოს პარლამენტი გახდება _ 1990 წლი 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრე, ანუ საქართველოს კანონიერი ხელისუფალი.

 

ყოველივე აღნიშნულის პრაქტიკულად განხორციელებისათვის აუცილებელია:

1. საქართველოში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად, დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა - დამკვიდრებისათვის მებრძოლმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მშვიდობიანი გზით, მიაღწიონ _ საქართველოს მოსახლეობის აშკარად გამოხატულ ისეთ მხარდაჭერას, რაც ქვეყანაში მოქმედ ფაქტობრივ ხელისუფლებას აიძულებს ზემოთ განხილული ნაბიჯების გადადგმას;

2. იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება არ გამოიჩენს კეთილ ნებას ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის, აუცილებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებით მომქმედმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიონ ქვეყნის უმაღლეს ორგანოში თავის ისეთ წარმომადგენლობას, რაც შექმნის საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა დამკვიდრებისთვის საჭირო პირობებს.

3. საქართველოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათ-ვის მებრძოლმა  პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით~ განსაზღვრული ძირითადი პრინციპების სულისკვეთების მიხედვით.

საერთო მოქმედება დამყარებული უნდა იქნეს ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვალს გამოთქმულ პოზიციაზე, რომ

_ `სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, `მრგვალი მაგიდის~ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით.“

ამდენად, ყველას გასაგონად ღიად უნდა გაცხადდეს, რომ _ მიზნის მისაღწევად საჭიროა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ყველა ზნეობრივი ფორმის გამოყენება.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

1. ვიდრე არ შეიქმნება პირობები დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისა, საქართველოს რესპუბლიკის დევნილმა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა, კანონიერად არ უნდა სცნოს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნული არც ერთი უკანონო არჩევნები;

2. საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალმა მაგიდამ, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს უმრავლესობის მაფორმირებელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არჩევნებში და იურიდიული ბოიკოტი გამოუცხადოს მას;

3. უკანონო არჩევნებისათვის იურიდიული ბოიკოტის გამოცხადებდის პარალელურად, სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების გზაზე, საჭიროა გამოყენებულ იქნას არჩევნებში მონაწილეობაც.

4. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ეროვნული მოძრაობის იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოხვედრის გზით იბრძოლებს, რათა შეიქმნას ზემოთ აღნიშნული იურიდიული საფუძვლები ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის; ანუ შეამზადოს პირობები კანონიერი და დემოკრატიული არჩევნების დანიშვნა-ჩატარებისათვის;

5. ეს იქნება უმძიმესი ბრძოლით იმ ბეწვის ხიდზე გავლის გზა, რომელიც არ ერთი შეცდომის პარტიების უფლებას არ იძლევა _ ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება უკანონობის უფსკრულში გადაიჩეხო. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა ძალებით იქნება, არჩევნებში მონაწილე ეს ფრთა წარმოდგენილი.

 ეს უნდა იყოს _ პატიოსანი, ერთგული და სისხლში გაუსვრელი ხელების მქონე თანამოაზრეთა გუნდი... მძლავრი ბირთვი ადამიანებისა, რომლებიც ხელისუფლებაში მოხვედრის შემთხვევაში, გარეთ დარჩენილ ეროვნულ ძალებთან ერთად იკისრებენ ქვეყანაში გამრუდებული სიმართლის გასწორების, უკანონობის აღმოფხვრის, იმ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოყვანის უმძიმეს ბრძოლაში ჩაბმას, რომელშიც საქართველო და ქართველი ხალხია ჩავარდნილი.

6. უკანონო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კანონიერი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს არც ერთმა დეპუტატმა, პიროვნულად;

ხოლო ორგანიზაციულად _ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალ მაგიდაში შემავალმა არც ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელსაც დევნილი კანონიერი ხელისუფლების სამართალ-მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია;

7. ყოველმა პიროვნებამ ან პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც გარეულია 1991-1992 წლების მიჯნაზე მოწყობილ მოვლენებში, უნდა გაისიგრძეგანოს მათ მიერ, რბილად რომ ვთქვათ, დაშვებული შეცდომები, უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკურ ასპარეზს და სხვა სფეროში მოღვაწეობით შეეცადოს მის მიერ ქვეყნისათვის მიყენებული ჭრილობების მოშუშებას, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია _ ზემოთ აღნიშნული მიზნისათვის მებრძოლ საარჩევნო ბლოკში ყოფნისა და არჩევნებში მონაწილეობისა.

8. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი,  ზემოთ ნათქვამი  პრინციპებიდან გამომდინარე, უნდა გამოირჩეოდეს თავისი პატიოსნებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

ჩვენი აზრით, მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული საარჩევნო გუნდი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის გზაზე დადგომით, თავის თავზე აღებული უაღრესად მძიმე და საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულებს _ მოამზადოს პირობები, ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.

9. ეროვნული საქმე შეიძლება აკეთონ მხოლოდ სუფთა ხელებისა და მაღალი ზნეობის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალმა ადამიანებმა.

დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია შიდა წინააღმდეგობების დაძლევის გზების ძიება... ყოველივე ეს კი უნდა მოხდეს მხოლოდ კანონიერების საფუძველზე.

10. საქართველოს წინაშე ხელოვნურად შექმნილი უკანონობის ლაბირინ-თიდან, მხოლოდ ერის ხმის გამათვალისწინებელი და მისი სიბრძნით  გაჯერებული ზვიად გამსახურდიას მიერ გაკვალული გზით, ანუ უფლისმიერი სიმართლით განსაზღვრულ გზაზე სიარულით შეიძლება თავის დაღწევა...

დე, ღმერთი იყოს ერის ხმით გამოხატული ნების განსახორციელებლად სამართლიანობის აღდგენის გზაზე უფლისმიერი სიმართლით მომქმედთა შემწე. ამენ!

 

ბიბლიური შეგონება

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს!

„... ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს.

ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად მოაღწია შენამდე,

გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული.

ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან მითხრა:

ეს არის ამ ხილვის განმარტება...

ლომი რომ იხილე ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი, არწივს, რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისათვის, რაც მოისმინე,

ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს.

ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“

[III ეზრა 12,6-10; 31-34]


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)  სალუაშვილი