Print

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის

სამუშაო ადგილმდებარეობის დაზუსტების საკითხისათვის


საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობის მოდელიდან საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელ მმართველობით სისტემაზე გადასვლის მიზნით, 1995 წლი 24 ოქტომბრის რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“, 2010 და 2018 წლებში გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება განსხვავებულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

 

2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, სხვადასხვა ფორმატში მუდმივად განიხილება - აღმასრულებელი სახელისუფლო შტოს, ანუ მთავრობის ხელმძღვანელობას ჩამოცილებული საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხი.

 

დღეის მდგომარეობით, სახელისუფლო მმართველობითი რგოლების განთავსების ზოგადი სურათი ასეთია:

 

საქართველოს სახელმწიფოს მეთაური: საქართველოს პრეზიდენტი, მასზე დაკისრებულ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის სარგებლობს თბილისში, მ. აბდუშელიშვილის ქ. Nქ-ში მდებარე - საქართველოს პრეზიდენტის სასახლით;

 

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო: საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებს თბილისსა [რუსთაველის პრ. N8] და ქუთაისში [ირ. აბაშიძის ქ. N26] მდებარე შენობებში;

 

საქართველოს უმაღლესი აღმასრულებელი რგოლი: საქართველოს მთავრობა და მისი კანცელარია მდებარეობს - თბილისში, პ. ინგოროყვას ქ. N7.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შედგება - საქართველოს პრემიერ მინისტრის საერთო ხელმძღვანელობით მოქმედი, შემდეგი - 10 სამინისტროსა და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან:

შინაგან საქმეთა სამინისტრო [მდებ. თბილისი, გ. გულუას . 10];

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო [მდებ. თბილისი, ალ. ყაზბეგის N 12];

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო [მდებ. თბილისი, სანაპიროს . N2 (იუსტიციის სახლი, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტრო)];

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო [მდებ. თბილისი, ჩიტაძის ქ. N 4];

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო [მდებ. თბილისი, ვ.გორგასლის .№16];

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო [მდებ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N 52];

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო [მდებ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ.N 144];

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო [მდებ. თბილისი, მარშალ გელოვანის . N6];

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო [მდებ. თბილისი, გენერალ კვინიტაძის . 20];

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო [მდებ. თბილისი, გორგასლის . N 24 ];

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი [მდებ. თბილისი, პ. ინგოროყვას N 7].

 

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ადგილმდებარეობის საკითხთან მიმართებაში, ჩვენი მოსაზღება ასეთია:

როგორც ცნობილია - თბილისში, ათონელის ქ. N25 მდებარე ყოფილი გრიგოლ ორბელიანის სასახლე, 2011 წელს დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, 2013 წლისათვის გადაკეთდა უმაღლესი რანგის სახელისუფლო შტოს წარმომადგენლის რეზიდენციად. 6 ათასი კვადრატული მეტრის მქონე შენობა, გათვლილია ქვეყნის პირველი პირისა და მისი 250-კაციანი აპარატის საჭიროებაზე.

 

ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობასთან ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომად ამოქმედებული „საქართველოს კონსტიტუციით“ განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ ზემოთხსენებულ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში უნდა განთავსდეს, და მას ეწოდოს - საქართველოს პრეზიდენტის სასახლე;

დღეისათვის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლედ წოდებული ავლაბრის რეზიდენცია უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მეთაურის პრემიერ მინისტრისა და მთავრობის კანცელარიის მნიშვნელოვანი ნაწილის განთავსების ადგილი, და მას ეწოდოს - საქართველოს მთავრობის სახლი;

პ. ინგოროყვას ქ. N7-ში მდებარე მთავრობის სახლის გამონთავისუფლებულ ფართობში უნდა განთავსდეს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ჩიტაძის ქ. N4-ში მოქმედი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამონთავისუფლებულ შენობაში, უნდა გადავიდეს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

დ. უზნაძის ქ. N52-ში მდებარე, ყოფილი: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა“ და სანაპიროს ქ. N4-ში მყოფი, ყოფილი: „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ შენობები უნდა გადავიდეს ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზე, და მომზადდეს აუქციონის წესით გაყიდვისათვის.

 

ვფიქრობთ, ზემოთ წარმოდგენილი საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით წარმართული კონსულტაციის შედეგად:

ერთის მხრივ მოხდება საქართველოს უმაღლესი სახელისუფლო ვერტიკალის ცალკეული რგოლების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველაზე უფრო მისაღები ვარიანტის დადგენა; და

მეორეს მხრივ შეიქმნება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გამოყენების ყველა წინაპირობა.

 

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი