Print

საპრეზიდენტო პროგრამა - "გაბრწყინებული საქართველოსთვის" - წინათქმა

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

 

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“

[იოანე 15,22]

 

ჩვენი საპრეზიდენტო გუნდის მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამა: „საქართველოს გაბრწყინებისთვის“, ზოგადად, შემდეგ სამ მთავარ დებულებას ეფუძნება:

1. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

2. ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური გარემოს შექმნა, და

3. კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო მისიის განხორ-ციელება.

ჩვენი სამოქმედო დევიზია: უფალია ჩვენი სიმართლე.

 

დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

„1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ [მუხლი 49,1-3].

და კიდევ - „...საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი[მუხლი 51,4].

 

ჩვენი საარჩევნო პროგრამა: „გაბრწყინებული საქართველოსთვის“, ზუსტად შეე-საბამება ქვეყნის უმაღლესი კანონის მიერ გამოკვეთილ ამ დებულებებს. კერძოდ:

ჩვენი მთავარი სამოქმედო მიზანია:

1. „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის“ მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა იზრუნოს:

ა) ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზე-ნაესობის აღდგენა-დამკვიდ-რებისათვის; და

ბ) ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეთა შორის საყოველ-თაო თანხმობის მიღწევისათვის;

 

ქვეყნის უმაღლეს კანონში გაწერილი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს იყოს, ერთგვარი შუამავალი - პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების კუთხით გამოკვეთილ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებსა, და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომად, საქართველოს მოქალაქეთა წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხთა შორის, რამოდენიმე გამოკვეთილი ჯგუფი არსებობს. კერძოდ:

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ორი პრობლემური საკითხი ითხოვს გადაწყვეტას, ესაა:

1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალებისა, და

იურიდიულად, 1992 წ. 2 იანვარს კრიმინალური ელემენტების მიერ შექმნილი „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრე სახელისუფლო მმართველი ძალის - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით შეფასება;

 

სათანადო მოგვარების მექანიზმის შემუშავებას ითხოვს, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხი;

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე მდგარი მიმდინარე საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით, დღეისათვის უაღრესად აქტუალურია გადაიჭრას - აფხაზეთის დევნილი სახელისუფლო სტრუქტურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები;

 

დღემდე გადაუწყვეტია, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის რეჟიმების მიერ ჩატარებული დანაშაულებრივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად გამოკვეთილი ე.წ. „საქართველოს მეანაბრეთა“ და „იპოთეკით დაზარალებულ“ საქართველოს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფის წინაშე მდგარი პრობლემა;

 

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის დღემდე მიუღებელია, 2011 წლის 1 აგვისტოდან სავალდებულო წესად შემოღებული, .. ჩიპიანიაიდი ბარათისაღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, მათთვის, ალტერნატიული, ანუელექტრონული მატარებლის“ [.. ჩიპის] არმქონეპირადობის [ბინადრობის] მოწმობისაღების შესაძლებლობა;

 

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - სხვადასხვა სახის არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

2. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა განმტკიცების უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე, „საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის“ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეფექტური მექანიზმის შემუშავებაში;

3. საქართველოს პრეზიდენტის მაღალი კანონისმიერი განსაზღვრულობა, რომ იგი „წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად უნდა აისახოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ურთულეს საქმიანობაში საქართველოს წილობრივი ხვედრის სათანადოდ წარმოჩენაში.

 

აქვე ერთიც გვინდა აღვნიშნოთ:

მიუხედავად იმისა, რომ - ღმერთის ნებითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, წინამდებარე საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამაში, სათანადო სამართლებრივ კონდიციამდე გვაქვს გააზრებული, ზემოთ წარმოჩენილი კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები,

დარწმუნებული ვართ, რომ - ჩვენი საარჩევნო პროგრამა მხოლოდ იმ გონიერი ამომრჩევლისთვის იქნება მისაღები ვისაც სწამს საქართველოს სულიერი მისიდან გამომდინარე -საქართველოს გაბრწყინების, და სურს წილი დაიდოს მისი განხორციელებაში.

 

და ბოლოს. ქვემოთ გადმოცემული მასალის გაცნობამდე, მკითხველს, შემდეგი ბიბლიური შეგონება გვინდა გავახსენოთ:

„ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ... გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი... რადგან ის არის შენი სიცოცხლე...“ [2 რჯ. 30,19-20].