Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-9 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-9 ნაწილი]

ევროპაში ბუფერული ზონის ჩამოყალიბების საკითხისათვის

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 9

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს

ჩამოყალიბების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

1. ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ  სალუაშვილი

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

 

ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებათა შედეგად, მიზეზთა გამო:

საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში საკუთარი ტერიტორიების სრულად გაკონტროლების პრობლემის წინაშე დადგნენ - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფალნი

 

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ:

ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და,

მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული,

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დე-დამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

 

ამ მიზნის მიღწევის ურთულეს გზაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება:

ნატოსა და რუსეთს შორის ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირის ჩამოყალიბება.

 

შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის - საქართველოს პრეზიდენტის რანგში საქმიანობისას, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“- [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი],

რომელიც შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში.

 

ჩვენი წინადადება იქნება, რომ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის შტაბ-ბინა განთავსებულ იქნეს

- საქართველოშიკერძოდ კი

- . ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში.

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადონ, რომ:

საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული მათი საქმიანობა დაე-მყარება  - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე პრინციპებს;

 

შესაბამისად,

დაეყრდნობიან რა გაეროს წესდების 54- მუხლს, რომლის ძალითაც:

უშიშრობის საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

 

უნდა გამოვიდნენ წინადადებით, რომ:

გაეროს წესდების 23- მუხლის 1-ლი პუნტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელმწიფო:

- ამერიკის შეერთებული შტატები,

- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანე-ბული სამეფო,

- რუსეთის ფედერაცია,

- საფრანგეთი, და

- ჩინეთის რესპუბლიკა,

 სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებული:

კვალიფიციური მიუკერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.