Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-6 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-6 ნაწილი]

საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, ჯერ - ედ. შევარდნაძე [1992 – 2003 წ.წ.], ხოლო შემდგომად [2004 – 2012 წ.წ.] . სააკაშვილი და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“]

მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასებისათვის

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 6

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 მიხეილ  სალუაშვილი

 

 

1992-2012 .. მოქმედი რეჟიმის

შეფასების საკითხისათვის

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო საზოგა-დოებასთან ერთად, თავად გახლდით მომსწრე იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც, 1992-2012 წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, ჯერ - ედ. შევარდნაძე [1992 – 2003 წ.წ.], ხოლო შემდგომად [2004 – 2012 წ.წ.] . სააკაშვილი და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], - ჩადიოდა.

ალბათ ორიგინალურნი არ ვიქნებით, მათი საქმიანობის ზოგად შეფასებაში - ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ხსენებული გუნდების პოლიტიკური ელიტა ჩადიოდა.

ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ამათგან:

პირველ ჯგუფში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ის პირები მოიაზრებიან, რომელთა მიმართაც, სასამართლოს მიერ, ასევე კონკრეტული სამართლებრივი სასჯელი უნდა იქნეს [და იქნება კიდეც] გამოტანილი;

პირობითი მეორე ჯგუფი შედარებით უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არიან სხვადასხვა არჩევით თუ დანიშნულ თანამდებობებზე მომუშავე ის პირები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მორალურად არიან პასუხისმგებლები პარტიული თანამოაზრეების მიერ, მათ თვალწინ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმი-ანობისა.

შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულთა მიმართ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია არ უნდა შეეხოთ პარტია [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძარაობისყოფილ, თუ ახლანდელ რიგით წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც სათანადო, უშუალო, გავლენას ვერ ახდენდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხსენებული ჯგუფების საქმიანობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთ შემავსებელი შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. ამათგან ერთს - დადგენილების, ხოლო მეორეს - საკანონმდებლო რეგულაციის სახე უნდა მიეცეს. კერძოდ:

 

საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს შემდეგი სახის დადგენილება:

საქართველოში 1002 – 2012 .. მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების შესახებ“:

ვითვალისწინებთ რა, რომ ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდეგ . სააკაშვილისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდების მიერ, ქვეყნის ოცწლიანი მართველობის დროს, ჩადენილმა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1992 - 2012 .. საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმრბის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი“.

საკანონმდებლო რეგულაციის თვალსაზრისით, საჭიროა მოინახოს ისეთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს 1992 – 2012 .. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმების დამამკვიდრებელი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობის საქმიანობის სათანადოდ შეფასებით საკითხს.

აქვე წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ, დღეისათვის მოქმედ საქართვე-ლოს კანონში - თავისუფლების ქარტია“, შესატანი ზოგიერთი ცვლილების ფორმულირებას:

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 1992-2012 .. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 1992 - 2012 წლებში ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

იქვე, მითითებულია - „არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისრიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულია შეზღუდვის მოქმედების კონკრე-ტული ვადა, კერძოდ

 ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლი-ტიკური გაერთიანების [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისყველა ის პირირომელსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“