Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის 1-ლი ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის 1-ლი ნაწილი]

წარმოგიდგენთ ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის ორ კონკრეტულ მექანიზმს

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 1

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

აქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხისათვის

ახ.წ. მე-4 საუკუნის 20-ან წლებში - ღმერთის ნებითა და წმ. ნინოს ძალისხმევით, აგრეთვე, მირიან მეფის მიერ სამეფო კარისა და მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყნის საერო ხელისუფალთა მხარდამხარ იბრძოდა ქართული სახელმწი-ფოსა და ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცისათვის.

ადამიანისათვის თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებულ ქრისტიანობის მადლს ზიარებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრევლის-თვის, რელიგიური ტოლერანტობა, ყოველთვის, არა - სისუსტის, არამედ - სულიერი სიძლიერის გამოხატულება იყო.

 

ქართული სახელმწიფოს სულიერი განმტკიცებისა და გაძლიერების მიზნით განსახორციელებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია - შეიქმნას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ საერო და საეკლესიო ცხოვრე-ბის მთლიანობაზე იქნება დაფუძნებული.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ზოგადი სურათი ასეთია:

ერთის მხრივ სახეზეა საკონსტიტუციო ჩანაწერი - „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემბერს], რომლის მიხედვითაც:

„რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსა-კუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან...“;

 

მეორეს მხრივ - საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებ-ლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიურ გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ისლამური თემი,

2. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია,

3. კათოლიკური ეკლესია, და

4. ებრაული თემი.

 

ზოგადად, ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას.

 

შესაბამისად, სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მაგრამ მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის, ჩვენს მიერ ორი მოდელია შემუშავებული. კერძოდ:

1. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

შესაბამისად, დღეს მოქმედ „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში, საჭიროა შეტანილ იქნეს - „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის“ განმსაზღვრელი ჩანაწერი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის მიერ დანიშნულ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს“ ეყოლება:

არამარტო, საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებემოსილებების განმხორციელებელი, - პირველი მოადგილე, არამედ

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობის შესაბამისად, ამ კომიტეტებთან კოორდინაციის უშუალოდ განმხორციელებელი მოადგილეები.

ჩვენს მიერ შემუშავებულ ცვლილებებში დეტალურადაა ასახული ხსენებული მიზნის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭირო პირთა უფლება-მოვალეობები.

საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებული წინადადების გათვალისწინება, საშუალებას იძლევა კანონით იქნეს გარანტირებული, საპარლამენტო კომიტეტების მიერ კანონპროექტების საბოლოო სახის მიღების პროცესში, ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის ასახვა.

 

2. მეორეს მხრივ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია - საქართველოს პარლამენტის ახალი სტრუქტურული მოდელი, ეომელიც ეფუძნება რა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთ დამოუკიდებლობას, ყველა პირობას ქმნის, რომ

ერთის მხრივ - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე;

ხოლო

მეორეს მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს, ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ხსენებულ რელი-გიურ მიმდინარეობათა წილობრივ ჩართვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად:

საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

 

ჩვენს მიერ შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი სადეპუტატო კორპუსის ფორმირების ახლებური წესი. რომლის თანახმადაც:

 

კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ:

 

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- ქ. თბილისის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს“;

ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

გ) პარლამენტის 5 ადგილი შეივსება საქართველოში მომქმედი, ზემოთხსენებული რელიგიური გაერთიანების უმაღლესი მმართველობითი ორგანოების მიერ არჩეულ კანდიდატთაგან. კერძოდ:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან: ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან: ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპა-რქიიდან: ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციი-დან: ერთი დეპუტატი;

- „იუდაური თემი საქართველოში“-დან: ერთი დეპუტატი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 150 მანდატიან საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება:

- 77 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი;

- საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული - 34 დეპუტატი;

- საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში აჟორიტარული სისტემით არჩეული - 34 დეპუტატი, და

- საქართველოში მოქმედი დანარჩენი ოთხი ძირითადი რელიგიური მიმდინარე-ობის უმაღლესი მმართველობითი ორგანოების მიერ მაჟორიტარული პრინციპით არჩეული - 5 დეპუტატი.

სახელმწ-ფოსა და ეკლესიის საქმიანობათა ურთიერთგამიჯვნის პირობებში, წარმოდგენილ პრინციპზე დაფუძნებით ფორმირებული საქართველოს პარლამენტი იქნება ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომლის საქმიანობა მთლიანად იქ-ნება დაფუძნებული, როგორც - საერო, ასევე, საუკუნეთა მანძილ-ზე ჩამოყალიბე-ბულ, სასულიერო პრინციპებზე აგებულ ფასეულობებზე.