Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-3 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-3 ნაწილი]

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 3

 

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

ქართული წარმომავლობის პირებისათვის

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის

მინიჭების შესახებ“

 

ვითვალისწინებთ რა, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის მთელი დროის მანძილზე, ასეულ ათასობით ქართველი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით აღმოჩნდა გადახვეწილ თავისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ; და

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველთა შთამომავლებისათვის, მათთვის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისა და ინტეგრაციისათვის ხელისშეწყობის თვალსაზრისით;

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 91  მუხლისა და „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე- 6 მუხლის თანახმად, ვაცხადებ:

 

1. ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის მანძილზე, მიზეზთა გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველების შთამომავლებს, მიუხედავად მათი დღევანდელი საცხოვრებელი ადგილისა, მიენიჭოთ - საქართველოს საპატიო მოქალაქეობა;

 

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ამ ბრძანებულების შინაარსის გავრცელება მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით;

 

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოამზადოს სათანადო წინაპირობა - „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მიღების მსურველთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად;

 

4. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის, მოწმობისა და მედალიონის გადასაცემად მომზადება.

 

5. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი