Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-5 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-5 ნაწილი]

1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების

პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების საკითხისათვის

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 5

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

დარღვეული ისტორიული სამართლიანობისა

და კანონიერების აღდგენა სათავიდან უნდა დავიწყოთ

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლ. 8,11]

ბიბლიური შეგონება გვასწავლის, რომ - არ არსებობს უცოდველი ადამიანი, ამიტომ, სამართლიანობის აღდგენა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ წესად უნდა იქცეს

დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

„საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწი-ფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუ-იდებლობის გარანტი“ [მუხლი 49,1].

აღნიშნული სტატუსი, საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს მტკიცედ იდგეს ეროვნული დამოუკიდებლობის იმ სადარაჯოზე, რომელიც, უპირველესად, ისტორიული სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობით 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1921 წლიდან საბჭოთა იმპერიაში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრივი განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

სამწუხაროდ, საქართველოს წინააღმდეგ 1991-1992 წლების გასაყარზე დაწყებულმა - გარე, იმპერიული ძალებისა და შიდა, კრიმინალური ელემენტების ერთობლივმა შეიარაღებულმა ქმედებამ ქვეყნის საათავეში დამნაშავე პოლიტიკური გუნდების ეტაპობრივი მოსვლა განაპირობა.

მათი სამართალმემკვიდრეობითი ხაზის ასეთია:

„სამხედრო საბჭო“ [02/01/1992 წ. - 10/03/1992 წ.];

„სახელმწიფო საბჭო“ [10/03/1992 წ. - 11/10/1992 წ.];

ედ. შევარდნაძის რეჟიმი [11/10/1992 წ. - 2003 წ.];

მ. სააკაშვილის რეჟიმი [2004 - 2012/13 წ.წ.].

 

„ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლო-ბის გარანტი“ - საქართველოს პრეზიდენტი მოვალეა, მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით, საქართველოს მოსახლეობის ნების გათვალისწინებითა და ქვეყანაში მოქმედი ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევით, აღადგინოს დარღვეული ისტორიული სამართლიანობა.

ამ კუთხით, 1991-1992 წლებში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი სმართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.

 

დღეისათვის, 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენებთან მიმართე-ბაში, არსებობს საქართველოს: დე-იურე და დე-ფაქტო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული შემდეგი სამი დადგენილება:

 

1. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება:

„1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“;

 

2. 2000 წლის 20 აპრილს, 1999 - 2003 წლების მოწვევის საქართველოს პარლა-მენტის დადგენილება:

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ”,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:

ა) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლის-სამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...“;

 

3. 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამარ-თლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტუ-რების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღე-ბული სახელმწიფო გადატრიალება...“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარღვეული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, საჭიროა - 1992 წ. 13 მარტის, 2000 წ. 20 აპრილისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებებში დაფიქსირებულ სულისკვეთებათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნეს - საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც უნდა აღინიშნოს:

„ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას; და

ვეყრდნობით რა: ერთის მხრივ - პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს; და მეორეს მხრივ, ჯერ - 1999 - 2003 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წ. 20 აპრილს, ხოლო შემდგომად - 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები:

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც - ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლო-ბისაგან”.

უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის მიერ გადადგმული, მონანიების ტოლფასი ასეთი ნაბიჯი, ღმერთის ნებით, თავის მხრივ საფუძვლად დაედება ქართული სახელმწიფოს ნორმალურ სამართლებრივ განვითარებას.