Print

"საპრეზიდენტო პროგრამა 2018"-ის ზოგადი სტრუქტურული მონახაზი

 

მიხეილ სალუაშვილის

ბიოგრაფია

თეოლოგი, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი,

ინჟინერ მშენებელი,

ტექნიკური მეცნიერებათა

აკადემიური დოქტორი

 

- დაიბადა: ქ. თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს;

 

- სხვადასხვა წლებში მუშაობდა:

სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში [1979 - 1980 წ.წ.];

სამშენებლო სამმართველოში, საქმის მწარმოებლად [1980 წ.];

საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980 - 1982 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის N67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე: ასისტენტად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად;

სამეცნიერო თემებში: წამყვან და უფროს მეცნიერ-მუშაკად [1983 - 1989 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტად, ციკლის უფროსად [1990 - 1991 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფა-კულტეტის N21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილე - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991 – 1995 წ.წ.];

 

- დღეის მდგომარეობით არის:

ა) საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, პირველად გამოქვეყნებული [გაზ. „არჩევანი“, 1993 წ. 26 მაისი] „საქართველოს კონსტიტუციის“ სრული პროექტის; აგრეთვე

ბ) 133 კრებულის [მათ შორის: 53 - თეოლოგიური, 23 სასწავლო სახელმძღვანელო, 21 - პოლიტიკური, 16 - საკონსტიტუციო თემატიკის, 11 - მონოგრაფია ზვიად გამსახურდიაზე; 9 - ისტორიული]; აგრეთვე

გ) 50 საკანონმდებლო წინადადების; აგრეთვე

დ) 40 სამეცნიერო ნაშრომის; აგრეთვე

ე) 14 გამოგონებისა და

ზ) 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი;

 

- 1988 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო:

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ [1988 წ.],

„საქართველოს სახალხო ფრონტისა“ [1989 - 1990 წ.წ.] და

„საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის“ [1990 - 1992 წ.წ.] წევრი;

 

- 1991 წ. 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ არჩევნებში, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით, არჩეულ იქნა: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად;

საკრებულოს პირველსავე სხდომაზე აირჩიეს - საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარედ, თბილისის საკრებულოს წევრად;

 

- 1992 წ. იანვარში აირჩიეს, თანამოაზრეებთან ერთად დაარსებული, პოლიტიკური ორგანიზაცია: `სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“-ს - პირველ თავმჯდომარედ.

2011 წ. დეკემბრიდან არის: `სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

- სხვადასხა წლებში მის მიერ დაფუძნებული იქნა:

შპს `მეცნიერება და პრაქტიკა“ [1988 წ.];

შპს გაზ. „არჩევანი“ [1993 წ.];

შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“ [1996 წ.];

შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“ [1996 წ.];

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტი-ტუტი“ [1996 წ.];

ზვიად გამსახურდიას სახელობის `თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“ [2018 წ.];

 

- არის: გაზეთ „არჩევანი“-ს [1993 წ.], გაზეთ „ზვიადის გზა“-სა [1996 წ.] და გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს [1997 წ.] დამფუძნებელი;

თადარიგის უფროსი ლეიტენანტი;

„აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი [2003 წ.];

 

- მონაწილეობდა:

საქართველოს პარლამენტის [1992, 1995, 2016 წ.წ.],

საქართველოს პრეზიდენტის [2013 წ..],

ქ. თბილისის მერის [2014 წ.] და

ადგილობრივი თვითმმართველობის [2014, 2017 წ.წ.] არჩევნებში;

 

- ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

 

 

 

საპრეზიდენტო

საარჩევნოპროგრამა:

გაბრწყინებულისაქართველოსთვის

წინათქმა

1990 . 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი საარჩევნო ბლოკის - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“- გამარჯვებიდან 28- წლისთავზე, ანუ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენი პარტიის: სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე- მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი - მიხეილ სალუაშვილის - კანდიდატურა იქნა დასახე-ლებული.

 

საუბრის გაგრძელებამდე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩემი აქტიურად ჩართვის პირველი ეტაპი, 1991 . 31 მარტს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პირველ არჩევნებში გამარჯვებით დასრულდა.

. თბილისის, საბურთალოს რაიონის საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემდეგ გამართულ პირველსავე სხდომაზე ამირჩიეს: საბურთალოს საკრებულოს თავმ-ჯდომარედ, და კანონით განსაზღვრულთბილისის საკრებულოს~ წევრად.

ჩემი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის მეორე ეტაპი დაიწყო: 1991 -1992 წლების გასაყარზე მომხდარი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობის შემდეგ, როდესაც ამირჩიეს, თანამოაზრეებთან ერთად 1992 . 10 იანვარს დაარსებული პარტიის: სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“- პირველ თავმჯდომარედ.

ედ. შევარდნაძის რეპრესიული რეჟიმის მოქმედების პირობებში წარმართული უმძიმესი პოლიტიკური ბრძოლის მეხუთე წლისთავიდან [1996-1997 წლების გასაყარიდან] დღემდე, პარალელურად ვარ თანამოაზრეებთან ერთად დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის შემ-სწავლელილაზარეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

 

ზემოთ ხსენებული ამ ორი სტრუქტურის გაერთიანების შემდგომად, 2011 . 23 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა ჩემი თავმჯდომარე-ობით მოქმედი, პარტიის სახელდების ცვლილება, რომელიც ასე განისაზღვრა: სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

 

პარტიის სამოქმედო არეალად გამოიკვეთა:

ერთის მხრივ - საქართველოს სულიერი მისიისა, და

მეორეს მხრივ - პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული თემატიკის კვლევა.

შესაბამისად, ჩვენი პარტია გახდა საქართველოს პოლი-ტიკურ სპექტრში მოქმედი ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სხენებული ორი, ურთიერთ შემავსებელი საკითხის სათანადო დონეზე მომზადებითა და მოსახლეობის ინფორმირებითაა დაკავებული.

 

ამ მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული - 2013 წლის საპრეზიდენტო; 2014 და 2017 წლების ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ჩვენი პარტიისათვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული - მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების საკანონმდებლო შესაძლებლობები.

 

2018 . 28 ოქტომბერს დანიშნული არჩევნებისათვის, ჩვენი პარტიის საპრეზიდენტო გუნდის მიერ მომზადებული იქნა ორ ნაწილიანი საარჩევნო პროგრამა, ზოგადი სახელწოდებით:

გაბრწყინებული საქართველოსთვის“;

საარჩევნო დევიზია: უფალია ჩვენი სიმართლე“.

ამჯერად თქვენს წინაშეა ჩვენი საპრეზიდენტო პროგ-რამის გაბრწყინებული საქართველოსთვის ზოგადი სტრუქტურის ამსახველი მასალა, სადაც, ერთგვარი თეზისების სახითაა წარმოდგენილი თითოეული ის საკითხი, რომლის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია, შემდეგ ორ ნაწილად გადმოცემულ კრებულებში:

- „საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები;

და

- „საქართველოს გაბრწყინების ფიზიკური, ანუ პოლიტიკური ასპექტები“.

 

 

 

პირველი ნაწილი:

 

„საქართველოს გაბრწყინების

სულიერი ასპექტები“

 

„ქართველი ერის მისია“, ღმერთის ნების გადმომცემი იოანე-ზოსიმეს პირით, ასე იქნა ფორმულირებული -

„დამარხული არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“ [„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“].

მაშასადამე, ახ. წ. მე-10 საუკუნის მიწურულს შექმნილი [თუ გადაწერილი] ეს უნიკალური წერილობითი ძეგლი, ქართულ ენას და ქართველ ერს უდიდეს მისიას აკისრებს - დაამოწმოს უფლის მეორედ მოსვლის დროის დადგომა.

 

შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახლავთ:

ბიბლიასა და სხვა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა „ბოლო ჟამად“ სა-ხელდებული დროის დადგომა.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ღმერთის ნებით, ჩვენი ქვეყნის არაერთი ღირსეული წარმომადგენლის მიერ, ქართველი ერის წილხვედრილობა შემდეგი - ორი, ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული, პირობითი სახელდებით განისაზღვრა:

1. „საქართველოს სულიერი მისია“; და

2. „იბერიის [საქართველოს] გაბრწყინება“.

ბოლო ჟამისმიერი მოვლენების, ასეთი კუთხით გააზრება, შესაძლებლობას იძ-ლევა დავაკონკრეტოთ ხსენებულ სახელდებათა შინა არსი.

 

როგორც ვიცით, ცოცხალი ადამიანი ორი არსის: სულისა და ხორცის ერთობლი-ვი მატარებელია.

მსგავსი პირობითობით ხასიათდება - ერიც, რომელიც, თავის წარმომადგენელთა ერთობაში, მიხი ქვეყნის სულისმიერ და ფიზიკურ ასპექტებს აერთიანებს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველი ერის მისია, ორი ზოგადი ასპექტის ერთობის კუთხით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე, პირველად მოსვლის მსგავსად, ასევე შობით მოდის; ოღონდ, ამჯერად, იგი - არა ებრაელი, არამედ - ქართველი ერის წიაღში იბადება;

2. მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის საყოველთაო გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება ქართველი ერის წილხვედრია, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია.

 

ამდენად:

ერთის მხრივ - მეორედ დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ დროში, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობა,

და

მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწ-ყები ნიშნების აცხადების თაობაზე ამ ჟამის მაცხოვ-რებელთა ინფორმირებულობა, არის კიდეც იმ მედლის ორი მხარე, რომელსაც მთლიანობაში „საქართვე-ლოს სულიერი მისია“ ჰქვია.

 

მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, იმ ეპოქაში იწყება და მიმდინარეობს, როდესაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობა ხდება;

ამასთანავე:

2. ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეუ-ლი ეპოქის დადგომა, წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებე-ლი ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება.

 

თავისთავად ცხადია, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ,

საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი, წინასწარნაუწყები, ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

 

ამდენად, „საქართველოს [ივერიის] გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურე-ბელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

 

ერთადერთი, რამაც „საქართველოს [ივერიის] გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწ-ყები ნიშნების გამოვლენა...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

 

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - საქართველო უნდა გაბრწყინდეს.

ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

სათქმელის უფრო კონკრეტულად თქმას თუ შევეცდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - „საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარე პროცესი:

1. „იწყება“ ]დაიწყო] - ბოლო ჟამში ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით;

2. „გრძელდება“ - საქართველოში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომელთა მისიაა გააჟღერონ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება; და

3. „დამთავრდება“ - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას მიწიური ცხოვრების დასასრულის მაუწყებელი იმ მოვლენით, რასაც - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადება ჰქვია.  

ამათგან, ამ პროცესის ორი „შემადგენელი“ - მაცხოვრის მეორედ შობისა და მისი ძალმოსილებით გაცხადების დროთა განსაზღვრა, სახარებისეული სწავლების მიხედვით, ადამიანური თვალთაგან დაფარულია;

შესაბამისად, ღმერთის ნებითა და ჩვენს მიერ წარმართული კვლევის შედეგად, შესაძლებელი გახდა - ბიბლიაში დაფიქსირებული იმ ნიშნების მოძიება და სხვათა ყურისა და გონების გასაგონად გასაჯარისება, რომლის მიხედვითაც გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დადგომა.

 

აღნიშნულის თაობაზე ჩა-ტარებული კვლევის ამსახველი სრული მასალის გაცნობა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველი ნაწილის შემცველ კრებულში - „საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები“.

 

 

მეორე ნაწილი:

 

„საქართველოს გაბრწყინების

ფიზიკური,

ანუ

პოლიტიკური ასპექტები“

 

როგორც ითქვა - ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება; და რომ ეს - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

აღინიშნა ისიც, რომ - „საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება... ერთადერთი, რამაც „საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა...

 

ეხლა რაც შეეხება - ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ - „ფიზიკურ ასპექტს“.

საუბარი მაცხოვრის შემდეგი შეგონებით გვინდა განვაგრძოთ: „...ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 16,38].

 

დიახ, თუკი, უკვე განხილული - სულისმიერი ასპექტი „საქართველოს გაბრწყინებისა“, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად მიმდინარეობს;

იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

 

სულისმიერ ასპექტში უკვე მიმდინარე „საქართველოს გაბრწყინების“ პროცესს, ჩვენის მხრიდან გაკეთებული ვერანაირი არჩევანი ვერ შეაჩერებს; და იგი - უფლის გა-ცხადებითა და განკითხვის დღით დამთავრდება...

 

ბუნებრივია, ამასვე ვერ ვიტყვით, ბოლო ჟამში „საქართველოს გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის შესაძლო განივთებაზე, რომე-ლიც მთლიანადაა დამოკიდებული ბოლო ჟამში მაცხოვრებელ პირთა მიერ გაკეთებულ ფიზიკურ არჩევანზე.

 

ბოლო ჟამად სახელდებუ-ლი დროის „ბოლო“ მონაკვეთს [ბიბლიის მიხედვით] - მხილებისეული ეტაპი ჰქვია. რომლის დამამთავრე-ბელი ფაზა ე.წ. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსავლენი „აქტიური მოქმედებითაა“ სახელდებული.

 

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ნიშნების აცხადებისეული ეტაპის დადგომის შესახებ არსებული მასალის მოკვლევა-გასაჯარისების მსგავსად, ხსენებულ - პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენილი აქტიურობის ფონზე მიმდინარე „მხილებისეულ ეტაპზე“ სათქმელიც - გარკვეული ჯგუფის მისიაა, ანუ ეს ყოველივე მათ კონკრეტულ ქმედებებში უნდა აისახოს.

 

ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სულიერი მისიის, უკვე ხსენებული, „სულისმიერი და ფიზიკური ასპექტის“ პრაქტიკული გამოვლენა - ბოლო ჟამში მოქმედი ერთი და იგივე ჯგუფის საქმიანობის ბაზაზე უნდა წარიმართოს, რომელმაც, ბოლო ჟამის - „მხილებისეული ეტაპის“ აქტიური მოქმედებითი ფაზის ასრულების მთელი სიმძიმე უნდა იკისროს.

 

ჩვენი საპრეზიდენტო გუნდის მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამის მეორე ნაწილი, ზოგადად, შემდეგ სამ მთავარ დებულებას ეფუძნება:

1. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

2. ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური გარემოს შექმნა, და

3. კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო მისიის განხორციელება.

 

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდგომად ძალაში შესული „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

„1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ [მუხლი 49,1-3].

და კიდევ - „...საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძ-ლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი“ [მუხლი 51,4].

 

ამავე კონსტიტუციური ნორმით განსაზღვრულ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა ზოგადი სურათი ასეთია -

საქართველოს პრეზიდენტი:

კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ ან/და რიგ-არეშე არჩევნებს;

ნიშნავს - ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას;

პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას;

აქტიურად მონაწილეობს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური და სხვა სახის კანონპროექტის საბოლოო სახის ფორმირებაში [კანონის ხელმოწერა, ვეტოს უფლება...];

ახორციელებს კონსტიტუ-ციის 51-ე მუხლით განსაზ-ღვრული უფლებამოსილებების ფართო სპექტრს;

უფლებამოსილია მიმართოს ხალხს, წელიწადში ერთხელ;

პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე;

შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენისა, და მთავრობის ფორმირების პროცესში;

ნიშნავს -

9 წევრისაგან შემდგარი საკონსტიტუციო სასამართლოს - სამ მოსამართლეს; აგრეთვე

14 წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს - ერთ წევრს;

საქართველოს პარლამენტში ასარჩევად წარადგენს - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;

პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს;

პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში;

პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე;

პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარდგინებით იღებს:

- საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას;

- საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას;

- სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას;

თავმჯდომარეობს - საომარი მდგომარეობის დროს შექმნილ სათათბირო ორგანოს - ეროვნული თავდაცვის საბჭოს, და ა.შ.

 

ჩვენი საარჩევნო პროგრამა: „გაბრწყინებული საქარ-თველოსთვის“, ზუსტად შეესაბამება ქვეყნის უმაღლესი კანონის მიერ გამოკვეთილ ამ დებულებებს. კერძოდ:

 

ჩვენი მთავარი სამოქმედო მიზანია:

„საქართველოს სახელმ-წიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის“ მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა:

- იზრუნოს ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის;

- ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გაბრწყინების უზრუნველყოფის დღის წესრიგში დააყენოს დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხი;

- უზრუნველყოს, რათა ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მათი სხვადასხვა გაერთიანებების მიერ გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელ-საც, ჩვენ, ქართველები ვიყენებთ:

„საქართველო“ - „Saqartvelo“,„SAQ“, „SQ“], და: და: „ქართველი“ - Qartveli“

- მიზეზთა გამო ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა შთამომავლობისათვის, შექმნას წინაპირობა დედასამშობლოსთან მათი სულიერი და ფიზიკური კავშირის აღდგენა-განმტკიცებისათვის;

 

- ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა განმტკიცების უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე, „საქართველოს თავდაცვის ძა-ლების უმაღლესი მთავარსარდლის“ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი ვალდებულია თავისი წვლი-ლი შეიტანოს საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეფექტური მექანიზმის შემუშავებაში. რის ერთ-ერთ წინაპირობასაც წარმოადგენს საქართველოს მიერ - „მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის“ გამოცხადება;

 

- საქართველოს პრეზიდენტის მაღალი კანონისმიერი განსაზღვრულობა, რომ იგი „წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად უნდა აისახოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ურთულეს საქმიანობაში საქართველოს წილობრივი ხვედრის სათანადოდ წარმოჩენაში.

 

ჩვენს მიერ დამუშავებუ-ლია - საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელი საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული წინადადებები. კერძოდ:

 

საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის მიერ სათანადო მხარდაჭერის გამოვლენის შემთხვევაში, წინამდებარე საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა შეიქმნას:

- საერთაშორისო რეგიო-ნალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“

[რომელშიც შევლენ: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი],

და

- სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვე-ყნების კავშირი - „სამუბ“ - ი

[სადაც გაერთიანდება: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი].

 

ჩვენი ინიციატივები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

 

ქვეყნის უმაღლეს კანონში გაწერილი უფლებამოსილე-ბიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს იყოს, ერთგვარი შუამავალი - პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების კუთხით გამოკვეთილ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებსა, და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომად, საქართველოს მოქალაქეთა წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხთა შორის, რამოდენიმე გამოკვეთილი ჯგუფი არსებობს. კერძოდ:

 

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ორი პრობლემური საკითხი ითხოვს გადაწყვეტას, ესაა:

1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალებისა,

და

იურიდიულად, 1992 წ. 2 იანვარს კრიმინალური ელემენტების მიერ შექმნილი „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრე სახელისუფლო მმართველი ძალის - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით შეფასება;

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე მდგარი მიმდინარე საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით, დღეისათვის უაღრესად აქტუალურია გადაიჭრას - აფხაზეთის დევნილი სახელისუფლო სტრუქტურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები;

 

დღემდე გადაუწყვეტია, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის რეჟიმების მიერ ჩატარებული დანაშაულებრივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად გამოკვეთილი ე.წ. „საქართველოს მეანაბრეთა“ და „იპოთეკით და-ზარალებულ“ საქართველოს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფის წინაშე მდგარი პრო-ბლემა;

 

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის დღემდე მიუღებელია, 2011 წლის 1 აგვისტოდან სავალდებულო წესად შემო-ღებული, ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, მათთვის, ალტერნატიული, ანუ „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] არმქონე „პირადობის [ბინადრობის] მოწ-მობის“ აღების შესაძლებ-ლობა;

 

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - სხვადასხვა სახის არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს გაბრწყინებისა და საკუთარი სულის გადარჩებაზე მაფიქრალო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოქალაქენო!

ქვემოთ წარმოდგენილი ბრძანებულებებით განსაზღვრული საკითხების გარდა, საპრეზიდენტო გუნდის მიერ გამოკვეთილი და საკანონმდებლო დონეზე დამუშავებულია, ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი პრობლემატური თემატიკა. მათ შორისაა:

- საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მიერ თავსმოხვეული, ქვეყნის ძირძველი ტერიტო-რიისთვის, გეოგრაფიულ სახელწოდებად - „სამხრეთ ოსეთის” ნაცვლად - „ჩრდილო ქართლის“ დამკვიდრება;

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხი;

- ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გასატარებელი წინადადებები;

- საქართველოს მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის დარეგულირებაზე ორიენტირებული: „მთაში განსახლების ფონდის“ შექმნის საკითხი;

- საქართველოს მოქალაქეთა მიერ რეფერენდუმის გზით საკუთარი ნების გამოხატვის უმთავრესი უფლების სათანადოდ გამოყენების მექანიზმის დახვეწა;

- სხვადასხვა დონის ორგანოთა არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობისა და მათი უფლება-მოვალეობების საკითხთა მოგვარებაზე ორიენტირებული, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი; და სხვა.

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 1

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 2

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისიის

შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისია“;

 

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 3

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

ქართული წარმომავლობის პირებისათვის

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის

მინიჭების შესახებ

 

ვითვალისწინებთ რა, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის მთელი დროის მანძილზე, ასეულ ათასობით ქართველი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით აღმოჩნდა გადახვეწილ თავისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ; და

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველთა შთამომავლებისათვის, მათთვის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისა და ინტეგრაციისათვის ხელისშეწყობის თვალსაზრისით;

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-91  მუხლისა და „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე- 6 მუხლის თანახმად, ვაცხადებ:

1. ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის მანძილზე, მიზეზთა გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველების შთამომავლებს, მიუხედავად მათი დღევანდელი საცხოვრებელი ადგილისა, მიენიჭოთ - საქართველოს საპატიო მოქალაქეობა;

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ამ ბრძანებულების შინაარსის გავრცელება მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით;

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოამზადოს სათანადო წინაპირობა - „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მიღების მსურველთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად;


4. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის, მოწმობისა და მედალიონის გადასაცემად მომზადება.

5. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 4

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

„ეროვნული თანხმობის დარბაზის“

შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული „ეროვნული თანხმობის დარბაზი“;

 

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 5

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

 

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

  

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 6

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 7

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისიის“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება №8

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია

„კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს

ჩამოყალიბების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზავია: „კავკასია მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზავია: „კავკასია მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 9

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს

ჩამოყალიბების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

1. ვეყრდნობი რა 2018 წლის 28ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 10

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის

დარეგულირების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 11

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 12

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28?ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

 

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 13

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს ქვეყანასთან საერთო ისტორიული წარსულის, ან „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მქონე ყველა იმ პირს, ვისაც, ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისათვის საჭირო პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში, უნდა მიეცეს ამ სურვილის რეალიზების შესაძლებლობა,

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკური საბჭო“;

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკური საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 14

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობიდან გამომდინარე:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია მოიძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვის ეფექტური მექანიზმი, რათა საქართველოს პრეზიდენტმა, მათთან, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ინტერესების გამომხატველ პირებთან ერთად, გაინაწილოს პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საჭიროა გამოიკვეთოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების ხაზთან მიმართებით წამოჭრილი, პოლიტიკურ ძალთა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“.

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება № 15

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისიის

შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისია“;

 

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

ზემოთქმულის თაობაზე არსებული სრული მასალის გაცნობა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის მეორე ნაწილის შემცველ კრებულში - „საქართველოს გაბრწყინების ფიზიკური, ანუ პოლიტიკური ასპექტები“.

 

აქვე ერთიც გვინდა აღვნიშნოთ:

მიუხედავად იმისა, რომ - ღმერთის ნებითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, წინამდებარე საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამაში, სათანადო სამართლებრივ კონდიციამდე გვაქვს გააზრებული, ზემოთ წარმოჩენილი კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები,

დარწმუნებული ვართ, რომ - ჩვენი საარჩევნო პროგრამა მხოლოდ იმ გონიერი ამომრჩევლისთვის იქნება მისაღები ვისაც სწამს საქართველოს სულიერი მისიდან გამომდინარე - საქართველოს გაბრწყინების, და სურს წილი დაიდოს მის განხორციელებაში.

 

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ, რომ:

თითოეული ჩვენთაგანის სულის ხსნა ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზეა დამოკიდებული. ამიტომ, ვისაც გსურთ საქართველოს გაბრწყინებისაკენ სავალ გზაზე სიარული, გთხოვთ:

 

- შესაბამისად გაიაზრეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამის თითოეული საკითხი, და მოწონების შემთხვევაში, მოგვეცით უფლება რეალობად ვაქციოთ იგი...

 

მაშ, ვისაც ყური აქვს ისმინოს:

ჩვენი მიზანია - მოვიდეთ და გითხრათ;

არჩევანი - თქვენზეა!

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე!.. ამენ!

 

2018 წლის 28 ოქტომბრის

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ

სალუაშვილი